Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მასის ფსიქოლოგია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Front National
პრაქტიკულად გაუქმებული პროფილი
ჯგუფი: Members
Front National
პრაქტიკულად გაუქმებული პროფილი
ჯგუფი: Members
წერილები: 11836
წევრი No.: 40257
რეგისტრ.: 20-August 07
#31740643
· 19 Jun 2012, 16:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გთავაზობთ მასის ფსიქოლოგიის მცირე მიმოხილვას. სიანტერესო იქნება განვიხილოთ და ვისაც რა შეგვიძლია მივამატოთ.
მასის ფსიქოლოგიის კვლევა განსაკუთრებით აქტუალური მე-19 საუკუნის ბოლოდან და მეოცე საუკუნეში გახლდათ, რაც განპირობებული იყო მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დასავლურ ცივილიზაციებში პოლიტიკური ძალების რადიკალიზაციითა და საზოგადოების ფართო ფენების გამოყენებით პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე.
მიუხედავად ამისა მასის ფისოქოლოგიის ერთგვარი კვლევაა პლატონისა და არისტოტელეს შრომებიც, რომლებიც სახელმწიფო მმართველობის იდელურ ტიპებს იკვლევდნენ და ახასიათებდნენ მათ შესაძლო გავითარებას. მაგალითად პლატონისათვის დემოკრატია ოლიგარქიის შემდგომი ნაბიჯია, ანუ მასზე უარესია, რაც თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ დემოკრატიაში ან ტირანული ტიპის მმართველები ხალხზე ზეგავლენით მიაღწევენ თავიანთ მიზანს, ჩაადენინებენ მათ დანაშაულს და ამას უმრავლესობის ნებად მონათლავენ და ეს პრინციპში ასეც იქნება. მისთვის დემოკრატია ისეთი საფრთხის შემცველია, როდესაც პიროვნება იყლაპება მასის ნების მიერ, რომლის უკან მცირე ჯგუფი ან ერთი ადამიანიც კი შეიძლება იდგეს და მართავდეს მას. არის მეორე შესაძლებლობაც: ოქლოკრატია, ანუ ბრბოს მმართველობა, როდესაც ხალხის ფართო, ირაციონალური მასები მოქმედებენ ცხოველური პრინციპებით და გამოაქვთ გაუაზრებელი განაჩენი, რაც შეიძლება ადამიანის გასახლებას, სიკვდილს ან ომებს უკავშირდებოდეს. პლატონი უფრო შორს მიდის და ამბობს რომ საბოლოო ჯამში დემოკრატია აუცილებლად გარდაიქმნება ტირანიად, ანუ ძალაუფლებას ხალხის ფართო მასების სახელით აიღებს ერთი დიქტატორი და ის თავს სწორედ უმრავლესობის ნების განმახორციელებლი იქნება, ეს კი იმ პირობებში, როდესაც ფართო მასების ნებას თვითონ ერთი პიროვნება შექმნის.
შემდგომი კვლევები მასის ფსიქოლოგიაში ნელ-ნელა ვითარდება განმანათლებლობის ხანაში და მე-20 საუკუნის მკვლევარები მას უფრო აქტიურად და ღრმად აშუქებენ. შუმპეტერი მიიჩნევდა, რომ საერთოდ არ არსებობს საერთო ნება, საერთო მისწრაფება, მის მაგივრად გვაქვს ინდივიდუალური სურვილები, რომლებიც გარკვეულ ასპექტებში ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო გარკვეულ პირობებში ურთიერთსაპირისპიროა. მაგრამ შუმპეტერი აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური მიზნები და სურვილები უმრავლეს შემთხვევაში სწორედ რეკლამის, პროპაგანდის და სხვა მასობრივად გამოყენებადი საშულებებით ყალიბდება და იგი სულაც არ არის კავშირში თვითგადაწყვეტასთან თუ რა არის კარგი ან რა – ცუდი. თუმცა შუმპეტერის მიხედვით მასობრივი ადამიანი შეიძლება გაჩნდეს ყველგან რა დროსაც იგი კარგავს თავის ადამიანურ სახეს და მოქმედებს უმეტესად მიბაძვით.
კარლ გუსტავ იუნგი აღნიშნავდა, რომ საზოგადოებაში არსებობს კოლექტიური ქვეცნობიერი, რომელზე ზემოქმედებითაც ადამიანებზე შეიძლება საერთო ზემოქმედების მოხდენა, რადგან მათი გაერთიანება რაიმესადმი სავსებით შესაძლებელია. მასისათვის კი კოლექტიური ქვეცნობიერი ჩვეულებრივი მოვლენაა და შესაძლოა ცნობიერად ცალკეული ინიდივიდების გაერთიანებაც კი მოხდეს მასობრივი იდეოლოგიის ქვეშ, რომელიც თავის მხრივ ქვეცნობიერ ნიშნებზე იქნება აგებული. ედვარდ ბერნაისი აღნიშნავს, რომ საზოგადოებაზე ზემოქმედება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თავის თავში ძალიან საშიში, რადგანაც იგი საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვას ნიშნავს და ირაციონალური ბუნების გაბატონებასთანაა დაკავშირებული, რაც კიდეც ახასიათებს საზოგადოებას.
მასის ფსიქოლოგიას იკვლევდა ვილჰემ რეიხი, რომელიც აღნიშნავდა, რომ მასის ფსიქოლოგიური გადახდები დაკავშირებულია ფისიქოლოგიურ და ბიოლოგიურ მახასიათებელთან, რითიც უახლოვდებოდა ფროიდის იდეებს. რეიხი აღნიშნავს, რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი საზოგადოება მეტად აგრესიულია და უფრო ადვილად წამოეგება სხვათა ზეგავლენას, რომელშიც აგრესია დიდი რაოდენობით იქნება, რადგან ეს მასობრივი ადამიანისათვის იქნება საშუალება გამოამჟღავნოს და დახარჯოს თავისი სექსუალური ენერგია. ამიტომ მას მიაჩნია, რომ ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაში ჩარევა საზოგადოების ტოტალიტარიზმისაკენ გადახრას ნიშნავს, რის მაგალითადაც მოჰყავს საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია.
აღსანიშნავია ჰანა არენდტის შრომებიც. მისი მიხედვით მასის ადამიანი პირველ რიგში კარგავს ინდივიდუალურობის შეგრძნებას და თვითდაფასებას. იგი საკუთარ თავში აღმოაჩენს, რომ იგი სხვათა გარეშე არაფერია და სწორედ სხვა ადამიანებისათვის ცხოვრობს, ხოლო ეს სხვა ადამიანები ქმნიან სახელმწიფოს. ამ დროს ჩნდება მოტივი, რომ ადამიანი უფასურია და თუ მისი დაფასება უნდა მოხდეს, მოხდება იმის მიხედვით თუ როგორ ემსახურა სახელმწიფოს და საჭიროების შემთხვევაშიც თავი გაწირა თუ არა. სწორედ ინიდივიდუალიზმის გაუფასურება და საერთო ნების წინ წამოწევა, არენდტის აზრით, არის გარანტია, რომ საზოგადოება გარდაიქმნება სრულიად უკონტროლო, ნეიტრალურ, ჰომოგენურ მასად, რომლის მიმართვაც ნებისმიერი მიმართულებით ძლიერი პიროვნების ან პიროვნებების მიერ სავსებით შესაძლებელია.
მასის ფსიქოლოგიას არაპირდაპირ ეხება მაქს ვებერიც, რომელიც ქარიზმატული ლიდერის არსებობას მხოლოდ პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქარიზმატული ლიდერი საზოგადოების ნებასთან პირდაპირაა კავშირში და შესაძლებელია მისი მეშვეობით საზოგადოებაცა და მმართველიც საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანდნენ და მიაღწიონ სასურველს, იმდენად, რამდენადაც მმართელი ინდივიდი მოახერხებს ქარიზმის შენარჩუნებას ფასეულობათა და ღირებულებათა დამკვიდრებითა და ცვლით.
მასის ფსიქოლოგიის ზოგადი მახასიათებელია მაქსიმალური აქცენტი ირაციონალურობასა და სწრაფ მოქმედებაზე, რომელსაც უნდა მოსდევდეს რაიმე შედეგი. რაც მეტადაა ადამიანთა ჯგუფი აგრესიული და უკონტროლო, მით უმეტად ახდენს იგი ზეგავლენას სხვა მასობრივ ჯგუფზე, რომელსაც დაკარგული აქვს საკუთარი თავის ფლობის ინდივიდუალური ნება და უნარი. სწორედ ამის გამო მასის ფსიქოლოგიის განმახორციელებლები და გამომყენებლები იყვნენ ტოტალიტარული რეჟიმები და რელიგიური ფუნდამენტალიზმით განმსჭვალული ძალები, რომლებიც უარყოფენ ინდივიდუალურ უფლებებს, ქცევებს განმსჭვალავენ ან რაიმე ზებუნებრივით ან საერთო სახალხო ნებით და მის განხორციელებას დაიწყებ ყველანაირი მეთოდებით. მაგალითად შავი ჭირის გავრცელება შუა საუკუნეების ევროპაში ბრალდებოდათ რელიგიურ სექტებსა თუ ცალკეულ ებრაულ თემებს, რომლის უკანაც ღვთის სასჯელი იდგა, ამის გამო ხალხთა დიდი მასები აგრესიული მეთოდებით უსწორდებოდა ებრაულ და მცირე რელიგიურ თემებს. მეოცე საუკუნეში კი ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მასის ფსიქოლოგია გამოიყენეს ისეთმა აგრესიულმა ძალებმა, როგორებიც ნაცისტები, კომუნისტები, იმპერიალისტები და რელიგიური ფუნდამენტალიზმი უდგას. სწორედ ყოველივეს გამო მასის ფსიქოლოგია უმეტეს შემთხვევაში ნეგატიური კონტექსტით მოიხსენიება, რომელიც სწპობს ინდივიდუალურ ნებელობას და ადამიანს აკარგვინებს საკუთარი თავის განკარგვის უნარს.
მიუხედავად ამისა, მასის ფსიქოლოგირი შტრიხები დღესაც გვხვდება და გვხვდება არა მარტო ტოტალიტარულ საზოგადოებაში. ისინი გარკვეულწილად განაწილებულია მარკეტინგსა და პიარის სფეროშიც კი, რომელიც აგებულია რეკლამებსა და საჯარო მოთხოვნათა ცირკულაციაზე. თუმცაღა თანამედროვე რეალობაში მისი უწყინარობის მიუხედავად, კვლავ არსებობს საზოგადოებები მსოფლიო მასშტაბით, რომელშიც ქვეჯგუფები მასობრივი ადმაიანის მახასიათებლებით გამოირჩევიან და მათზე ნეგატიური ზემოქმედება ისევ შესაძლებელი ხდება.
