მოკლედ
მინდა შევქმნა კონკრეტული ჯგუფი,რომელიც იმუშავებს ბლოგზე
ბლოგი ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე,პოლიტიკაზე,სპორტზე,სამხედრო სიახლეებზე,მოკლედ ყველანაირ "ნიუსზე" რაც საქართველოში შეიძლება რომ "დაამუშავო". არ ვამბობ,რო ყველა სიახლეზე პოსტი უნდა დაიწეროს,უბრალოდ,დროგამოშვებით უნდა წეროთ პოსტები
მარტივი მაგალითი :
http://gepolit.info/mzadeba-archevnebis-gayalbebistvis/ანუ,მოხდა კონკრეტული ფაქტი,ამ ფაქტზე დავწერე პოსტი
ასევე შეიძლებოდა დაწერილიყო პოსტი საქართველო-რუმინეთის თამაშზე(რაგბში),მომხდარიყო მისი აღწერასავით & etc...
რას გთავაზობთ : პირველ ეტაპზე ყველანაირი ხარჯის დაფარვას,რაც საჭიროა,დაწყებული დომენ-ჰოსტინგიდან,დამთავრებული სარეკლამო ბანერების განთავსებით ინტერნეტში . სავარაუდოდ,მინდა ჯგუფში იყოს 3 ადამიანი,მეოთხე ვიქნები მე. ამ 3 ადამიანს ვთავაზობ სამომავლო შემოსავლის 60 %-ს. ცხადია, შემოსავალი იქნება თუ არა,თქვენზეა დამოკიდებული,ბლოგზე თუ საინტერესო კონტენტი არ იქნა,რაც არ უნდა არეკლამო,ვერაფერს მიაღწევ.
ვიცი,რომ არიან ბლოგერები,რომლებიც წლებია წერენ,წერენ,წერენ მაგრამ შემოსავალს ვერ იღებენ და რაც მთავარია,მათ წერილებს ვერ ნახულობს ფართო აუდიტორია. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩემი აზრით ჩემი შემოთავაზების თქვენით დაინტერესება,რაც მეტი ადამიანი ნახავს თქვენს ნაწერს,უფრო მეტის წერა მოგინდებათ

მოთხოვნები :
აუცილებლად უნდა იყოთ 18 ან მეტი წლისაუცილებლად უნდა მანახოთ ბლოგი,რომელზეც წერთ ან ოდესმე გიწერიათაუცილებლად უნდა გქონდეთ ელემენტალური გამოცდილება Wordpress ძრავაზე მუშაობისადანარჩენზე მოვრიგდებით
ჰო და კიდე,თუ გაქვთ იდეა,რომელსაც ვერ ანხორციელებთ და თვლით,რომ ამაზე საინტერესოა,რაც მე დავწერე,შეგიძლიათ შემომთავაზოთ
This post has been edited by ბექექს on 13 Mar 2012, 22:57
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