დავშორდი, მოვტყუვდი, ვენდე და სულ ტყუილად, ხშირიად შევხვდებით ამ ფორუმზე ასეთ თემებს...ზოგს გული სტკივა დაშორებისგან, ზოგი ბედნიერია რომ მოიპოვა თავისუფლება, ზოგსაც დღემდე ვერ მოუნელებია, რომ დაკარგა ადამიანი, რომელიც მისთვის საყვარელი ადამიანის სტატუსს ატარებდა...მაგრამ რამდენადაც დავკვირვებულვარ ჩვენი იუზერების გახსნილ თემებს, არავინ არავინ არ იმტყუნებს საკუთარ თავს, ამტყუნებს მეორეს, (ეს ასეა ორივე სქესში) რომ მან გამოიჩინა უყურადღებობა,, ხშირად შეხვედრის დროს უკმეხად ელაპარაკებოდა, მოუკლო მასთან შეხვედრებს და მიზეზად იგონებდა დროის უქონლობას...ატყობდა, რომ მასთან შეხვედრის დროს ხშირად იყურებოდა საათზე და ა.შ. ჩნდება კითხვა, რატომ მოხდა ასე? რატომ შეიცვალა? მას ხომ მისთვის არასდროს დაუშურებია ტკბილი სიტყვები, ალერსი და კოცნა...
მოდით ჩამოვაყალიბოთ ის მიზეზები რატომ შეიძლება გაჩნდეს ბზარი წყვილს შორის
მიზეზები1. პირველ მიზეზად რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა იყოს განვიხილავ მე, ურთიერთობების არ გამოცდილებას..ანუ ერთმანეთისთVის არიან პირველი შეყვარებულები და არ იციან როგორ და რანაირად უნდა მოექცნენ ერთმანეთს (აქ მე ვგულისხმობ, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც მცირე კონფლიქტის დროს. მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ეუბნება მამრობით სქესს, რომ ის სუსტი პიროვნებაა, არ შეუძლია სიძნელეების გადალახვა, არ იცის როგორ მოიქცეს და ა.შ.) მოკლედ რომ ვთქვათ ერთი პიროვნების მიერ მეორე ადამიანისკენ მიმართულია საკუთარი პიროვნების შეურაცყოფა.. და იმედია დამეთანხმებით, რომ არავის არ ესიამოვნება, ის რომ შენ როდესაც გაბრაზებული ხარ, ვიღაც უფრო გაბრაზებს და დამშვიდების მაგივრად უფრო გაბრაზებს და ცდილობს უფრო გაგაღიზიანებს. აქ უკვე ჩნდება რაღაც როგორ ვთქვა

გულაცრუება, და დანახვა იმისა, რომ იმ ადამიანზე რომელზედაც შენ ოცნებობდი და რომელიც შენ გიყვარდა არ გამოდგა ისეთი როგორიც გეგონა და ჩნდება იმედგცრუება და შენს მიერ იმ პიროვნებისადმი პროტესტის გრძნობა ანუ შეუგუებლობა უკვე და უკვირდები და ამახვილებ უკვე ყურადღებას ისეთ რაღაცეებზე რაზეც წესით შეყვარებულმა ადამიანმა არ უნდა გაამახვილოს ყურადღება და ....დანახვის შემთხვევაში უკვე......კაპუტ...
რჩევაასეთი შემთხვევები ჩვენთვის კაცებისთვის უფრო რთული ასატანია ვიდრე ქალებისთვის,,, (ახლა არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ჩვენ ძლიერი სქესი ვართ, პირველები ვართ და ა.შ.)

