ვინ ბობოხიძის ღლეა ეს დიმიტროვი?
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებას გამოეხმაურა. ნინო კალანდაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიულად იყოს აღქმული. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ნამდვილად აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა.
"დიპლომატიური წარმომადგენლების, პარტიებისა და საქართველოს ხელისუფლების ინტერესს წარმოადგენს ის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიულ პირობებში მიმდინარეობდეს საარჩევნო პროცესი", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
კითხვაზე, თუ რა იგულისხმა ფილიპ დიმიტროვმა ხელისუფლების მიერ ხელოვნური ბარიერების შექმნაში, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ხელოვნური ბარიერებში შესაძლოა, იგულისხმებოდეს საკანონმდებლო ბარიერები, რომელიც უნდა აღმოიფხვრას და რომელზეც აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ორგანო.
"ხელოვნურ ბარიერებში ბევრი რამ შეიძლება მოიაზრებოდეს, მათ შორის ისეთი ბარიერები, რომლებიც არსებობს ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც არჩევნების დემოკრატიულობის საკითხი შეიძლება ეჭვქვეშ დგებოდეს, თუმცა ამ საფრთხეს ჩვენ ნაკლებად ვხედავთ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გააკეთა განცხადება, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თანაბარი სასტარტო პირობები და არ უნდა მოხდეს ხელოვნური ბარიერის შექმნა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...moekhmaura.html This post has been edited by jangi on 26 Mar 2012, 15:28