რა აზრის ხართ ამ ექსტრემალურ სპორტთან დაკავშირებით ?
როგორ მოგწონთ?? .. რას იწუნებთ ?

უფრო ხშირად სად ვარჯიშობთ ?
თქვენი საყვარელი ილეთი
ასევე დავდოთ ჩვენი ვარჯიშის ფოტოები, ვიდეობი.. დავწეროთ რომელ გუნდში ვართ .. უსმენთ თუ არა მუსიკას ვარჯიშისას .. თუ კი მაშინ რომელს და ა.შ.
და თუ კი წარმოდგენა არ გაქვთ საერთოდ რა არის ეს "პარკური" შეგიძლიათ გადაიკითხოთ ქვემოთ მოცემული მასალა და იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ.. იქნებ თქვენც შემოუერთდეთ ამ ტრეისერებს და მხარი დაუჩიროთ მათ
* * *
რა არის პარკური?
ადამიანი ბავშვობიდანვე ცდილობს გადალახოს რამე წინააღმდეგობა ანსაზღვრები. თავდაპირველად ეს აკვანია, რომლიდანაც ბავშვი გამოსვლას ცდილობს, შემდეგ ეს მისი ეზოს საზღვრებია, საიდანაც ის გადის მისთვის ჯერ კიდევ უცნობი სამყაროს შესაცნობად. ყველა ბავშვს იზიდავს ბავშვობაში ხეებზე ცოცვა – ზოგს იმიტომ, რომ სიმაღლე უყვარს, ზოგი კი იმიტომ, რომ საკუთარი შიში გადალახოს. როდესაც ადამიანი იზრდება, ხშირად ის ხდება შორს იმისგან, რასთანაც ჰქონდა შეხება ბავშვობაში, მისი ქცევები უფრო შებოჭილია, ხოლო საკუთარ სიჩქარეს ის ავლენს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას დილით ეჩქარება სამსახურში.ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქალაქში, უნებლიედ ან ნებით ხდება მოვლენისა და დროის ტყვე. ის დადის იქ, სადაც არის გზა ან გზად არ ხვდება ღობე. ქალაქი თითქოსდა გვბოჭავს, უფრო ნაკლებად აქტიურებს გვხვდის და გვიტოვებს ნაკლებ არჩევანს.ხშირად ადამიანს დაკარგული აქვს საკუთარი მთლიანობის შეგრძნება, რაც ხელს უშლის სამყაროს გაგების საზღვრების გაფართოებაში.იმისათვის, რომ გაუმკლავდე ნებისმიერ სიტუაციას, პირველ რიგში, უნდა შეიცნო საკუთარი თავი, შეეცადო შექმნა ჰარმონია სხეულსა და სულს შორის, შეაფასო შენი ახლანდელი შესაძლებლობები და დაიწყო ბრძოლა შენს შიშებთან, ნაკლთან, რაშიც გეხმარება ისეთი ახლად აღმოცენებული სუბკულტურა, როგორიცაა პარკური. პარკური (ფრ. parcour, დამახინჯებული სიტყვიდან parkour (დისტანცია), წინაღობების ხაზი) – ესაა გადაადგილების ხელოვნება, რომელიც მდგომარეობს ერთი წერტილიდან მეორემდე მანძილის გადალახვაში მინიმალურ დროში საკუთარი სხეულის შესაძლებლობების გამოყენებით. ის შეიცავს განსაკუთრებულ ფილოსოფიას (მსოფლმხედველობას), მსუბუქ ათლეტიკას, საბრძოლო ხელოვნებებს და ბილდერინგს (კედლებზე ცოცვას).
