dani94
DANI 094

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 340
წევრი No.: 142918
რეგისტრ.: 10-February 12
|
#30183704 · 13 Mar 2012, 18:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კოსმოლოგიური თეორია (წერილი მეოთხე) ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მაინტერესებდა, როგორი იყო სამყაროს გეომეტრიული მოდელი. ის უნდა ყოფილიყო უსასრულო და ამავე დროს სასრულიც. როდესაც მათემატიკურ სკოლაში გავეცანი არაევკლიდეს გეომეტრიას, საიდანაც ცნობილია რომ სწორხაზოვანი წრფე არ არსებობს და ის მრუდეა და უსასრულოდ დიდი წრეწირის რკალს წარმოადგენს, მაშინ გასაგები გახდა რომ სიბრტყეც მრუდეა (გაუსი,რიმანი,ლობაჩევსკი და სხვები) და სამყაროს ფორმა უნდა ყოფილიყო უსასრულოდ დიდი სფერო. სფერო რომელიც სასრულიც არის და დაუსრულებელიც. სხვათა შორის არც სინათლის სხივია სწორხაზოვანი ის გრავიტაციის ზეგავლენით იმრუდება. შიდა დამკვირვებლისთვის სამყაროში ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილება, ჰგავს სფეროს ზედაპირზე მოძრაობას, ხოლო გარეშე დამკვირვებლისთვის ის სფეროს წარმოადგენს და ამით არის სასრული ფორმის. უკვე რამდენიმე წელია ასტროფიზიკოსებს შორის გაიმარჯვა აზრმა, რომ ჩვენ ოთხგანზომილებიან (მეოთხეა დრო) მატერიალურ სამყაროს სფეროს ფორმა აქვს და ეს არის სწორედ სამყაროს გეომეტრიული მოდელი. თავდაპირველად მატერიალური სამყარო არ არსებობდა, დროც არ არსებობდა და უზენაესის ძალისხმევით მოხდა დიდი აფეთქება. ყველაფერი დაიწყო იმით რომ 13,5 მლრდ. წლის წინ მოხდა დიდი აფეთქება და ეს ყველაფერი გადმოიღვარა, ჯერ კიდევ აიროვან მდგომარებაში, შემდეგ მოხდა ვარსკვლავების ფორმირება და შესაბამისად გალაქტიკებისაც, ზეახალი ვარსკვლავები ქმნიან მატერიას და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი, ხოლო შავი ხვრელები კი ანადგურებენ(სპობენ) და “ყლაპავენ” მატერიას. შავი ხვრელები აგრეთვე წარმოადგენენ ჩვენი სივრციდან სხვა განზომილებიან სივრცეში გადასვლის ადგილებს. ასტროფიზიკოსების აზრით ჩვენ სამყაროში არსებობენ სპეციალური ე.წ. ხვრელები ანუ რუსულად “ჩერვო ტოჩინა” რომელიც იძლევა აგრეთვე ჩვენივე სამყაროში დროში და სივრცეშიც გადაადგილების საშუალებას, ისინი შეიძლება იყვნენ აგრეთვე სხვა განზომილებიან სივრცეში გადასასვლელი ხვრელები. ისინი დღეს საუბრობენ 11 განზომილებიან სივრცეზეც კი. იქნებ არსებობს მე-12-ე განზომილება, სადაც სულიერი სამყარო იმყოფება და იქ განზომილება იქნებ საერთოდაც არ არსებობს. რა არის სხვა განზომილებიანი სივრცის დადასტურება? პირველ რიგში ეს მსოფლიო გრავიტაციის ძალაა, რომელიც ყველა მატერიალურ ციურ სხეულს გააჩნია და მეცნიერები თვლიან რომ მსოფლიო გრავიტაცია არის სხვა განზომილებიანი სივრციდან შემომავალი უდიდესი მეგაკოსმიური ძალის გამოვლინება, რომელიც ყველაფერს აღემატება ჩვენს სამყაროში. სანამ დიდი აფეთქება მოხდებოდა დრო არ იყო ანუ იყო უდროობა, ხოლო დროის მცნება შემოდის მატერიალური სამყაროს შექმნის დროიდან ანუ დიდი აფეთქებიდან. საერთოდ მეცნიერებაში არის მოდა ჯერ კიდევ მე-19-ე საუკუნიდან მოყოლებული, რომ ღმერთის და სულიერი სამყაროს არსებობის თითქოს არ სწამთ და იგნორირებას უკეთებენ მის არსებობას, აინშტაიმნმა სიცოცხლის ბოლოს განაცხადა ღმერთი არსებობსო, მოვა დრო და უდიდესი ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგიც იგივეს იტყვის, ჯერ-ჯერობით მას ეს არ აწყობს, რადგან საერთო კლიშედან არ უნდა, რომ ამოვარდეს. ჯერ კიდევ მე-19-ე საუკუნეზე ემანუელ კანტმა განაცხადა: “ მე-19-ე საუკუნეში მეცნიერებისთვის ღმერთი მოკვდაო ”, რადგანაც მაშინდელი ევროპის სასულიერო პირებმა, ალღო ვერ აუღეს, მაშინდელ მეცნიერულ აღმოჩენებს და განსაკუთრებით დარვინის ევოლუციის თეორიას. თანამედროვე მეცნიერების ათეიზმის თაობაზე დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა, უდიდესმა თეოსოფოსმა და ანტროპოსოფიის მამამ, რუდოლფ შტაინერმა თქვა: “მეცნიერები გვანან საათის შემკეთებელ ხელოსნებს, რომლებიც კარგად შეისწავლიან საბოლოოდ საათის მაქანიზმს და მის მუშაობასო, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი, რომ არსებობს თავად მესაათეო, რომელმაც შექმნა საათიო და მასზე არაფერს ამბობენო”. ისმება ყველაზე მთავარი კითხვა: რა არის ღმერთისგან სამყაროს შექმნის მიზანი? ღვთიურ ბუნენას თავისი კანონები გააჩნია! ღმერთს არ შეუძლია მოიკვდინოს თავი, მას არ შეუძლია იქცეს ბოროტებად და მას არ შეუძლია შექმნას თავისი ზუსტი ანალოგი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ იმდენად კეთილია და სიყვარულით აღსავსე, რომ ის ქმნის თავისნაირ ანალოგს ოღონდ მიკროკოსმიურ ანალოგს, მიკრო სულიერ არსებას, რადგანაც მას უნდა რომ სხვა სულიერი არსებებიც არსებობდნენ და იყვნენ მისნაირ საუკუნო ნეტარებაში და ცნობიერების მქონენი, რადგანაც გაუცნობიერებელი ნეტარება, ეს ნეტარება არ არის, ეს უფრო კომას ჰგავს. მაგალითად, ნარკომანი რომელიც ძალიან დიდ დოზას გაიკეთებს, არის უგონო მდგომარეობაში, ხოლო ადამიანი რომელიც ორგაზმს განიცდის ის აცნობიერებს, რომ ის არის ბუნების მიერ ბოძებულ ნეტარებაში, რომელიც ევოლუციის და გამრავლების სტიმულირებისთვის არის ბოძებული ბუნებისგან. როგორც ვიცით ბიბლია არის გენიალური ქურუმების მიერ შექმნილი წიგნი, სადაც ნათქვამია ღმერთმა შექმნა ადამიანი, თავის ხატად და დარად და ეს სრული ჭეშმარიტებაა! ბიბლიის(ძვ. აღთმის) შემქმნელი ქუერუმები გენიოსები იყვნენ. ბიბლია ძალიან ბევრ რამეს ალეგორიულად გადმოგვცემს. დაბადებაში ნათქვამია, პირველად დრო არ იყოო და განყო ღმერთმა ნათელი და ბნელი და იყო ქაოსი ამავე დროს, ქაოსისგან შექმნა ვარსკვლავები და დედამიწაო. დედამიწაზე ჯერ წყალში შეიქმნა წყლის მცენარეები და ცხოველებიო, ხოლო მერე მიწაზეო. მეექვსე დღეს(ბიბლიურ დღეში, რომ მრავალი მლრდ. და მლნ. წელი იგულისხმება, ამას საღად მოაზროვნე ადამიანი ყველა ხვდება), ღმერთმა შექმნა ადამიანი-ამბობს ბიბლია. ძალიან დიდი მსგავსებაა, ხომ სინამდვილესთან: არაფერი არ იყო, იყო უდროობა, ღვთის ნებით ხდება დიდი აფეთქება და ყველაფერი ეს სამყარო ჯერ კიდევ აიროვან მდგომარეოიბაში გადმოიღვარა დიდი აფეთქების მეშვეობით, აქედან იღებს სათავეს ჩვენი სამყარო. საწყის სტადიაზე ჯერ იყო აიროვან მდგომარეობაში და მიზიდულობის ძალებით თანდათანობით მოხდა ვარსკვლავების და გალაქტიკების წარმოშობა. პალეონტოლოგიურად დამტკიცებულია, რომ სიცოცხლე ჯერ წყალში წარმოიშვა და მერე გადმოვიდა ხმელეთზე და ადამიანი კი ყველაზე გვიან წარმოიშვა. იგივეს იმეორებს ბიბლია. ჩ. დარვინის სახეთა წარმოშობის ევოლუციური თეორია სწორია. მართლაც ადამიანის ფორმირება მოხდა პითექანტროპისგან, ეს არის გარდამავალი ანუ შუალედური ფორმა ადამიანსა და ადამიანის წინაპარ მაიმუნის მსგავს სახეობას შორის, ანუ პითექანთროპს და დღევანდელი მაიმუნის სახეობას საერთო წინაპარი ჰყავდათ. პითექანტროპის შემდგომ იყო რამოდენიმე სახეობა, რომელიც შემდგომ ორ ჯგუფად დაიყო, ნეანდარტალელ ადამიანად