გამარჯობათ

არ ვიცი თქვენსკენ როგორაა ამ მხრივ საქმე, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემს სამზარეულოში აეროგრილმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ:
1) ზოგიერთი საჭმელი ღუმელში ან ტაფაში მომზადებულზე ნაკლებად გემრიელი ნამდვილად არ გამოდის;
2) ჭარბი ქოლესტერინის წინააღმდეგ ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, რადგან ზეთისა და ცხიმის მოხმარება მინიმუმამდე დაჰყავს. ჩემი იძულებითი დიეტის გათვალისწინებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია

სხვადასხვა რაღაცეების აეროგრილში მომზადების წესი განსხვავდება ჩვეულებრივი წესით მათი მომზადებისგან. ჯერჯერობით ერთი 15-მდე რამე ვცადე და მათი უმრავლესობა მშვენიალური გამოვიდა.
კარტოფილი ფრი აეროგრილშიეს რეცეპტი გუდვილში ნაყიდ გაყინულ ფრიზეა გამოცდილი და უგემრიელესი გამოვიდა. ჩვეულებრივ კარტოფილზე არ მიცდია, მაგრამ ამ დღეებში ვაპირებ და შედეგს გაგაცნობთ.
ინგრედიენტები:
კარტოფილი 0,5 კგ.
მცენარეული ზეთი - 1 სუფრის კოვზი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
კარტოფილის "სპიჩკები" ჩაყარეთ რამე ჭურჭელში, დაასხით ცოტა მცენარეული ზეთი. დაახლოებით ერთ სუფრის კოვზი და ამოურიეთ რომ მთელს კარტოფილს კარგად მოედოს. ასევე მარილის შემთხვევაშიც.
კარტოფილი დააწყვეთ სათითაო ღერებად აეროგრილის მაღალ თაროზე(შეგიძლიათ 2 ფენა გააკეთოთ) და შეწვით 15 წუთის განმავლობაში 250 გრადუსზე. ფენის სიჩქარე მაქსიმალური.
თუ მეტად ან ნაკლებად დაბრაწული გირჩევნიათ, ჭკვიანური იქნება ბოლო 2-3 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე გადაამოწმოთ.
ქათმის ფილე აეროგრილშიინგრედიენტები:
0,5 კგ ქათმის ფილე (მე ვიყენებ "იოლში" ნაყიდს, რომელსაც გალღობა არ ჭირდება)
სოიოს ზეთი (ასევე "იოლში" ნაყიდი "ჰეინცის" სოიო კოლბის ფორმის წითელ ბოთლებში, არაპრემიუმი!)
3 თავი ნიორი
შავი წიწაკა
მომზადების წესი:
სოიოს სოუსში ჩაჭერით წვრილად დაჭრილი 3 თავი ნიორი. შავი წიწაკა გემოვნებით. გასინჯეთ სოუსი. თუ ძალიან მარილიანი მოგეჩვენათ, ოდნავ წყალი დაამატეთ, ოღონდ არ გადაამეტოთ თორემ უგემური იქნება.
საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ფილე ამოავლეთ სოუსში და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. დარჩენილი სოუსის ნაწილი მოასხით ზემოდან და შედეთ მაცივარში 30 წუთით.
მაცივრიდან გამოღებული ფილე შეწვით აეროგრილის დაბალ თაროზე 20 წუთის განმავლობაში 210 გრადუსზე. ფენის სიჩქარე მაქსიმალური.
გამოდის ძალიან რბილი და წვნიანი.
თუ თემამ ინტერესი გამოიწვია, გაგრძელება იქნება.