ხოდა როგორც მანდილოსნებო, ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლებო შეეცადეთ თავი შეიკავოთ გაბრაზების პერიოდში და არ არახუნოთ ის სიტყვები, რაზეც შეიძლება მერე ინანოთ...და სანანებელი გაგიხდეთ..ანუ დაწყნარდით მოთოკეთ ნერვები და შეეცადეთ გაარკვიოთ ურთიერთობა და კონფლიქტის მიზეზი ერთმანეთში...
2.
მიზეზისაკუთარი თავში რწმენის არქონა... და პასუხისმგელობის აღება საკუთარ თავზე
გაგიკვირდათ არა?
მოკლედ როდესაც მოულოდნელად იღება დახურული სარკმელი და შენში შემოფრინდება დიდი მოულოდნელი სიხარული, და რომელიც იწყებს შენს სულში, შენს პიროვნებაში ყველაფრის არევ დარევას და თავდაყირა დადგომას...შენ ხვდები სიხარულით მას, და შემდეგ მოგვიანებით აღმოაჩენ, რომ შენ კი ნატრულობდი რომ გყოლოდა გვერდით საყვარელი ადამიანი ვისთანაც თავს კომფორტულად იგრძნობდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ მზად არ ხარ ამ ყველაფრისთვის და აირიე...(ნუ შეიძლება მზადაც იყო მაგრამ მოულოდნელობამ დაგაბნიოს) ... ამან გამოიწვიოს არევა საკუთარ თავში. რაშიც შენდა გასაკვირად გვიან აღმოაჩენ, რომ სრულიად შემთხვევით და უნებლიედ ადანაშაულებ მეორე სქესს, იმ მეორე სქესსაც ვერ გაუგია რატომ ადანაშაულებ რა გსურს მისგან, ცდილობს გაგიგოს მაგრამ ვერ იგებს და ა.შ.
შეყვარებული სანამ გეყოლებოდა სრულიად თავისუფალი იყავი არავისზე არ ფიქრობდი, ხაზავდი და სჭრიდი გეგმებს როგორ და რანაირად უნდა მოქცეულიყავი ცხოვრებაში, და არ ფიქრობდი იმას, რომ მოულოდნელად ვიღაც აგირევდა ყველაფერ დალაგებულს, გამოგიჩნდებოდა სხვა საპასუხისმგებლო საქმე, დამეთანხმებით ალბად იმაში, რომ სიყვარულს ძალიან დიდი პასუხისმგელობა სჭირდება,.. ხოდა ის მეორე ადამიანმა თქვენ აგრიათ და სააპასუსხიმგებლო ახალი რამე გამოგიჩინათ და ....
თქვენ კი გიხარიათ, რომ იოვეთ საყვარელი ადამიანი, მაგრამ ფორიაქდებით და ვეღარ ანაწილებთ დროს, და იწვევს თქვენ გაღიზიანებას რაშიც, როგორც ყოველთვის მეორე სქესია დამნაშავე
რჩევაამიტომ როდესაც, შენ დარწმუნდები, რომ მზად ხარ რომ ვიღაცა შენში უნდა შემოუშვა, დაფიქრდი და გაანალიზე ის, რომ შენ მოგიწევს ყველაფრის თავიდან დალაგება, დროის გამონახვა არა საყვარელი ადამიანისთვის, არამედ საქმისთვის იმიტომ, რომ არ გქონდეს იმედი, იმისა , რომ საქმეს რომ ჩაუჯდები შეყვარებულზე არ იფიქრებ

ჩაფიქრდი იმაზე, და მოიძიე ძალების საკუთარ თავში იმაზე, რომ შენც გეღირსა და ალბად ხარ ღირსი იმისა, რომ გყავდეს საყვარელი ადამიანი, შენ დაანებე იმაზე ფიქრს თავი, რომ საიდან გაჩნდა ან რატომ გაჩნდა ის შენს ცხოვრებაში, გეკუთვნოდა და მიიღე, გაიხარე და გახალისდი იმით, რომ შენ გყავს ვიღაც გვერძე და თავს მარტო აღარ იგრძნობ, და ნუ ფიქრობ უაზრობებზე
პ.ს. ხშირია ხოლმე ასეთ დროს როდესაც შეყვარებულს არ შეყვარებული ეთმობა და არც საკუთარი საქმე, დააცადე და არ აღელდე რაც უფრო მოითმენ მით უფრო შენთვის დადებითად გადაწყდება ეს საქმე, დამიჯერე
3.
სიჩქარე........შენ გგონია, რომ ვიღაც გიყვარს, დაინახე, მოგეწონა და გაგიჩნდა სურვილი მასთან ურთიერთობისა ცდილობ ყველაფერს აკეთებ რომ თავი მოაწონო და აი მიაღწიე სასურველ მიზანს,,,,მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ის შენი გატაცება ყოფილა და არა სიყვარული...და ტანჯავ ტყუილად მეორე სქესს
რჩევადაფიქრდი სანამ ვინმეს შეიყვარებ გაანალიზე მართლა გიყვარს თუ ის შენი გატაცებაა, ამით შენ კი მიიღებ სიამოვნებას მაგრამ ვიღაცას გულს ატკენ და ......
4.
მესამე ადამიანიამაზე ნამდვილად მეც არ ვიცი რა ვთქვა