პარკური ცოტა ხნის წინ შეიქმნა და არ არსებობს მისი მკაფიო განმარტება საზოგადოებისათვის, თუმცა მიუხედავად ამისა ის იწვევს ადამიანების დიდ ინტერესს. მისი შესწავლა საფუძველს გვაძლევს ის შევიტანოთ ერთ-ერთ ახალგაზრდულ მოძრაობაში, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის, რომ ეს სუბკულტურა არ წარმოადგენს ანტისოციალურ ახალგაზრდულ მოძრაობას და მისი დანიშნულება მდგომარეობს სხვების დახმარებაში. პარკური დისციპლინაა, რომელიც წარმოადგენს საკუთარი სხეულის ფლობის უნარების ერთობლიობას, რომლებმაც საჭირო მომენტში შეიძლება პოვონ გამოყენება ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში. პარკური არც სპორტია, არც ექსტრემი და არც პოლიტიკა, ეს ამ ცხოვრებაში არსებობის ხერხია.ეს არის შენი მთლიანობის აღქმა, გაგება და თანამშრომლობა საკუთარ სხეულთან, ამავდროულად თანაარსებობა ქალაქთანაც. ეს რომანტიკაა, ემოციების აფეთქება, ვნება, მოძრაობების თავისუფლება. თუმცაღა გაჩნდა მონათესავე დისციპლინა ფრირანი რომელმაც მიიღო ექსტრემალური დატვირთვა და შეჯიბრებებიც ტარდება მსოფლიოს მასშტაბით. პარკური – ეს ცხოვრებაა. ის ცვლის ცნობიერებას და აიძულებს ადამიანს ყველაფერი სხვანაირად აღიქვას. იმას, თუ როგორ ხდება ეს, მიხვდება მხოლოდ ის ადამიანი, ვინც თვითონ ასრულებს უკვე გარკვეულ ილეთებს. მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების შეგრძნება, წარმატება შიშისა და ტკივილის დაძლევაში აფართოებს სამყაროს გაგების საზღვრებს. რეალობის აღქმის შეცვლის გარეშე პარკური შეუძლებელია. ცხოვრება პარკურის წესების მიხედვით – არის მუდმივი მოძრაობა და ყოველთვის მხოლოდ სწორი ბილიკით. უკან არდახევის სურვილის ქონა აქ გარდაიქმნება გადალახვის უნარში. აქ საფრთხე არაა საფრთხის გამო და ადრენალინი – ადრენალინის გამო. ყველაფერი სრულდება ცხოვრებისადმი დიდი წყურვილით, მოძრაობის გაგრძელების სურვილით. სწორედ ასე ჟღერს პარკურის არაოფიციალური დევიზი “იყოს და გრძელდებოდეს” (ტო ბე ანდ ტო ლასტ). პარკური – მამაცობის, გარემოსთან და საკუთარ სხეულთან კონტაქტის დასაწყისია, როდესაც ყველაფერი მოდის ჰარმონიაში, პარკური ფიზიკური დატვირთვების უბრალო სისტემიდან გადაიზრდება ნამდვილ ხელოვნებაში. პარკურში არ არსებობს არც შეჯიბრი, არ შეიძლება იყოს არც შური ან სიძულვილი, არ გზღუდავს არანაირი ნორმებით, აქ უნდა იყოს თავისუფლება, მოძრაობის, გადაადგილების, აზრების თავისუფლება.