და ჰომოსაპიენსად. მათ შორის დიდი დაპირისპირება იყო, ხოლო ევოლუციის შედეგად გაიმარჯვა უფრო პროგრესულმა და მოაზროვნე ცივილურმა ფორმამ ჰომოსაპიენსმა, ხოლო ნეანდერტალელი გადაშენდა. შემდგომ ეპოქებში ჰომოსაპიენსი სამ რასად დაიყო, ესენია: ევროპეიდები (თეოსოფიურად ატლანტოიდების ცივილიზაცია, ხოლო პლატონის ატლანტიდა მერე იყო)-მათი სამშობლო ძირითადად კავკასიაა, მეორე უმთავრესი რასა მონგოლოიდები (თეოსოფიურად ჰიპერბორეული ცივილიზაცია)-მათი განსახლების არეალია მონღოლეთ-ჩინეთის ტერიტორიები და მესამე ნეგროიდები (თეოსოფიურად ლემურული ცივილიზაცია)-მათი წარმოშობის ადგილია აბისანიის(ეთიოპიის) მთიანეთი. მათ შორის ასიმილაციის შედეგად ძირითადად ჩამოყალიბდნენ შემდეგი ქვერასები: მონგოლოდებისა(ბიბლიური მაგოგი) და ევროპეიდების იგივე იაფეტიდების ასიმილაციის შედეგად, იქ სადაც იმძლავრა მონგოლოიდურმა ელემენტმა ჩამოყალიბდა თურქმანული მოდგმის ხალხი, ხოლო სადაც იმძლავრა იაფეტურმა გენმა ჩამოყალიბდა ინდოევროპული (ბიბლიური გომერი) კაცობრიობა, ხოლო იაფეტიდებისა და ნეგროიდების(ბიბლიური ქამიტების) ასიმილაციის შედეგად ჩამოყალიბდნენ სემიტური მოდგმის ხალხები, შესაბამისად ჩრდ. აფრიკასთან უფრო ქამიტური გენოტიპით, ხოლო წინა აზიაში უფრო იაფეტური გენოტიპით (იხ. ნიკო მარის იაფეტური თეორია). განვიხილოთ ბიბლიური ეთნოლოგია. შეადარეთ სიმბოლურად ნოეს სამი ძე ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. რატომღაც ბიბლიის გადამწერმა ქურუმებმა ევროპეიდების ანუ იაფეტიდების ძეებში შეიყვანეს მონგოლოიდები ანუ ბიბლიური მაგოგი და იაფეტიდების და ქამიტების ასიმილაციის შედეგად წარმოშობილი სემიტური მოდგმის ხალხი (რომელთა შთამომავალია დღევანდელი არაბული ეთნოსი და დღევანდელი ებრაელი ხალხი), კი ცალკე გამოყვეს ნოეს ძის სახით, რომელსაც სემი უწოდეს. სინამდვილეში სიმბოლურად უფრო სწორი იქნებოდა რომ დაეწერათ, ნოეს ძენი: იაფეტი, ქამი და მაგოგი. თუმცა ბიბლია, ხომ მაინც ნოეს კაცობრიობის ანუ იაფეტური კაცობრიობის ისტორიას გადმოგვცემს ძირითადად, რადგანაც აბრაამი იყო შუმერული ქალაქ ურიდან და ებრაელები თავიანთ თავს შუმერთა შთამომავლად აღიქვამდნენ. მათი ერთ-ერთი ეთნარქი ხომ ყებერია ანუ სუბერი-სუმერი-შუმერი-იბერი-დან წარმოებული და თანაც სახელი ებრაები საეჭვოდ გავს იბერს. ფრანგმა მეცნიერმა ჟიულ ოპერტმა პირველად უწოდა სუმერები (შუმერები), სახელი აღებული იყო შუამდინარეთის უძველესს მმართველთა ტიტულიდან, რომელნიც თავიანთ თავს შუმერისა და აქადის მეფეებს ეძახდნენ. სუმერის ასეთი განმარტებაც არსებობს “მარე” ძვ. ქართულ იაფეტურ ენაში კაცს ანუ იგივე ხალხს აღნიშნავს, იგივეს აღნიშნავს სუმერულად, ხოლო “სუ” ძვ. მეგრულად, ძვ. ქართულად და სუმერულად “სელს” აღნიშნავს, როგორც ცნობილია სწორედ სუმერები იყვნენ სელის-სამოსად ანუ ტანის სამოსად გამოყენების პიონერები და ამიტომაც მათ სელის ტანსაცმლიანი კაცი ანუ ხალხი ეწოდათ. არსებობს ეტიმოლოგიური კავშირი სუბარ(სუბართუ), სუბერ, სუმერ, იუბერ, იბერ(ისპერ,სპერ), ტიბერ, ტაბარ, ტაბალ, თუბალ და ა.