ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგება დღეს იწყება
09:46 21.02.2012
[ინტერპრესნიუსი]
ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგება დღეს დილიდან დაიწყება და 31 მარტამდე დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა.
"ელექტროენერგიის ვაუჩერი ყველა ოჯახზეა გათვლილი. დარიგების პროცესი ეტაპობრივად, თბილისიდან და სხვა თვითმმართველი დიდი ქალაქებიდან დაიწყება და 31 მარტამდე 20 ლარი ყველა აბონენტს დაერიცხება", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, ტელეფონის ნომერზე: 251-00-33 უკვე ამოქმედდა "ცხელი ხაზი", რომელზეც მოქალაქეებს როგორც ვაუჩერის გამოყენების წესთან, ისე ვაუჩერიზაციის სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეეძლება. გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის თქმით, წელს სრულად აღმოფხვრილია მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში არსებული ხარვეზი, რაც შარშან გამოიკვეთა.
"პრობლემა, რომელსაც ვაუჩერის დარიგებისას შარშან წავაწყდით და ეს ძირითადად მოქალაქეთა ბაზას ეხებოდა, დღეისთვის აღმოფხვრილია. ჩვენ გვაქვს მილიონ 250 ათასი აბონენტის ბაზა", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგების ინიციატივა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. შესაბამისი დავალება პრეზიდენტმა მთავრობას რამდენიმე დღის წინ მისცა.
http://www.presage.tv/?m=news&NID=26568აბა ახლა რაღა გვიჭირს
აბა გიგი, ნიკა, ვანო თუ სხვებო გაავსეთ ჯიპებში საწვავი და მესტიაში ადით, ან კახეთის რომელიმე ბოლო სოფელში, თან ერორებიც წაიყვანეთ, გააკეტეთ მინიმუ 5 ათას ლარიანი ხარჯი 20 ლარიანი ელექტრო ენერგიის ვაუჩერის გადასაცემად