გიორგი კობერიძე
წყარო
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Galahad
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Galahad
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3182
წევრი No.: 135057
რეგისტრ.: 23-August 11
#31744054
· 19 Jun 2012, 20:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Front National
მასის მართვა გინდა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hyperzet
Rx
ჯგუფი: Moderators
Hyperzet
Rx
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13451
წევრი No.: 44595
რეგისტრ.: 22-October 07
#31744309
· 19 Jun 2012, 20:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Front National
QUOTE
მასის ფსიქოლოგია
ამ ბოლო დროს ბრბოს, მასის აღსანიშნავად გამოიყენებენ ხოლმე ტერმინს "ბიომასა"
ამაზრზენი ტერმინია, , თუმცა რეალობას შეესაბამება.
--------------------
შენი თმა კოკაინია, შენი ხმა ექოა, რომელიც ჩემამდე აღწევს და შრება...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gogoshvili94
♫_♫
ჯგუფი: Registered
gogoshvili94
♫_♫
ჯგუფი: Registered
წერილები: 1213
წევრი No.: 116180
რეგისტრ.: 27-May 10
#31759618
· 20 Jun 2012, 19:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამერიკელმა ლინგვისტმა, პოლიტიკურმა პულიცისტმა, ფილოსოფოსმა და თეორეტიკოსმა აბრამ ნოამ ჩომსკიმ (ხომსკი) (Avram Noam Chomsky) შეადგინა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ადამიანთა მანიპულირების 10 მეთოდი.
1. ყურადღების გადატანა
საზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტი მდგომარეობს პოლიტიკურ-ეკონომიკური მმართველი წრეების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიდან და პრობლემებიდან ადამიანთა ყურადღების გადატანაში ნაკლებად მნიშვნელოვან შეტყობინებებზე, რომლითაც საინფორმაციო სივრცე გამუდმებულად არის გადატვირთული.
ყურადღების გადატანის ხრიკი საკმაოდ არსებითია იმისთვის, რათა მოქალაქეებს არ მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა მეცნიერების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ნეორობიოლოგიისა და კიბერნეტიკის სფეროში.
“მოქალაქეთა ყურადღება გამუდმებით უნდა გადავიტანოთ ნამდვილი სოციალური პრობლემებიდან ისეთ თემებზე, რომელსაც რეალური მნიშვნელობა არ გააჩნიათ. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოქალაქეები მუდმივად რაღაცით იყონ დასაქმებულნი და არ რჩებოდეთ დრო განსჯისთვის; უნდა შეგვეძლოს მათი გადატანა “მინდვრიდან – ვაგონში”" (ციტატა წიგნიდან “ჩუმი იარაღი მშვიდი ომებისთვის”).
2. პრობლემის შექმნა, შემდეგ კი მისი გადაწყვეტის მეთოდების შეთავაზება
მოცემული მეთოდი სხვაგვარად ასეც იწოდება: “პრობლემა-რეაქცია-გადაწყვეტილება”. ამ ხერხის მიხედვით, ჯერ ხელოვნურად ქმნიან პრობლემას, ანუ ერთგვარ სიტუაციას, რათა მოსახლეობაში გამოიწვიონ განსაზღვრული რეაქცია იმისთვის, რათა თვითონ მოითხოვოს ზომების მიღება, რომელიც მმართველი წრეებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, დაუშვებენ ძალადობის ესკალაციას ქალაქებში ან მოაწყობენ სისხლიან ტერაქტს იმისთვის, რათა მოქალაქეებმა მოითხოვონ კანონი უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ და გაატარონ პოლიტიკა, რომელიც ფაქტობრივად შეზღუდავს მოქალაქეთა თავისუფლებას.
ან კიდევ: გამოიწვევენ ეკონომიკურ კრიზისს, რათა ნებაყოფლობით მიაღებინონ ხალხს იდეა, თითქოსდა “კრიზისიდან” გამოსასვლელად საჭიროა სოციალური უფლებების დარღვევა და ქალაქის სამსახურთა მუშაობის შეზღუდვა.
3. მუდმივი გამოყენების მეთოდი
რაიმე არაპოპულარული ღონისძიების მიღება რომ უზრუნველჰყონ, მას თანდათანობით, დღითი დღე, წლიდან წლამდე ნერგავენ. სწორედ ამგვარად მოახვიეს თავს მოსახლეობას პრინციპულად ახალი სოციალ-ეკონომიკური პირობები (ნეოლიბერალიზმი) გასული წლის 80-იან და 90-იან წლებში.
სახელმწიფოს ფუნქციების მინიმუმამდე დაყვანა, პრივატიზაცია, მერყევობა, არასტაბილურობა, მასობრივი უმუშევრობა, ხელფასი, რომელიც უკვე ვეღარ უზრუნველყოფს ცხოვრებისეულ პირობებს. ყოველივე ამის ერთდროულად დაშვება რევოლუციას გამოიწვევს. ამიტომაც ეს ყოველივე თანდათანობით, ნელ-ნელა ინერგება.
4. აღსრულების გადავადება
არაპოპულარული გადაწყვეტილების მომდევნო მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას მას წარუდგენენ, როგორც “მტკივნეულად აუცილებელი” ღონისძიებას, რათა მოცემულ მომენტში მიაღწიონ მოქალაქეთა თანხმობას მის განხორციელებაზე მომავალში. ბევრად ადვილია მსხვერპლის გაღებას დაეთანხმო მომავლისთვის, ვიდრე მიმდინარე მომენტისთვის.