შ. სახელებს შორის. ხურიტების, კარდუხების, ქალდეველების(ურარტუელების), ხალდეების და ქართველების იგივეობას ემხრობიან : ფ. ლენორმანი, ფ. ჰომელი, მასპერო, სეისი, ნიკო მარი, მ. წერეთელი, პ. ინგოროყვა, ს. ჯანაშია, გ. მელიქიშვილი, ილია ჭავჭავაძეც და ქართული ისტორიის მამა ივანე ჯავახიშვილი. ი. ჯავახიშვილი ამბობს: “ ვანის წარწერების ენა ყველაზე პირველად ქართულს უდიდესმა ფრანგმა ორიენტალისტმა ფ. ლენორმანმა შეადარა და ამტკიცებდა-ურარტუელების ენა ძველი ქართული ენაოო ! ”. (პირველი ტომი, 1960წ. გამოცემა). არსებობს კავშირი დიაოხის სამეფოსა, რომელსაც ასურელები დაიაენი-დანის ეძახდნენ და ებრაულ დანის ტომს შორის, დიაოხის (დანის) სამეფოსა და დანის ებრაულ ტომსა და გალილეველებს შორის, გალილეველები იესოს დროსაც კი არაებრაულ განსხვავებულ დიალექტზე მეტყველებდნენ. იქნებ გალილეველმა იოანემ თავის აპოკალიფსში, გადარჩენილთა სიმბოლურ 12 ებრაულ ტომში, იმიტომაც არ მოიხსენია დანის ტომი, რომ იცოდა რა მათი არაებრაული(არასემიტური) წარმომავლობა, მის მაგივრად იოსების მეორე ძე შეიყვანა და ამით გახადა კვლავ თორმეტი ანუ სრული (თორმეტი ხომ ქალდეური ასტროლოგიის საკრალური რიცხვია). წინასწარმეტყველი ეზეკიელი “ტვიროსის გოდებაში” მიმართავს რა დიაოხის სამეფოს, პირდაპირ მოიხსენიებს როგორც დანის ქვეყანად. ეზეკიელი როცა მიმართავს ფინიკიელთა ცნობილ ტვიროსს ამბობს: “თ27 მ 13 იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები,ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში.……. . . . მ.19 დანი (დიაოხი,დაიაენი,დანი იგივე ტაო-ავტ.) და იავანი (ურარტუ, ვანის სამეფო, ვანის ტბის სანახები-ავტ.) უზალიდან სანაცვლოდ რკინის ნახელავს, შტახსსა და ლერწამს გაძლევდნენ შენს საქონელშიო”. გავიხსენოთ ბიბლიის წინასწარმეტყველება: “იაფეტი სემის კარავში დაემკვიდროსო “ ე.ი. რწმენა სემიტებში იაფეტიდ ხალხს უნდა გაევრცელებინა და ეს წინასწარმეტყველება იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ კაცობრიობაში ენის წარმოშობა იაფეტურ რასაში მოხდა და ნიკო მარის “ენათა წარმოშობის იაფეტური თეორიის თანახმად”, ძვ. ქართული ენა არის მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის წინარე და ფუძე ენა. ნიკო მარის აზრით, პროტო-ქართული ანუ იაფეტური ფუძე-ენა არის ერთიანი, გლოტოგონიური ფენომენი, საერთო საფუძველი ყველა ენებისა, რომელნიც წარმოიშვნენ მისგან დიფერენციაციის პროცესში. იაფეტურ-ფუძე ენასთან კი ყველაზე ახლოს დღემდე შემორჩენილი ენებიდან სვანური, მეგრული და თანამედროვე ქართული ენები დგანან. აქვე გვახსენდება დიდი ჰეგელის სიტყვები: “კაცობრიობის ყოველყვარი პროგრესი კავკასიური რასიდან მოდისო ”. იგულისხმება რა თქმა უნდა მედიტერანული, ხმელთაშუაზღვისპირული, სამხრეთევროპული, იგივე კავკასიური, იგივე პროტოიბერიული და იგივე იაფეტური (ნიკო მარი), მოდგმის ხალხი. ბიბლიაში კი იაფეტის ძეთაგან მათ შეესაბამება, თუბალი, მოსოხი და იავანი. იავანი შეესაბამება ურ-არტუს კოალიციის ერთ-ერთ სამეფოს, რომელიც ეხლანდელ თურქეთში მდებარე ვანის ტბის სანახებში მდებარეობდა, ვანის სამეფოს სახელწოდებით. ხოლო შემდგომ მაკაბელთა დროიდან იავანი რატომღაც ბერძნების ეთნარქად გამოაცხადეს, ბერძნებისა რომელთა გაერთიანებული სახცელწოდებაა ბიბლიაში გომერი (კიმერ)-კიმერიელების ყველაზე პირველი ტალღა ევროპაში და ეგეოსის ზღვის აუზში. ჯერ კიდევ ძვ. ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ პელაზგები, არგოსელები იგივე დანაიდები კოლხებს ენათესავებიანო და აქედან გამომდინარე პროტოიბერებსო. ძვ. წ. აღ. მე-6-ე ათასწლეულში პირველი დამწერლობა ხატოვანი და შემდეგ იეროგლიფური ლურსმული ურ-კარდუს სანახებში, ვანის ტბის მიდამოებში და არარატის მთიანეთში იღებს სათავეს. სწორედ აქედან იღებს სათავეს როგორც ებრაული ისე ქართული ძვ. წელთაღიცხვის დაწყება, სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად, როცა მოხდა იეროგლიფური ხატოვანი დამწერლობის ფართოდ გამოყენება, იწყება ე.