მოკლედ ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავარდი.
ერთი თვენახევრის წინ დავშორდი ჩემს შეყვარებულს, ნუ აშკარად ერთმანეთი აღარ გვიყვარდა იმიტომ რომ ერთ ორ კვირაში დაშორებაზე არცერთი აღარ ვნანობდით, მეც ერთ გოგოს ვეჩალიჩები და ამ გოგოსთან ერთად ყოფნა და უკან დაბრუნება მართლა აღარ მინდა(ეს რატომ დავაკონკრეტე ქვემოთ დავწერ).
მოკლედ ორი კვირის წინ ჩემი ექსი მეუბნება რომ ვერ ხვდება რატომ მაგრამ ყურებადე შეყვარებულია ერთ ჩვენ საერთო ნაცნობზე, ბიჭზე რომელიც ჩემს მიმართ ძალიან ძალიან მეგობრულად არის განწყობილი ისევე როგორც ჩემი ექსის მიმართ.
მაგრამ...
მიუხედავად იმისა რომ ჩემმა ექსმა საკუთარ პატივმოყვარეობასაც კი გადააბიჯა და ამ ბიჭს რასაც ქვია ფარულად თუ ღიად ეხვეწება კიდეც, ეს ბიჭი მაგარს აიგნორებს, ეს თავითავად ამის ქალურ თამოყვარებაზე მოქმედებს და უკვე ისტერიკებში და დეპრესიაშია ჩავარდნილი.
კიდევ ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი ელაპარაკება ამ ბიჭს(რომელზეც ჩემი ექსია შევარებული) ჩემი ექსის შესახებ და როგორც ეს ბიჭი ამბობს, ამ ბიჭს ინტერესი აქვს ჩემი ექსის მიმართ მაგრამ ჩემს გამო უკან იხევს. თან თუ მის მონაყოლს დავუჯერებთ სინადვილეში მე სულაც არ ვეხატები გულზე და ამას ჩემს ექს უყვება და თან იმასაც აყოლებს რომ მასაც არ ვევასები
ახლა რა ხდება, მე მგონია რომ ეს ბიჭი იტყუება იმიტომ რომ ვერ მიტანს, იმიტომ რომ მაგის შეყვარებულს მის თვალწინ ვეკურკურები ხოლმე

(ისე უწყინრად) ხოდა სავარაუდოდ ეს ჩაიდო გულში და ჩახლართა ტყუილები, რომ ჩემს ექს ჩემთან მეგობრობა გაეწყვიტა.
იმიტომ რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ჩემი ექსის crush ი და მე ძალიან მეგობრულად ვართ ერთმანეთთან და თუ არ მოვწონვარ მაშინ არც მე გამითვალისწინებდა და არ იტყოდა რომ ჩემს გამო არ უნდა ჩემს ექსთან ურთიერთობა.
გავიდა რამოდენიმე დღე(გუშინწინ ღამით) შევხდი შემი ექსის შევრებულს ბარში, ტიპი სიხარულით ფეხსაცმელებიდან ამოხტა და 50 ევროს სასმელები მიყიდა თან პახოდუ საჭმელზეც დამპატიჟა.
ეს ბიჭი ჩოგბურთის კორტების მფლობელია და ასე მითხრა პარასკევს ანუ დღეს ჩემთან თამაშობენ შენი ექსი და რამოდენიმე საერთო მეგობარიო, ხოდა მოდი და ჯერ ვითამაშოთ და მერე ერთად დავლიოთო... მეც უთხრა სიამოვნებითქო.
მერე ჩამომიგდო ჩემს ექსზე საუბარი და მეუბნება მემგონი მოვწონვარო, ღამის 2 საათზე მწერს მესიჯებსო. მე ვუთხარი თუ შენც მოგწონს იცოდე ჩემთვის პრობლემა არაა და ძალიან გამიხარდება თუ ერთად იქნებითქო. ამაზე სულ მთლად გაგიჟდა და მეუბნება შანსი არ არისო, არ არის ჩემი type იო და საერთოდ არანაირი ინტერესი არ მაქვსო. მითუმეტეს ახლა ახალი შეყვარებული მყავს და მალე ჩემთან გადმოდის საცხოვრებლადო...ნუ აქ პირი დავაღე მაგრამ არ შევიმჩნიე, ვიფიქრე ან ეს მატყუებს ან ის ბიჭი იტყუებათქო.
