ამ მარტივ ხუმრობებს არგუმენტები წარმოადგინე
-----------
ივანიშვილი
ჩვენი ეროვნული ინტერესების უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაა. სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებზე აქცენტების გაკეთებისგან კი თავი უნდა შევიკავოთ...
_ საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში შესვლაზე?
_ საერთოდ, რეალისტური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ _ დღეს და მითუმეტეს სააკაშვილის ნაბიჯებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნატოში გაწევრიანება არის განუხორციელებელი ამოცანა; მაგრამ, მეორე მხრივ, ნატო თვითონ განიცდის ტრანსფორმირებას. ნატო ვერ იქნება იგივე, რაც იყო 50 წლის განმავლობაში. ისიც შეიცვლება. ამიტომ, სწორი საგარეოპოლიტიკური აქცენტებითა და რეალისტური პოლიტიკით, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ დიალოგის აღდგენას აფხაზებთან, ოსებთან; სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას და პოლიტიკური დიალოგის დაწყებას, შემდგომ უკვე პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენას რუსეთთან...
-------------
ქართული ოცნების პრეზენტაციაზე მისული შევარდნაძის დროინდელი მთავრობის სახეები. ვალერი კვარაცხელია, ვაჟა ლორთქიფანიძე, ვალერი გელაშვილი, გოგა ხაინდრავა, ნუკრი ქანთარია, დავით თევზაძე, გიორგი შერვაშიძე, გოგი თოფაძე, ძმები ბერძენიშვილები, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, გია ყარყარაშვილი, ქეთი დოლიძე, მანანა კობახიძე, ნაირა გელაშვილი, გია მაისაშვილი, ეკა ბესელია, ჯანსუღ ჩარკვიანი, ნონა გაფრინდაშვილი"ჩვენ უნდა დავიბრუნოთ წარსული, რათა ავაშენოთ მომავალი" – ბიძინა ივანიშვილი.
--------------
Foreign Policy: „ივანიშვილის ხედვის მიხედვით, საქართველო რუსეთისკენ უნდა იყურებოდეს“ 31/01/2012 14:28
„ივანიშვილის ხედვის მიხედვით, საქართველო უნდა იყურებოდეს რუსეთისკენ და არა - დასავლეთისკენ“, - ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy-ის ვებგვერდზე, The Cable-ის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
სტატიის ავტორი ჯოშ როგინი აშშ-ში ბიძინა ივანიშვილის ლობისტური საქმიანობის შესახებ წერს. გარდა ამისა, როგინი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ ივანიშვილის ხედვასაც ეხება და მიიჩნევს, რომ „ივანიშვილი რუსეთისკენ იყურება“.
„კრიტიკოსები ივანიშვილს წარმოაჩენენ ოლიგარქად, რომელსაც რუსეთში აქვს კაპიტალი დაგროვილი და რომლის დღის წესრიგიც ანტიდასავლური და, შესაბამისად, ანტიამერიკულია. ისინი ეხმაურებიან ივანიშვილის შესამჩნევად რბილ მიდგომას რუსეთთან, როცა მან თქვა, რომ ყოფილი და მომავალი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „რუს ხალხს მოსწონს“ და რუსეთი „არ არის არადემოკრატიული სახელმწიფოს ყველაზე ცუდი მაგალითი. იგი ასევე სააკაშვილს ადანაშაულებს რუსეთთან 2008 წლის ომის დაწყებაში“, - აღნიშნულია სტატიაში.
ასევე, ჯოშ როგინის აზრით, ივანიშვილის რუსეთთან კავშირები არის ეკონომიკური და არა - პოლიტიკური.
„ივანიშვილის ხედვის მიხედვით, საქართველო უნდა იყურებოდეს რუსეთისკენ და არა -დასავლეთისკენ და ამას ალასანიაც იზიარებს. „ჩვენი ეროვნული ინტერესების უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაა“, - აცხადებს ალასანია ახლახანს მიცემულ ინტერვიუში. „ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ სამხედრო და პოლიტიკური ალიანსის საკითხის წამოწევისგან... საერთოდაც, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ რეალისტური პოლიტიკა... ნატოში გაწევრიანება მიუღწეველი მიზანია“, - წერს ჯოშ როგინი.
რაც შეეხება ივანიშვილის ლობისტურ საქმიანობას, ივანიშვილის კონსულტანტი, სემ პატენი ამბობს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ მიმდინარე წელს არჩევნებია როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში - „შენ უნდა აწარმოო ერთი ბრძოლა საქართველოს ელექტორატისთვის, ხოლო მეორე – ვაშინგტონში“.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ივანიშვილს სჯერა, რომ ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების ლობთან დაპირისპირება ნაწილია მისი მცდელობის, „აჩვენოს მსოფლიოს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ალტერნატივა ჰყავს“.
„ისინი {ხელისუფლება} ლობისტებში დიდ ფულს ხარჯავენ... ხალხის ფულს... ისინი ღარიბი ხალხის ფულს ფლანგავენ... ჩვენ დავიწყეთ ძალიან სერიოზული მუშაობა და ამას სჭირდება კარგი ორგანიზება. რამდენიმე თვეში ჩვენ შევცვლით სიტუაციას და ჩვენ შევცვლით ევროპისა და აშშ-ში დამოკიდებულებას და მათ ვაჩვენებთ რეალობას. ამას თქვენ ძალიან მალე ნახავთ“, - ამბობს სემ პატენი.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=7089&Itemid=1