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს უეცრად არ მოხდება. მეორეც, იმიტომ, რომ ხალხის მასა ყოველთვის ელოლიავება თავის გულუბრყვილო იმედებს იმაზე, რომ “ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება” და, რომ მსხვერპლი, რომელსაც ახლა მისგან ითხოვენ, მომავალში საჭირო აღარ იქნება. ამგვარი პოლიტიკა მოქალაქეებს ნელ-ნელა აჩვევს მოსალოდნელ ცვლილებებს და როდესაც ამისი დრო მოვა მათი მიღების პრობლემა არ ქმნება, ადამიანები უკვე მორჩილად ღებულობენ ამ პირობებს.
5. მიმართე ხალხს, როგორც პატარა ბავშვს
პროპაგანდისტულ გამოსვლათა უმეტესობა, რომელიც ფართო პუბლიკაზეა გათვლილი, ისეთ არგუმენტებს, პერსონაჟებს, სიტყვებსა და ინტონაციას იყენებს, თითქოსდა ელაპარაკებოდეს სკოლამდელი ასაკის, ჯერ კიდევ გონებრუვად უმწიფარ პატარებს.
რაც უფრო ცდილობს ვინმე მსმენელის შეცდომაში შეყვანას, მით უფრო მეტად იყენებს ის ინფანტილურ მეტყველებით კონსტრუქციებს. რატომ? “თუ ვინმე მიმართავს ადამიანს, თითქოსდა ის 12 წლის ან უფრო ნაკლები ასაკის ბავშვი იყოს, შთაგონების ძალით (ცხადია ვარაუდის გასაზღვრული პროცენტით), ამ ადამიანის პასუხში კრიტიკული შეფასება უფრო ნაკლები იქნება, რაც 12 და უფრო ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი.
6. უფრო მეტი აქცენტირება ემოციაზე, ვიდრე განსჯაზე
ემოციაზე ზემოქმედება არის კლასიკური ხრიკი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რათა დაიბლოკოს ადამიანთა რაციონალური ანალიზის უნარი, შედეგად კი საერთოდ, მიმდინარე მოვლენის კრიტიკული გააზრების შესაძლებლობა. მეორეს მხრივ, ემოციური ფაქტორის გამოყენება გზას კვალავს ქვეცნობიერისკენ, რათა ჩანერგოს იქ აზრები, სურვილები, შიშები, იძულებანი და ქცევის გარკვეული მოდელები…
7. მდაბიო განათლების კულტივირებით, ადამიანების უმეცრებაში დამკვიდრება
ეს არის მეთოდი, რომელიც ცდილობს მიაღწიოს ადამიანთა უუნარობას გაიგონ ის ხერხები და მეთოდები, რომელთაც მათი მართვისთვის იყენებენ და რომელთა მეშვეობითაც საკუთარ ნებას უმორჩილებენ. “განათლების ხარისხი, რომელსაც უდაბლეს საზოგადოებრივ კლასებს სთავაზობენ, რაც შეიძლება უფერული, ღატაკი და საშუალო უნდა იყოს რათა, უმეცრება, რომელიც საზოგადოების დაბალ კლასებს მაღალი კლასებისგან განაცალკევებს, დარჩეს იმ დონეზე, რომელსაც დაბალი კლასები ვერ დასძლევენ.
8. მოქალაქეთა წაქეზება გაუნათლებლობისკენ
მოქალაქეებს უნერგავენ აზრს იმის შესახებ, რომ ძალზედ მოდურია იყო ჩლუნგი, ურცხვი, უზრდელი და უხამსი,…
9. საკუთარი დანაშაულის გრძნობის გაძლიერება
ამ მეთოდით ადამიანებს აიძულებენ დაიჯერონ, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე საკუთარ უბედურებებში, რომელიც მისი გონებრივი შესაძლებლობების უკმარისობის ან არაჯეროვანი ძალისხმევის გამო ხდება. შედეგად, იმის ნაცვლად, რათა წინ აღუდგეს ეკონომიკურ სისტემას, ადამიანი იწყებს თვითდამცირებას და ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, რაც იწვევს დამთრგუნველ მდგომარეობას, მათ შორის კი, უმოქმედობას. ხოლო იქ სადაც უმოქმედობაა, რაიმე რევოლუციაზე და წინააღმდეგობაზე შეუძლებელია ლაპარაკი!
10. ადამიანებზე იმაზე მეტი ცოდნის მოპოვება, რაც მათ საკუთარ თავზე უწყიან
ბოლო 50 წლის განმავლობაში მეცნიერების წარმატებებმა მეტად გაზარდეს ნაპრალი უბრალო ადამიანების ცოდნასა და იმ ცნობებს შორის, რომელსაც ფლობენ გაბატონებული კლასები.
ბიოლოგიის, ნეირობიოლოგიის და გამოყენებითი ფსიქოლოგიის წყალობით “სისტემამ” ადამიანის შესახებ მოპოვა უდიდესი ცოდნა, როგორც ფიზიოლოგიის, ასევე ფსიქიკის სფეროში. ამდენად, სისტემამ უფრო მეტი იცის ადამიანზე, ვიდრე თვით ადამიანმა საკუთარ თვზე. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში სისტემა უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს და უფრო მეტად შეუძლია ადამიანთა მართვა, ვიდრე თვით ადამიანებს.
