დღეიდან ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ახალი პროდუქტი "ოქროს სერტიფიკატი" თიბისი ბანკში.
"ოქროს სერტიფიკატი" ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს მისი მფლობელის მოთხოვნას ეროვნული ბანკის საცავში განთავსებულ შესაბამის სტანდარტიზირებულ ოქროს ზოდზე.
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ 20 გრამიანი წონის ოქროს ზოდები, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში შეინახება, იმ დრომდე, ვიდრე გატანას მოისურვებთ.
თქვენ გადმოგეცემათ სპეციალური სერტიფიკატი, სადაც მითითებული იქნება ოქროს ნომინალი, რომელიც აღნიშნავს თქვენ მიერ შეძენილი ოქროს ზოდის წონას.
ოქროს ზოდის ფასს ყოველდღიურად ადგენს ეროვნული ბანკი. ეს ფასი შეგიძლიათ შეიტყოთ ჩვენს საიტზეც, სიახლეებში.
20 გრამიანი სერტიფიკატის დღევანდელი ფასი: 1,958.9 ლარი
მათ, ვისაც სურს შეიძინოს „ოქროს სერთიფიკატი“ თიბისი ბანკში იჩქარეთ, რადგან მოქმედებს აქცია მხოლოდ თებერვლის თვეში, რომლის თანახმადაც თქვენ შეძლებთ სერთიფიკატის შეძენას უფასოდ, ჩვენი ბანკის საკომისიოს გარეშე, რომელიც სტანდარტულად 20 აშშ დოლარია.
-----------------------------------------------------
არა რა საქართველოს კიდე დიდი ხანი უნდა განვითარებისათვის. სერტიფიკატის ღირებულება 20 დოლარი. ეს რაღაც ახალია :DDD თან მინიმუმ 20 გრამი უნდა იყიდო.
სხვა ქვეყნებში ეგ სერვისი ესე მოქმედებს:
შეგიძლია იყიდო რამდენი გრამიც გინდა იმდენი, გაძლევენ საბუთს რომ ამა და ამდენი გრამი შენი ოქრო დევს ჩვენთან საცავში. როცა მოგინდება გამოტანა მიხვალ ბანკში და ეტყვი რომ გამოტანა მინდა, რამდენიმე დღეში გიკავშირდებიან და გეუბნებიან თქვენი ზოდი მზადაა და წაიღეთო. მაგრამ კანონში წერია რომ როცა ზოდს ყიდულობ, ზოდის ყირებულების 18% უნდა გადაიხადო გადასახადი. იხდი გადასახადს და გამოგაქვს ზოდი და მიგაქვს სახლში

ან მეორე ვარიანტია. იმ სერტიფიკატს ცვლი ფულში. მაგალითად: 2010 წელს იყიდე ოქრო 1000$-ის ნუ მაგალითად 10 გრამი იყოს. 2020 წელს მოინდომე ფულის გამოტანა და არა ოქროს ზოდის. 2020 წელს მაგალითად 10 გრამი ოქროს ღირებულება გაიზარდა და გახდა 2000$. მიდიხარ ბანკში და ეუბნები რომ ოქროს მაგივრად ფულის გამოტანა გინდა, გიფორმებენ ყველა საბუთს და გაძლევენ 2000$ ანუ 10 გრამის საბაზრო ღირებულებას.
მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერი უკუღმართად ხდება. და ამის გამოსწორებას კიდე დიდი დრო დასჭირდება და იმედია დადგება ეგ დრო საქართველოშიც.
ძალიან ცუდ რაღაცას გვთავაზობს თიბისი :DDD ანუ ოქროს ყიდულობ (სერტიფიკატში იხდი 20 დოლარს) და სამაგიეროდ რას გვთავაზობენ? 1. უნდა იყიდო აუცილებლად 20 გრამი. არც მეტი და არც ნაკლები + ზოდის გამოტანის დროს დაიბეგრება ეგ ზოდი 18%, რაც ძალიან დიდი თანხაა.