არასწორ ვარჯიშს ხშირად მივყავართ არასასურველ შედეგებამდე ან ტრავმებამდე. ამან შეიძლება გამოიწვიოს მყესების დაჭიმულობა, ტკივლის რამდენიმე თვის განმავლობაში, წოლითი რეჟიმი, მოტეხილობები… უბედურ შემთხვევათა უმრავლესობაზე, რომელიც დამთავრდა სიკვდილით, საერთოდ არ შეიძლება საუბარი როგორც ისეთზე, რაც პარკურისთვისაა დამახასიათებელი. ეს უფრო მოზარდების დაუფიქრებელი ქცევებია, რომლებიც განხორციელდა პარკურის ზეგავლენით. ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან ემოციონალური აღტკინებისაკენ შეასრულონ ესა თუ ის ილეთი, რომელიც ნახეს ეკრანზე. ბავშვებს არ შეუძლიათ რეალურად შეაფასონ მომზადების აუცილებელი დონე და ამ ილეთების საფრთხის რეალური დონე. შესაბამისად, სწორედ მსგავსი შემთხვევებიდან იგებს საზოგადოება პარკურის შესახებ, რასაც შემდგომ მივყევართ ამ სუბკულტურის არასწორ ან დამახინჯებულ აღქმამდე, რის შედეგადაც საზოგადოებას უყალიბდება ნეგატიური დამოკიდებულება არამარტო მის მიმდევრების, არამედ თვით ამ კულტურის მიმართაც, ეს კი ხელს უშლის პარკურის საზოგადოებისათვის სწორი კუთხით დანახვასა და მისი დადებითი მხარეებისა და მისი ძირითადი იდეების გაცნობიერებას. პარკური – ეს ბავშვური თამაშია, რომელიც გახდა ცხოვრების, გადაადგილების ხელოვნება. სასირცხვილოა იმაზე ფიქრი, რომ როდესაც ჩვენ ვიზრდებით, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ თამაში. ბრიუს ლი ამბობდა: “ითამაშეთ, მაგრამ ითამაშეთ სერიოზულად”.
პარკურით დაკავების მოტივაცია მარტივია-სიყვარული ხელოვნებისადმი, მომთხოვნებლობა და პატივისცემა. ყურადღება, რომელსაც ვუთმობთ შეგრძნებებს -უმნიშვნელოვანესია. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია. ყველა შეგრძნება და ემოცია დაკავშირებულია თავისუფლების განცდასთან. იგი ძალიან ღრმა სტილია შინაარსისა და იდეოლო გიის მხრივ. პარკურის ფილოსოფიის სოც. კრიტიკის ფუნქციის მიხედვით, პარკური ახორციელებს საზოგადოებაში არსებული საგნების წესრიგის კრიტიკას. ის ხელს უწყობს სამყაროს მსოფლმხედველობისა და იმ წარმოსახვითი საზღვრების გაფართოებას, რომლებშიც მომწყვდეულია ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. ეს სამყაროს ახლებური, თავისებური ხედვაა.პარკურს გააჩნია ასევე აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო ფუნქცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ის ებრძვის შიშს, სძლევს მას და ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და თავდაჯერებულობას მატებს, რითაც საგრძნობლად უადვილებს გარემოში ადაპტაციას.ძირითადი იდეები, რომლებსაც ეყრდნობა პარკური შემუშავებული იყო ჰერბერტის მიერ ნატურალური მეთოდის შემუშავებისას. მის საფუძვლად დევს ალტრუიზმი, როგორც ღირებულება – იყო ძლიერი, რათა იყო სარგებლის მომტანი, რაც თავიდანვე მიანიშნებს იმაზე, რომ ქცევის ნორმები მოცემულ სუბკულტურაში თავიდანვე ატარებს დადებითი მიზნების ხასიათს, ხოლო უარყოფით აღქმას ქმნის მხოლოდ იმათში, ვისაც სწრაფი გადაადგილება შეიძლება მოეჩვენოს აგრესიული ან სახიფათო, რადგან საფუძვლად უდევს უჩვეულო, არასტანდარტული გზით გადაადგილება ქალაქში, რაც გადის იმ საგნების საზღვრებს გარეთ, რომლებიც არსებობენ ქუჩაში.
* * *
რა არის ტრეისერი?