წ. ძველი წელთაღრიცხვა, დასაბამიდან ამდენი წელიო, რომელიც სამყაროს დასაბამს კი არ აღნიშნავს, როგორც ზოგიერთ ფუნდამენტალისტს ჰგონია, არამედ დამწერლობის შემოღებას იაფეტური მოდგმის ხალხში. რ.შტაინერი “ვარდისა და ჯვრის საიდუმლოებაში” აცხადებს: კაცობრიობის პირველი ანბანი, “ტაოს ანბანი”, ქალდეველმა ქურუმებმა ტაოში შექმნესო, სწორედ ეს ანბანი არის, ქართულ ასომთავრულ(ფარნავაზის დროს მოხდა მისი საყოველთაოდ, სახალხოდ გავრცელება) ანბანზე გაცილებით ძველი და მისი უშუალო წინამორბედი, ეს ანბანი ანუ "ტაოს ანბანი" ჩვ. წ. აღ.-ე მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში უნდა შექმნილიყო, ხოლო ფინიკიელებმა, რამდენიმე საუკუნის მერე, ტაოს ანბანი დიაოხელებისგან და ურარტუელებისგან გადაიღეს და მოახდინეს მისი მსოფლიოში გავრცელება, რადგან ფინიკია მაშინდელი მსოფლიოს უმთავრესი საზღვაო სახელმწიფო იყო. დავუბრუნდეთ ბიბლიას და განვიხილოთ ადამი და ევას ზოგადსაკაცობრიო მითი: ამ მითში ლაპარაკია სულიერ კაცობრიობაზე, ჯერ კიდევ სულიერ სამყაროზე, სადაც სულიერში ჯერ არ იყო ფორმირებული “მეს” ცნობიერება, რადგანაც ღმერთის უდიდესი სიკეთის გამოხატულებაა, რომ მან უნდა შექმნას მუდმივად სულიერი არსებები და ახალი სულიერი სიცოცხლე (თავის ხატად და დარად(მსგავსად)-იხ. ბიბლია) ანუ სულიერი ადამიანები და მათ რომ ჩამოუყალიბდეთ პიროვნული “მე”, “მეს” ცნობიერება და სულმა რომ აღიქვას, რომ ის არის ინდივიდუალური არსება სამყაროში, ამისათვის საჭიროა ევოლუცია და დროებითი სამყაროს მატერიის ფორმირება. შემეცნებისა და ცნობიერების ფორმირება ეს ევოლუციურად ხდება და ამისათვის დროებით მატერიალური სამყაროს შექმნა და მასში სულიერი ადამიანის მოვლინებაა საჭირო. ამისათვის დროებით იქმნება მატერიალური სამყარო და მასთან ერთად დროებითვე იქმნება ლუციფერული, დემონური ძალები (განყო ნათელი და ბნელი-ბიბლია). შემეცნების განვითარება მხოლოდ მატერიაში მოვლინებით ხდება, სადაც არის სიკვდილ-სიცოცხლის, ბოროტის და კეთილის, ნათელის და ბნელის მუდმივი ჭიდილი. რომელიც სულიერში, დროებით, მიქაელური და ლუციფერული ანგელოზთა დასების ჭიდილში გამოიხატება. რას ნიშნავს ყოველივე ეს? ანუ სულიერი ადამიანი, სულიერი კაცობრიობა, იგივე ბიბლიური ადამი, ჯერ იყო სულიერი ბავშვის მდგომარებაში, რომელიც ვერ აცნობიერებდა თუ რა არის ნეტარება, ხოლო ჭეშმარიტი ნეტერება არის ის, რომ ხარ ცნობიერების მქონე სულიერი არსება და საუკუნოდ არსებობ სულიერ სამყაროში, იგივე ცათა სასუფეველში. კიდევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ნეტარება ცნობიერების გარეშე, გავს ადამიანის კომაში ყოფნას, ეს მდგომარეობა გავს იმ ნარკომანის მდგომარეობას, რომელიც დიდ დოზას გაიკეთებს და უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდება. მატერიაში მოვლინებით კი ადამიანის სულში ხდება პიროვნული “მეს” ცნობიერების, იგივე ცნობიერი სამშვინველის ფორმირება, ის ხდება კეთილისა და ბოროტის შემცნობელი ალეგორიულად გველის (ლუციფერული ძალების) საშუალებით. სიკეთეს და ბოროტებას, ცუდს და კარგს, ტკივილსა და სიამოვნებას ბავშვი ვერ მიხვდება, თუ თავის თავზე არ გამოსცადა ორივე ერთად. მატერიალური სამყარო დროებითი სამყაროა და არარელური სამყაროა, რეალური სამყარო კი სულიერი სამყაროა, რომელშიც დრო არ არსებობს. მარკუს ავრელიუსმა განაცხადა: “ ეს ცხოვრება არის სიზმარი, საშინელი სიზმარიო !”