წყარო: ucnauri.com
http://ucnauri.com/208475/%E1%83%90%E1%83%...83%98%E1%83%A1/
This post has been edited by
gogoshvili94
on 20 Jun 2012, 19:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling
ჯგუფი: Members
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling
ჯგუფი: Members
წერილები: 6473
წევრი No.: 89879
რეგისტრ.: 26-April 09
#31759896
· 20 Jun 2012, 20:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Hyperzet @ 19 Jun 2012, 20:44 )
Front National
QUOTE
მასის ფსიქოლოგია
ამ ბოლო დროს ბრბოს, მასის აღსანიშნავად გამოიყენებენ ხოლმე ტერმინს "ბიომასა"
ამაზრზენი ტერმინია, , თუმცა რეალობას შეესაბამება.
ოჰოო
ესეთი ტერმინი ჯერ ადამიანებზე არ მინახია ესეთი და თან ზუსტი...
ყველა მიქარა ხროვაც,ჯოგიც და კიდევ სხვა ცხოველური სახელები...
ბიომასა ! ყვლეაზე ნაღდია.
კარგი სტატია არის რეალურად მასა არის ერთი აზრის მქონე ხალხის გროვა რომელსაც მართავს 1 ლიდერი და აქვთ საერთო აზრი,ძირითადად განათლების დონე არის დაბალი (მე ესე ვფიქრობ და არც მინდა შეურაწყოფა მივაყენო ვინმეს) პოლიტიკაში განსაკუთრებით არის ეს პრობლემა მასები ერთიანდებიან საკმარისი განათლების არ ქონსი გამო (ინტელეკტუალური შესაძლებლობები,სიღარიბე და რაღაცით უკამყოფილება ეს ყველაფერი ერთად საქართველოში არის აქტუალური)
ევროპაში და ამერიკაში არ ვიცი როგორ ხდება იგივე აქციები და მასების შეკრება,იქ ჩემი აზრით შედარებით უფრო კარგი საზოგადოებაა თუმცა ყველა ქვეყნის საზოგადოება ერთმანეთს გავს უბრალოდ განსხვავება კულტურაშია მაგალითად უცხოეთში თუ საზოგადოებისთვის მისაღებია გეი (ანუ არ ცემენ და არ კლავენ,არც უფლებებს უზღუდავენ) საქართველოში ეს მისაღები არაა და ინდევნება ისევ საზოგადოების მიერ... რაღაც მხრივ საზოგადოებას ჩემი აზრით დადებითი აქვს მაგრამ ძირითადად უარყოფითები აქვს მაგალითად ტრადიციების შენახვა საზოგადოება ჩემი აზრით ტრადიციებს ინახავს და ერის ძირითადი ნაწილისგან რიყავს იმას რაც თავისი კულტურისთვის არაა მისაღები ისევ გეები ავიღოთ მაგალითად ან სხვა დასავლური კულტურიდან შემოტანილი რაღაცეები (თუმცა ეს ისევ არაცივილიზებულობის გამოხატვაა და ცოტა ჩარჩენილობის ძველ დროში რადგან ძალით გადაწყვეტა არ შეიძლება მასეთი პრობლემების და საერთოდ ადამიანზე ძალადობა ცივილიზებულ ქვეყანაში არ უნდა იყოს მისაღები)
--------------------
I Love Life, so as Life is Love and Love is Life.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
აბულაბას
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
აბულაბას
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7771
წევრი No.: 126206
რეგისტრ.: 20-January 11
#31759963
· 20 Jun 2012, 20:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პლატონს საინტერესოდ უწერია ტირანიაზე რომ საუბრობს. წერს, რომ ტირანი როდესაც სათავესი მოდის ის ცდილობსო ხალხის მუდმივად შიში ყოფნას, მათ ომში ჩათრევას რათა ხალხს მუდმივად ჰქონდეს ბელადის Yოლის სურვილი და აჯანყებაზე არ იფიქრონ იმ მიზეზით, ,რა დროს აჯანყებაა, საომარ სიტუაციაში ვართ და ლიდერი გვჭირსებაო. Aნუ ტირანი მუდმივად ცდილობს საზოგადოებას შეუქმნას მტრის ხატი. Aმის ხარჯზე ის მაინც ვერ იმსახურებს მისი ქვეშევრდიმებუს სიყვარულს, მაგრამ შიში მაინც უჩნდება ხალხს მის მიმართ, რის გამოც აჯანყებას ვერ ბედავენო.
* * *
Mასის ფსიქოლოგია ჩემი აზრით შორს რომ არ წავიდეთ, შესანიშნავად არის გადმოცემული ვაჟასთან. Iგივე ალუდა ქეთEლაური ავიღOთ. Aქედან დასკვნა გამოგვაქ, რომ მასა ვერ იტანს პროგრესულად მოაზროვნე ხალხს, იზოლაციასი აქცევს მათ და საბოლოოდ ანადგურებს. ან კიდევ ქარჩხაძIშ იგი ავიღOთ. ჭელში გამართAული იგი ვერ აიტანა მასამ და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
This post has been edited by
Abulabas
on 20 Jun 2012, 20:28
--------------------
"But doctor" He says, "I am Pagliacci."
