
ირანში 17 წლის ალირეზა მოლლა-სოლთანი სიკვდილით დასაჯეს. მოზარდს სასიკვდილო განაჩენი „ირანის უძლიერესი ადამიანის“ ტიტულის მფლობელი ათლეტის მკვლელობისთვის ჰქონდა გამოტანილი. ალირეზა მოლლა-სოლთანი დანაშაულის ადგილას, თეირანთან ახლოს, სახალხოდ ჩამოახრჩვეს.
ირანული მედიასაშუალებების ცნობით, სიკვდილით დასჯამდე ის ტიროდა და შეწყალებას ითხოვდა.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთგზის მოუწოდეს ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას, მოზარდისათვის სასიკვდილო განაჩენი გაეუქმებინა.
ირანს რატიფიცირებული აქვს გაეროს კონვენცია, რომელიც 18 წლამდე ასაკის პირთა სიკვდილით დასჯას კრძალავს. თუმცა, ირანელი მოსამართლეების განმარტებით, მუსულმანური მთვარის კალენდრის მიხედვით, ალირეზა მოლლა-სოლთანი დანაშაულის ჩადენის მომენტში უკვე 18 წლის იყო.
17 წლის ბავშვი თანაც გოგონა სიკვდილით როგორ უნდა დასაჯო რა უგულო ხალხია ეს ირანელები
This post has been edited by SHERIFF911 on 19 Mar 2012, 01:05