. დიახაც ღმერთი ქმნის დროებით არარეალურ სამყაროს და მხოლოდ ამ სამყაროსთვის და ამ სამყაროში იქმნება ბოროტი დემონური სულიერი სამყარო, ე.წ. ჯოჯოხეთი და დროებითი განსაწმენდელი, ხოლო რეალურ სულიერ სამყაროში ბოროტება არ არსებობს. ჩვენი მატერიალური სამყაროს დასრულებისთანავე, დასრულდება ლუციფერული სამყაროც ე.ი. რა გამოდის არალეარული მატერიალური სამყაროს განადგურებისთანავე ნადგურდება ლუციფერული სულიერი სამყაროც. ვინც მოხერხებს ამ ევოლუციის დროს, მრავალჯერადი რეინკარნაციებისა და მრავალჯერადი დროებით განსაწმენდელში განწმენდის შემდგომ, ის ცნობიერება(გონება) გადარჩება, ვინც მოახერხებს მის დაძლევას და სასუფეველში ამაღლებას, ხოლო ვინც ვერ მოახერხებს მათი სამშვინველი განადგურდება და ამას ქვია აპოკალიფსში მეორე სიკვდილი, გოგირდის მუდმივი ცეცხლი ტბა. სული უკვდავია, კვდება მასში გამომუშავებული სამშვინველი ანუ გონება იგივე ცნობიერება (რუსულად “დუხ” სული და “დუშა” სამშვინველი). დეგრადირებული უარყოფითი სამშვინველი და ცნობიერება უკვალოდ იფანტება და ქრება. რ.შტაინერის აზრით ცხოველთა სამყარო ევოლუციის გზაზე ჩამორჩენილი სულები არიან, სული მათაც გააჩნიათ, მაგრამ ცნობიერების და პიროვნული “მეს” გარეშე და განსჯითი აზროვნების გარეშე, მათზე რაღაც, მათი ზოგადი სულიც ახდენს ზემოქმედებას. ადამიანის ცნობიერებაზე, სულიერი სამყარო, ვარსკვლავებიდან მომდინარე არამატერიარული ენერგეტიკის საშუალებითაც და სამყაროში არსებული ხვრელების საშუალებითაც ახდენენ ზემოქმედებას. ვარსკვლავები ქმნიან სიცოცხლეს, ხოლო შავი ხვრელები ანადგურებენ მას, შავ ხვრელზე დრო არ არსებობს, ყველა გალაკტიკის ცენტრში გიგანტური შავი ხვრელი მდებარეობს, რომელიც ასტროფიზიკოსების აზრით სხვა განზომილებაში გადასასვლელი ადგილებია. გიგანტური შავი ხვრელები, აგრეთვე არის სწორედ ის ადგილები საიდანაც ადამიანთა სულები დროებით განსაწმენდელში და ჯოჯოხეთში გადაადგილდებიან, ანუ ადამიანთა სულები ჯოჯოხეთში შავი ხვრელის საშუალებით ხვდებიან. ეს სამყარო რამდენიმე მლრდ. წლის შემდეგ კვლავ შეიკუმშება გიგანტური შავი ხვრელების საშუალებით და კვლავ ერთ წერტილში აღმოჩნდება, მერე კვლავ მოხდება დიდი აფეთქება და წარმოიშობა ახალი მატერიალური სამყარო და მასთან ერთად ახალი კაცობრიობა, ამაზე მინიშნებაც არის იოანეს აპოკალიფსში: “ ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგან ძველი გარდახდა და აღარ იყო!”, ამის შემდგომ კი სულიერი სამყაროს ალეგორიული აღწერაა გადმოცემული. არსებობს თუ არა სხვაგან სადმე, ჩვენს სამყაროში სხვა პლანეტაზე სიცოცხლე? რა თქმა უნდა არსებობს და ისინიც მსგავს ევოლუციას გადიან. სამყაროში რასაც დასაწყისი აქვს მას ბოლოც აქვს, მაგრამ სამყაროში ერთჯერადად არაფერი არ ხდება, არც ადამიანის მოვლინებაა ერთჯერადი დედამიწაზე და ამის დასასაბუთებლად იესო ქრისტეს ნათქვამს გაგახსენებთ, როდესაც მოწაფეების კითხვას უპასუხა იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით და განაცხადა იგია ელია წინასწარმეტყველი, რომელიც მესიის მოსვლის წინ უნდა მოსულიყოო. იხ. ახალი აღთქმა, რელიგიურ ფუნდამენტალისტებს რა თქმა უნდა, ამის დანახვა და ამ საინტერესო ფაქტის განმარტება არ უნდათ. დავუბრუნდეთ იმას, რომ კვლავ მოხდება მომავალში დიდი აფეთქება და წარმოიშვება ჩვენი მსგავსი ოთხგანზომილებიანი (მეოთხე დრო) სამყარო ანუ სივრცე და ეს პროცესები სამყაროების წარმოშობა და შემდგომ დასრულება და შემდგომ ახალი სამყაროს წარმოშობა გაგრძელდება დაუსრულებლად, როგორც ვიცით დრო სივრცესთან ერთად წარმოიშვება და რა გამოდის, რომ გარეშე დამკვირვებლისთვის, მაგალითად სულიერი სამყაროდან, ჩვენი სამყარო, ჩვენამდელი სამყარო და ჩვენს შემდგომი სამყარო, ერთდროულად არსებობს და ეს სამყაროები ერთმანეთის მიმართ პარალელური მატერიალური სამყაროებია და ამ სამყაროების წარსული, აწმყო და მომავალი, სულიერი სამყაროდან ერთდროულად აღიქმება. ე.