სერიოზულად იძაბება სიტუაცია დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის.
ირანის კრიზისი, პაკისტანის ჩახუტება ირანთან, რევოლუციები არაბულ ქვეყნებში, რადიკალური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში, ამერიკელების კრეტინული საქციელი ავღანეთში, უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვაჟლეტვა, ყურანის დაწვა და ა.შ.
სავარაუდოდ ძალიან მალე მომსწრენი გავხდებით სერიოზული დაპირისპირებისა, რომელიც მთელს მსოფლიოს ჩაითრევს. ვერ ვიტყვი რომ ამ წელს მოხდება რამე "გლობალური" თუმცა პირველი მერცხლები გამოჩნდნენ უკვე.
ვის აწყობს ეს ყველაფერი თქვენ თვითონ განსაჯეთ.
.............................................................................
საუდის არაბეთის მუფტი ქრიტიანული ეკლესიების დანგრევას ითხოვსსაუდის არაბეთის მთავარმა მუფტმა, შეიხმა აბდულ აზიზ აბდალამ, არაბეთის ნახევარკუნძულზე ყველა ქრისტიანული ეკლესიის დანგრევა მოითხოვა. შეიხმა ფეტვა (დადგენილება) მას შემდეგ გამოსცა, რაც კუვეიტის ხელისუფლებამ ეკლესიების მშენებლობის შესაძლო აკრძალვის შესახებ განაცხადა.
შეიხი კი, რომელიც ყველაზე მაღალი თანამდებობის პირად ითვლება, უფრო შორს წავიდა. მან დაადგინა, რომ რადგანაც კუვეიტი არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაშინ, განადგურებას უნდა დაექვემდებაროს ემირატებში არსებული ყველა ეკლესია. ეს გადაწყვეტილება, მისი თქმით, ეფუძნება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რეგიონში მხოლოდ ისლამი შეიძლება იყოს აღიარებული.
არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის 5 ეკლესია არსებობს.
შეიხის გადაწყვეტილებამ ლიბანის, ეგვიპტის, იორდანიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში აღშფოთება გამოიწვია.
http://droni.ge/?m=9&AID=6707http://www.newsru.com/religy/19mar2012/churches.html