http://celsius-233.blogspot.com/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling
ჯგუფი: Members
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling
ჯგუფი: Members
წერილები: 6473
წევრი No.: 89879
რეგისტრ.: 26-April 09
#31760171
· 20 Jun 2012, 20:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Abulabas @ 20 Jun 2012, 20:18 )
პლატონს საინტერესოდ უწერია ტირანიაზე რომ საუბრობს. წერს, რომ ტირანი როდესაც სათავესი მოდის ის ცდილობსო ხალხის მუდმივად შიში ყოფნას, მათ ომში ჩათრევას რათა ხალხს მუდმივად ჰქონდეს ბელადის Yოლის სურვილი და აჯანყებაზე არ იფიქრონ იმ მიზეზით, ,რა დროს აჯანყებაა, საომარ სიტუაციაში ვართ და ლიდერი გვჭირსებაო. Aნუ ტირანი მუდმივად ცდილობს საზოგადოებას შეუქმნას მტრის ხატი. Aმის ხარჯზე ის მაინც ვერ იმსახურებს მისი ქვეშევრდიმებუს სიყვარულს, მაგრამ შიში მაინც უჩნდება ხალხს მის მიმართ, რის გამოც აჯანყებას ვერ ბედავენო.
* * *
Mასის ფსიქოლოგია ჩემი აზრით შორს რომ არ წავიდეთ, შესანიშნავად არის გადმოცემული ვაჟასთან. Iგივე ალუდა ქეთEლაური ავიღOთ. Aქედან დასკვნა გამოგვაქ, რომ მასა ვერ იტანს პროგრესულად მოაზროვნე ხალხს, იზოლაციასი აქცევს მათ და საბოლოოდ ანადგურებს. ან კიდევ ქარჩხაძIშ იგი ავიღOთ. ჭელში გამართAული იგი ვერ აიტანა მასამ და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
ეგ ცნობილი "დაავადება" როდესაც ძალადობის ქვეშმყოფს უჩნდება დადებითი გრძნობა,სიმპათია,მოძალადის მიმართ,მაგალითად გაუპატიურების მსხვერპლს ან ვინც დიდხანს იყო ტყვეობაში ტერორისტის ან ვიღაც მოძალადის... მაგის გამო ზოგჯერ განცხადებასაც არ წერენ პოლიციაში,მეცნიერების აზრით ეს იმითაა გამოწვეული რო ის მოძალადე მასზე დომინირებს და შიშისგან გამომდინარე მსხვერპლს უჩნდება მორჩილების გრძნობა.
შიში ხო თავდაცვის ინსტიკტია ალბათ იგივ ტირანისგან რო თავიდაეცვათ ძველ დროში მაგიტომ ემორჩილებოდენ თუმცა თანამედროვე დროში ლიბიაში,ეგვიპტეში აჯანყება მაინც მოხდა რადგან თავისუფლების გრძნობამ და მასის ზემოქმედებამ მთელს ქვეყანაზე და საბოლოოდ ტირანზეც გამოიწვია ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანად ეგვიპტეში და ლიბიაში ძალადობით...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
აბულაბას
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
აბულაბას
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7771
წევრი No.: 126206
რეგისტრ.: 20-January 11
#31760308
· 20 Jun 2012, 20:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ძალადობის ქვეშმყოფს უჩნდება დადებითი გრძნობა,
გამტაცებლის მიმართ დადებით გრძნობას ,,სტოკჰოლმის სინდრომი" ქვია როგორც ვიცი
პ.ს მაკიაველსაც მაგრად უწერია ,,მთავარში" მმართველის თვისებებს რომ აღწერს. კითხვას სვამს რა სჯობია მთავრისთვის ხალხს უყვარდე თუ ეშინოდეს მისი? მიდის დასკვნამდე რომ შიში უფრო სასურველია. შიშს ისე უნდა ნერგავდეს მასაში მთავარი რომ თუ სიყვარულს ვერა სიძულვილი მაინც არ დაიმსახუროსო. დიდი სიქველეა მთავრის მიერ იმის მირწევა, რომ ხალხს ეშინოდეს შენი მაგრამ არ სძულდე. ანუ შიშის დანერგვას სიძულვილის გარეშე შესაძლებლად მიიჩნევს მაკიაველეი და სწორედ
QUOTE
მორჩილების გრძნობა
იკავებს სიძულვილის ადგილს თუ მმართველი სწორად იქცევა. მისი ეპოქის შესაბამისი საზოგადოების ფსიქოლოგია კარგად ჩანს იმ მომენტში როდესაც მაკიაველი ამბობს, რომ მთავარმა თავისი მოქმედებებით შიში უნდა დანერგოს ოღონდ არ უნდა შეეხოს ადამიანთა კერძო საკუთრებას: ,,შვილები მამის სიკდილს უფრო ადვილად იტანენ ვიდრე სამკვიდროს მოშლასო".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling
ჯგუფი: Members
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling
ჯგუფი: Members
წერილები: 6473
წევრი No.: 89879
რეგისტრ.: 26-April 09
#31760481
· 20 Jun 2012, 20:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Abulabas @ 20 Jun 2012, 20:45 )
QUOTE
ძალადობის ქვეშმყოფს უჩნდება დადებითი გრძნობა,
გამტაცებლის მიმართ დადებით გრძნობას ,,სტოკჰოლმის სინდრომი" ქვია როგორც ვიცი
პ.ს მაკიაველსაც მაგრად უწერია ,,მთავარში" მმართველის თვისებებს რომ აღწერს. კითხვას სვამს რა სჯობია მთავრისთვის ხალხს უყვარდე თუ ეშინოდეს მისი? მიდის დასკვნამდე რომ შიში უფრო სასურველია. შიშს ისე უნდა ნერგავდეს მასაში მთავარი რომ თუ სიყვარულს ვერა სიძულვილი მაინც არ დაიმსახუროსო. დიდი სიქველეა მთავრის მიერ იმის მირწევა, რომ ხალხს ეშინოდეს შენი მაგრამ არ სძულდე. ანუ შიშის დანერგვას სიძულვილის გარეშე შესაძლებლად მიიჩნევს მაკიაველეი და სწორედ
QUOTE
მორჩილების გრძნობა
იკავებს სიძულვილის ადგილს თუ მმართველი სწორად იქცევა. მისი ეპოქის შესაბამისი საზოგადოების ფსიქოლოგია კარგად ჩანს იმ მომენტში როდესაც მაკიაველი ამბობს, რომ მთავარმა თავისი მოქმედებებით შიში უნდა დანერგოს ოღონდ არ უნდა შეეხოს ადამიანთა კერძო საკუთრებას: ,,შვილები მამის სიკდილს უფრო ადვილად იტანენ ვიდრე სამკვიდროს მოშლასო".