5.
შეყვარებულის მიერ დროის არქონა (გადახვევა თემიდან)
წავაწყდი თემას ერთ ერთი ჩვენი იუზერისას, რომ მის შეყვარებულს დრო არ აქვს და არ სცალია მისთვის..იგი 24 საათი საქმეშია, ბეზრდება ასეთ დროს ერთ ადამიანს მეორე ადამიანისადმი ლოდინი და ........ ფაფუ სიყვარული
რა უნდა ქნას ამ დროს შეყვარებულმა, მას ხომ სურს სითბო, სიყვარული, ალერსი და ა.შ.
რჩევა ასეთ ადამიანს როდესაც იყვარებ უნდა გაანალიზო ის, რომ სულ მუდმივად ასე იქნება, ასეთ კონკრეტულ დროს შენ გელის კი უზრუნველყოფა და მშვიდი ცხოვრება მაგრამ ქმართან დაახლოვებით მცირე დროის გატარება...ისე შეიძლება შეიცვალოს შენი ქმარი, როდესაც დაგიგულებს სახლში თან ბავშვებიც ...... რა ვიცი რა ვიცი..
დაშორების შედეგები ყველა დაშორებას ერთნაირი სიმპტომები ახლავს, გულის ტკენა, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა, სურვილი ვისაც დაშორდი იმასთან ყოფნა, სიბრაზე, საკუთარი თავისადმი სიძულვილი, გრძნობა რომ გამოგიყენეს და გადაგაგდეს და ა.შ. გგონიათ რომ აღარავინ შეგიყვარდებათ (სუ ტყუილად)
დაიმახსოვრეთყველაფერი ის რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება მიდის უკეთესობისკენ, ანუ თქვენ წარუმატებელი სიყვარულის დროს ერთი + გეწერება თუ გაანალიზებ რატომ დაშორდი და გაითვალისწინებ მომვალ შეყვარებულთან, სიყვარული არაა ერთჯერადი, ის კიდევ მოვა თქვენთან დაიჯერეთ ეს და გჯეროდეთ

რომ თქვენ მარტოდ დარჩენა არ გიწერიათ.

მოკლედ დავწერე ის, რაც შემეძლო და რაზეც დავფიქრებულვარ, თუ რატომ შორდებიან შეყვარებულები ერთმანეთს, ახლა ამჟამად არაფერი მომდის თავში და თუ რამე მომივა კიდევ მოდერს ვთხოვ დაამატოს...
იმედია გაიაზრებთ
მიზეზი
გრძნობების გახუნებაროდესაც უკვე შეყვარებულობის პერიოდში აღარაფერი ხდება ახალი, უკვე მოგწყინდათ ერთფეროვნება, ყოველ დღე ერთი და იგივე, შეხვედრები, შემდეგ კაფე , სახლში გაცილება და ა,შ,
[/b] ეცადეთ ხოლმე, რომ მრავალფეროვნება და ცოტა რომანტიკა შესძინოთ თქვენს ურთიერთობას

პ.ს. ........ძალიან გთხოვთ, არ დაწეროთ ის, რომ [b]კი მაგრამ სიყვარული?, სადაც სიყვარულია ეს ყველაფერი არ არსებობს და ა.შ.
პ.ს.ს. და არ გააპახაბნიკოთ
This post has been edited by iase on 10 Oct 2008, 12:38