ი. სხვა განზომილებიდან ჩვენი სამყაროს წარსული, აწმყო და მომავალი ერთდროულად არსებობს და ამიტომაცაა შესაძლებელი წინასწარმეტყველება და ნათელხილვის ნიჭის გამოვლინება კაცობრიობის ისტორიაში. მეცნიერები დღეს 11 განზომილებაზე ლაპარაკობენ, შეადარეთ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში, ცნობილია ანგელოზთა ცხრა დასი. ანუ არსებობს სულიერი სამყაროს იერარქიებიც, სადაც ევოლუცია განუწყვეტლივ მიმდინარეობს და მას არც დასაწყისი და არც ბოლო არა აქვს. ანგელოზთა დასები, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით უსასრულოდ არიან განვითარებულნი და ეს განვითარება მუდმივი და უსასრულო პროცესია და ამიტომაც ისინი ჩვენთან ერთადაც და ჩვენი საშუალებითაც ვითარდებიან. კეთილშობილება კეთილშობილებაა, მაგრამ იგი შეიძლება უსასრულოდ ვითარდებოდეს! საიდან იღებდნენ წინასწარმეტყველნი ინფორმაციას? ძირითადად ეს ხდებოდა სიზმრის ხილვის დროს, ამას ამბობს ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველი დანიელი და ახალი დროების უდიდესი წინასწარემეტყველი იოანე მოციქული. იგივე შეიძლება ითქვას ეზრაზე დანიელის სულიერ ძმაზე და სხვა მრავალზეც, ნოსტრადამუსსაც, სიზმარში ქონდა ხილვები. რა არის სიზმარი? ამაზე კვლავ ჩვენი ახალი დროების არისტოტელედ აღიარებულ რ. შტაინერს დავესესხოთ, რადგანაც უკეთესი ახსნა სიზმრისა და საერთოდ ღრმა ძილისა, კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არავის შემოუთავაზებია. ძველ სამყაროს თუ ყავდა პლატონი და არისტოტელე, ახალ სამყაროს შესაბამისად ყავს რ.შტაინერი და ა. აინშტაინი. რ.შტაინერის აზრით ადამიანი ძილის დროს, სულიერ სამყაროში იმყოფება და იქ განიცდის განწმენდასაც და სულიერი ძალების აღდგენასაც. მაგრამ იქიდან, ჩვენს მატერიალურ სამყაროში მობრუნებულს, რა თქმა უნდა, არაფერი არ ახსოვს, იმდენად ძლიერია მატერიალურსა და სულიერს შორის განსხვავება. იგივეა სიზმრის ხილვის დროსაც ადამიანის სული მისი გონება, სულიერ სამყაროს ანალოგიურ, ოღონდ შედარებით დამახინჯებულ სამყაროში იმყოფება. სიზმრის დროს ზოგი ადამიანის სული, ე.წ. რუსულად “ჩერვო ტოჩინა”- იგივე “თხუნელას ხვრელები”-ს საშუალებით გადაადგილდება მომავალში და ამიტომაც ახერხებს თუნდაც მომავლის წინასწარმეტყველებას. ეხლა მე ვეკითხები სკეპტიკოსებს და ათეისტებს, რომელთაც არ სწამთ არამატერიალური სამყაროს არსებობა, როგორ შეიძლება მატერიაში გაითიშოს ადამიანის გონება ღრმა ძილის დროს? (ავიღოთ თუნდაც ადამიანის კომური მდგომარეობა, სადაა ამ დროს გონება?-ალბათ იტყვით ადამიანის ტვინშიო, რაც კატეგორიულად არასწორია), მაგ დროს ხომ მატერიაში, მხოლოდ ადამიანის ეთერული სხეული რჩება და ეს ხომ მატერიის თვისება არ არის. ხოლო სიზმარში ყოფნის დროს ადამიანის გონება, ხომ სადღაც არამატერიალურ სივრცეში ანუ სამყაროში იმყოფება და ეს ანუ სიზმარში ყოფნა ადამიანისთვის, იმდროისთვის ადამიანის ფსიქიკისთვის, რეალური სამყაროა, როცა სიზმარს ხედავს ადამიანი, იმ დროს. ისმება კითხვა: სად იმყოფება მაგ დროს ადამიანის გონება? რა თქმა უნდა სადღაც