ეს მოვუყევი ჩემს ექს
და ძალიან კარგი რომ მითხარიო.
მაგრამ დღეს მირეკავს და მეუბნება არ ვიცი ან შენ მატყუებ ან ის ტიპია ვინ უთხრა რომ ამ ტენისის მფლობელს ჩემი ექსი მოწონს ხოლო მე ვიზიზღები. ხოდა ჩემს ექსაც ურჩევნია რაიმე დადებითი დააჯეროს თავს და იმ ტიპს უფრო დაუჯერა და დღეს მე მწამებს ცილს შენ იმიტომ მომატყუე რომ არ მოვწნვარ რომ არ გინდა მასთან ვიყო და ჩემი დაბრუნება გინდა

(აქ კინაღამ სიცილი წასკდა მაგრამ ისე სერიოზული ტონით მეუბნებოდა თავი შევიკავე) ვეცადე ამხსენა რომ როგორც ასეთი მაგარი ###ზე მეკიდა და თუ ჩემი სიტყვების არ სჯეროდა და უფრო ვიღაც ტიპს უჯერებდა რომელსაც ბოღმა აქვს გულში ჩარჩენილი ჩემზე მისი საქმე იყო ოღონ მე ამ საქმეში არ გავერია და თუ უნდა დაეჯერებინა და თუ უნდა არა.
ნუ ასე თუ ისე დაიჯერა მაგრამ დღეს დავურეკე და ვუთხარი იმ ჩვენმა საერთო მეგობარმა დღეს საღომოს ჩოგბურთის სათამაშოდ მეც დამპატიჟა და ალბათ უნდა ერთად დავლიოთქო და შენთვის პრობლემა ხომ არ იქნებათქო, ამაზე გაგიჟდა არ მინდა რომ მოხვიდეო, მე ვუთხარი თუკი შენ ფიქრობ რომ იმ ბიჭთან რაღაც გინდა და მე ჩემი მოსვლით ხელს შეგიშლი არაა პრობლემათქო...
მაგრამ ბოლოს დააყოლა რომ თუ იმ ბიჭმა დამპატიჟა მისი საქმე არ იყო მე მივიდოდი თუ არა...
ხოდა რა ვქნა ახლა მე, აქეთ ჩემს ექს გონია რომ მე ვცდილობ უკან დავიბრუნო და ინტრიგებს ვხლართავ და იქით ის ბიჭი მეუბნება უეჭველი მოდიო.
ხოდა სიმართლე რომ ვთქვა მე არ მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო მაგრამ ასევე არ მინდა ჩემი ექსი ცუდად ფიქრობდეს ჩემზე ან იმ ბიჭს ვუთხრა ჩვენი ურთიერთობა არ გამოდის იმიტომ რომ ჩემს ექს მოწონხარო, იმიტომ რომ ამ ბიჭმა გარკვევით მითხრა რომ არანაირი ინტერესი არ გააჩნია ჩემი ექსის მიმართ და მთხოვა შენც უთხარი და ჩვენც ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ურთიერთობაო.
ხოდა რა ვქნა ახლა მე, როგორ გავაკეთო ისე რომ არც შამფური დავწვა და არც მწვადი ?
და საერთოდ თქვენი აზრით რა ხდება ვინ იტყუება ეს ბიჭი თუ ის ვისაც ჩემზე სავარაუდოდ ბოღმა აქვს ჩარჩენილი გულში ?
ან ჩემს ექს რა ვუთხრა ან იმ ბიჭს?
აბა რჩევები.
"არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია." ი. ვ. გოეთე
"Welche Regierung die beste sei? Diejenige, die uns lehrt, uns selbst zu regieren." J.W. Goethe
"War is over (If you want it) " John Lennon & Yoko Ono