ეგ არის სტოკჰოლმის სინდრომი.
მორჩილება ანუ შიშის ქვეშ ყოფნა და ტირანის აღიარება მისაღები იმიტომ არის ალბათ რომ შენს სიცოცხლეს ნაკლები საფრთხე ექმნება და თუ ეგ მასეა მაშინ ისევ თავდაცვის ინსტიქტი მუშაობს.
მასის ლიდერს რაც შეეხება ჩემი აზრით მასის ლიდერი არის და უნდა იყოს კარგი ორატორი,განათლებული და რაღაცით გამორჩეული ადამიანი მაგალითად როგორც ჩვენთან საქართველოშია ივანიშვილი ფულით გამორჩეულია,პრეზიდენტი ალბათ უფრო განათლებით და უფრო კარგი ორატორობით.
განათლება მას იმისთვის სჭირდება რო ნაკლებად განათლებულ ადამიანეზე ადვილად იმოქმედოს და მისი კერპი დადგას,ასევე ადვილად მოატყუოს და თავი ღმერთად წარმოაჩინოს (ეს ძველ დროში) ამის გარდა მასის ლიდერმა ალბათ ხალხის ფსიქოლოგია უნდა იცოდეს ძალიან კარგად!
ეხლა კი გამორჩეულობა რაში სჭირდება,განათლებული შეიძლება 1-2-3 იყოს მისნაირი ან მასზე განათლებული მაგრამ ფულიანი ან რაიმე განსაკუთრებული ნიჭით დაჯიდლდოვებული ცოტა იქნება,ასე ის მასის ლიდერი კონკურენტს მოიშორებს ადვილად და უფრო ადვილად იმოქმედებს მასაზე,მაგალითად ფულით მართავს ხალხს რათქმაუნდა მუქთა ფულის მოლდინში ხალხის მასა ადამიანს გაეკიდება და მისი "ერთგულიც" გახდება.
ორატორობა ისევე როგორც განათლება და გამორჩეულობა ხალხის სამართავადაა საჭირო უბრალოდ ორატორობაში ლიდერმა უნდა ჩადოს ის ყველაფერი რაც მას აქვს იგივე განათლება,თავისი გამორჩეული ნიჭი თუ თვისება ასევე ჟესტიკულაცია ამით ის მასაზე ისევ იმოქმედებს,ალბათ იცით ჟესტების ენა თუ როგორ მოქმედებს ადამიანზე...
ეს მასის ლიდერის ძირითადი მახასიათებლები უნდა იყოს ჩემი აზრით არამარტო მასის ასევე საერთოდ ლიდერის... (თუმცა მასა შეიძლება 5-10 კაცი იყოს და იმ 10 კაცს ყავდეს 1 ლიდერი,მაგრამ ყოველთვის მასაც არაა ალაბათ)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
აბულაბას
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
აბულაბას
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7771
წევრი No.: 126206
რეგისტრ.: 20-January 11
#31760675
· 20 Jun 2012, 21:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kარგმა ლიდერმა აკბათ ზუსტად უნდანიციდეს თუ რა სურს მის ხალხს, რომ თავის სიტყვაში თუ მოქმედებაში იკითხებოდეს მასის სურვილი. Pირველ პოსტში კარგადნწერია რომ ლიდერი ხალხს ისე ანდს ელაპარაკებოდეს როგორც 12 წკის ბავშვს, ანუ მისი ნათქვამი უნდა იყოს გასაგები სასუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის. :-) ა როგორც :-)გებელსი აბოლებდა ხალხს, ეეგეთი ირატორობა + ხალხის სურვილების ცოდნა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
korven_dalas
ჩამოსახრჩობი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
korven_dalas
ჩამოსახრჩობი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2178
წევრი No.: 124375
რეგისტრ.: 2-December 10
#31760863
· 20 Jun 2012, 21:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არსებობს მასების კონტროლი და იმათი კოტროლიც ვინც თვლის რომ ის მასა არ არის და არ ეგება ამ ანკესზე
ყველას გვაკონტროლებენ ბრატცი
QUOTE
მაკიაველსაც
გარეწარი ადამიანი
:დ
QUOTE
Mასის ფსიქოლოგია ჩემი აზრით შორს რომ არ წავიდეთ, შესანიშნავად არის გადმოცემული ვაჟასთან. Iგივე ალუდა ქეთEლაური ავიღOთ
Abulabas
ეს ვერ გავიგე
ალუდა არ თვლიდა თავს მსხევრპლად
თემიც მართალი იყო
და ალუდაც
და აღნიშავდა ალუდა
თემის სიმართლეს
ბოლოს როგორც მახსოვს
--------------------
Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества[B]
Пока есть ты — Смерть не права!