არამატერიალურ სივრცეში და მისი ყველაზე რეალური ახსნა რ. შტაინერს ეკუთვნის. დაბადების და ბიბლიის შემქმნელი ქურუმები ნათელხილვასთან ერთად, ამავე დროს სწავლულებიც იყვნენ, ასევე სწავლული იყო შემდგომი დროის წინასწარმეტყველი, დანიელი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით დანის ტომიდან იყო, იგი ბაბილონში დაეუფლა ქალდეველთა სიბრძნეს. ბაბილონში კი ქალდეველნი ეწოდებოდათ ასტროლოგებს, ვარსკვლავთმრიცხველებს და ზოგადად სწავლულ ქურუმებს. ქალდეველობა, სწავლულობას ნიშნავდა, თავდაპირველად ისინი ქალდეური ხალხის შთამომავლები იყვნენ და ასე მოაღწიეს ნაბუქოდონოსორის დრომდე. ვინ იყვნენ ქალდეველი ხალხი სინამდვილეში: თავდაპირველად ეს ტერმინი პროტოიბერიული ტომების, ურარტუს ქალდების(ხალდების, ხალდეების), კარდუხების, სუბერების და ზოგადად ზოგიერთი ხურიტული ტომების აღმნიშვნელად და მათი მისამართით იხმარებოდა. ივ. ჯავახიშვილი ამბობს: “ აბრაჰამი იყო შუმერების, იგივე ქალდეველთა ქალაქ ურიდან და მას დაბადებაში ურ-კაშდიმ ქვიაო!”. (იხ.პირველი ტომის ძველი ვერსია 1960 წ. გამოცემა). დანიელის წიგნის ერთ-ერთ უძველეს მონუსკრიპტში, პირდაპირ სათაურად აქვს წამძღვანებული დანიელის მიერ, ესეთი ეპიტაფია: “მიმართვა ქალდეველთა ერისადმიო”, სადაც ბოლო ჟამზეა ლაპარაკი. მკითხველმა იფიქროს ეხლა, თუ ვინ არის დღევანდელი ქალდეველი ერი. ე.ი. დანიელმა იცოდა რომ ქალდეველი ერი ბოლო ჟამამდე, იმპერიების ბოლო ჟამამდე შემორჩებოდა და მეოთხე უკანასკნელი იმპერიის ტყვეობაში აღმოჩნდებოდა და ამიტომ გაუკეთა სათაური “მიმართვა ქალდეველი ერისადმიო”. იოანე მოციქულიც თავის აპოკალიფსს სიზმრიდან მიღებული გამოცხადებით წერდა, მასზე იგრძნობა, მაშინდელი უდიდესი ფილოსოფოსის, ფილონ ალექსანდრიელის (ძვ. წ. აღ. 25 და ახ. წ. აღ. 50 წლები) ზეგავლენა. ფილონ ალექსანდრიელი იყო ძვ. აღთქმის ალეგორიული განმარტების აპოლოგეტი და ამტკიცებდა, ძვ. აღთქმაში ზოგადსაკაცობრიო მითებში, ნამდვილი აზრი ალეგორიულად არის გადმოცემულიო. ამიტომაცაა იოანე მოციქული ყველა მოციქულისგან გამორჩეული, მან აპოკალიფსი უაღრესად ალეგორიული ფორმით დაწერა. მან ათეისტების და ბიბლიის სკეპტიკოსების გასაკვირად, თავის აპოკალიფსში აღწერა ტანკების ომი, თვითფრინავების საჰაერო ბრძოლა და ბევრი ისტორიული მოვლენა. იხილეთ ჩემი პირველი წერილი ამ საიტზე: “რას ნიშნავს 666 და აპოკალიფსური წითელი მხეცი”, რომლის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ 1994 წელს, დ. სავანელის ფსევდონიმით გამოვაქვეყნე ქართულ არაოფიციალურ პრესაში. მე-16-ე საუკუნის ნათელმხილველიც ნოსტრადამუსიც, რომელიც ამავე დროს, არის უდიდესი ასტროლოგი, სიზმრიდან იღებდა თავის ხილვებს. იხილეთ ჩემი მეორე წერილი ამ საიტზე: “რას ამბობს ნოსტრადამუსი პუტინზე და მსოფლიოზე”. დავუბრუნდეთ აპოკალიფსს: “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”-ს მიხედვით, რომლის ავტორად მიჩნეულია სწავლული ბერი იოანე ზოსიმე ნათქვამია: “სასწაულად მას(ქართულ ენას) აქვს ოთხომოცდაათ თოთხმეტი წელიო” , ანუ ქარლთულ ენას სასწაულად აქვს 94წ. ქრისტეშობიდან, ეს კი ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მოციქულ იოანეს მიერ, კუნძულ პატმოსზე გადასახლებისას, აპოკალიფსის დაწერის თარიღია. ქებაის ტექსტი ამბობს იმას, რომ ქართული ენის მეშვეობით მოხდებაო აპოკალიფსის გაშიფვრა და ცოდვილი კაცობრიობის მხილებაო.
This post has been edited by dani94 on 13 Mar 2012, 20:30
--------------------
DANI 094
|