Мы сами должны стать теми переменами, которые хотим увидеть в мире.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
აბულაბას
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
აბულაბას
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7771
წევრი No.: 126206
რეგისტრ.: 20-January 11
#31761338
· 20 Jun 2012, 21:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
korven_dalas
თემი მართალი არ იყო. Mათ დამახინჯებული ტრადიციების წინააღმდეგ გაილაშქრა ალუდამ, მიხვდა რომ მტრობას და მარჯვენის მოკვე!თას არანაური სარგებელი არ მოჰქონდა ადამიანისთვის. Vაი ეგეთსა სამართალს მონათლულს ცოდვა ბრალითა ამბობს ალუდა. Eს აზროვნება პროგრესი იყო, ჰუმანიზმის ქადაგება იყო დაამიტომაც იმსხვერპლეს ალუდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling
ჯგუფი: Members
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling
ჯგუფი: Members
წერილები: 6473
წევრი No.: 89879
რეგისტრ.: 26-April 09
#31762808
· 20 Jun 2012, 23:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეგ რათქმაუნდა მასის წევრი ყველაა გარკვეულ წილად გარდა ლიდერისა მგონი მაგრამ ისიც ექცევა ვიღაცის კონტროლის ქვეშ ვიღაცის რა, მისთვის ავტორიტეტის ან სხვა სახელმწიფოს ლიდერის... [გააჩნია ადამიანს]
მაგრამ აქ მასის განსაზღვრასაც გააჩნია ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს მარტო მისთვის მაგრამ მასის ზეგავლენსი ქვეშ მოექცეს და ეგ ჩვენ ყველა მასე ვართ და შესაძლოა თვითონ მასის წევრი არ ვიყოთ,მე მაგალითად დაზუსტებით არ ვიცი ვარ თუ არა მასის წევრი,ალბათ არ ვარ იმიტომ რომ ვააზრებ იმას და ვიცი რა არის მასა და არ ვიზიარებ ბევრ აზრს და ვააზრებ ყველაფერს,მაგრამ ალბათ ვარ იმიტომ რომ ხალხთან ურთიერთობა მაქვს იქ საკუთარი აზრების გაზიარება,ვიღაცეების აზრების მოსმენა და მათი მიღება ხდება და ეგ უკვე ვიღაცეების ზეგავლენაა და უკვე მასის წევრი გამოდიხარ. ამიტომ ალბატ უნდა არსებობდეს მასის ზუსტი განსაზღვრა მე მასას ასე განვსაზღავდი მაგალითად მასის ზუსტი მაგალითი არის პოლიტიკური აქცია ან რაიმე ორგანიზაციის მანიფესტაცია. ცალ ცალკე კიდევ ყველა ინდივიდები ვართ რათქმაუნდა არ არის ჩვენზე მასების ზეგავლენა,მაგრამ ჩემი აზრით მასის წევრი რო არ იყო არ უნდა იღებდე მონაწილეობას აქციებში და ესეთ რაღაცეებში რადგან იქ შენდა უნებურად ხდები ბრბოს მასის წევრი და იქ უვკე სხვა გმართავს,მასეთ შემთხვევაში კაციც მოკლა შეიძლება და კიდევ ათასი უაზრობა გააკეთო,შენდა უნებურად რადგან ხალხის მასა შენზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს და შენ მაგ მომენტში შენი საქციელი გამართლებული გგონია...
მოკლედ რთული საკითხია მე მაგალითად არ მინდა ვიყო მასის წევრი,მაგრამ არც ის მინდა რო საზოგადოებას არ მივეკუთნოდენ მე მინდა რო დამოუკიდებელი ინდივიდი ვიყო და იმედია ასეც ვიქნები მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაინც მივიღო მონაწილეობა...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
JHR
Crazy Member
ჯგუფი: Registered
JHR
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1706
წევრი No.: 137914
რეგისტრ.: 1-November 11
#31764883
· 21 Jun 2012, 01:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კარგი თემაა, საინტერესო................
ცალკე აღებულ ერთ ადამიანს მასის ფსიქოლოგია შეიძლება ჰქონდეს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling
ჯგუფი: Members
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling
ჯგუფი: Members
წერილები: 6473
წევრი No.: 89879
რეგისტრ.: 26-April 09
#31766246
· 21 Jun 2012, 09:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Jihra @ 21 Jun 2012, 01:28 )
კარგი თემაა, საინტერესო................
ცალკე აღებულ ერთ ადამიანს მასის ფსიქოლოგია შეიძლება ჰქონდეს?
ალბათ არა და ეგ შეუძლებელიც არის,მარტო მყოფი ადამიანი უბრალო ინდივიდია,თავისი აზროვნებით,ის იძულებულია თავისით იაზროვნოს ის არ არის ვიღაცის კონტროლის ქვეშ და არც არავის ემორჩილება.
უფრო რთული კითხვა არის მასაში მყოფი ადამიანი თუ შეიძლება იყოს უბრალო ინდივიდი.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0438 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.