ტრეისერი (ადამიანი, რომელიც პარკურითაა დაკავებული) კაფავს საკუთარ გზას მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამ გზაზე რაიმე დაბრკოლება. თუკი უფრო სწრაფი და რაციონალურია გაღებულ ჭიშკარში შერბენა, ვიდრე ღობის გადახტომა, ტრეისერი ასე მოიქცევა.ტრეისერის ერთ-ერთი მოთხოვნა არის კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი ფიქრის უნარი, რომელიც მიიღწევა ყოველდღიური ფიზიკური და გონებრივი ვარჯიშების საშუალებით, ეს კი ეხმარება ადამიანს უკეთ მოერგოს გარემოს მუდმივად ცვლად პირობებს.ტრეისერისათვის საზღვრები პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საზღვრები და ნორმები – ორი განსხვავებული რამეა. ტრეისერი პატივისცემით ეპყრობა საკუთარ თავს, გარშემომყოფებსა და ასევე იმ ადგილს, სადაც ვარჯიშობს. საუბარია ჭეშმარიტ ტრეისერზე, რომელიც არის ძლიერი სულით და სხეულით, რომელიც აცნობიერებს მის მიერ არჩეულ გზას და მის სერიოზულობას, და ასევე ის არ არღვევს სხვების უფლებას. სამწუხაროდ, არსებობენ ე.წ. ფსევდო-ტრეისერები, რომელთა მიერ პარკურის არასწორი აღქმა განაპირობებს პარკურის ნეგატიური აღქმის 90%-ს გარშემომყოფების მიერ.ნამდვილი ტრეისერის ქცევის ნორმები შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ: მოძრაობა ნებისმიერი მარშრუტით, თუკი ეს არ ლახავს სხვის უფლებებს და თავისუფლებას. ექსტრემალურ სიტუაციაში – მოძრაობა ნებისმიერ მარშრუტით; არ ეწევა, არ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს ვარჯიშის დღეს; პატივისცემით ეპყრობა ვარჯიშის ადგილს; არ ეწევა ვანდალიზმს; არ ვარჯიშობს სხვის საკუთრებაზე; ეხმარება სხვა ტრეისერს; ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც მოხვდნენ უსიამოვნო სიტუაციაში.ტრეისერი ლახავს სხვადასხვაგვარ წინააღმდეგობას ისე, როგორც მას ეს სურს და ამავდროულად იცავს იმ ნორმებს, რომლებიც მას ავალდებულებენ ხელი არ შეუშალოს სხვა ადამიანების ცხოვრებას.
“ნებისმიერი ტრეისერი მოძრაობს საკუთარი თავის სრულყოფის მიმართულებით, არც ერთი მოძრაობა არ ექვემდებარება მკაცრ კლასიფიკაციას. ტრეისერი, როგორც მხატვარია-ის თვითონ ხატავს საკუთარ გზას ბეტონზე, ასფალტზე, ხეებსა თუ კლდეებზე. განვითარებასთან ერთად ის ამატებს ახალ, უფრო მკვეთრ ფერებს და ვერც ერთი მის მიერ განვლილი ეტაპი ვერ დაასრულებს მის ნახატს, რადგან ის მთელი ცხოვრების მანძილზე იხატება და იცვლება ხასიათებსა და ტონში. ხატვის სტილი ინდივიდუალურია და არ ღირს ამ უნიკალურობის გაფუჭება სტერეოტიპთან ან ნორმასთან მისადაგებით. საჭიროა ზრდა და განვითარება საკუთარ სტილში, რომელსაც შენ ქმნი საკუთარი ხერხებითა და მეთოდებით“.
პარკურის მომავალი ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მასსაზოგადოება, ხოლო საზოგადოება აღიქვამს ისე, როგორც მიაწვდის მათ ინფორმაციას მასკომუნიკაცია და კომუნიკაციის სხვა საშუალებები. მათი საშუალებით ხდება ტრეისერის ქცევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, თუმცა ხშირად ეს ინფორმაცია ატარებს უფრო ნეგატიურ ხასიათს და იმის მაგივრად, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს ამ დისციპლინის საწყისი იდეები, ის ტრეისერს წარმოაჩენს, როგორც კანონისა და სოციალური ნორმების დამრღვევს, რის შედეგადაც საზოგადოებას უყალიბდება არასწორი წარმოდგენა ტრეისერის საქმიანობაზე. ამის შედეგად გვევლინება ის, რომ ხელისულება და საზოგადოება უკმაყოფილებითა და გაუგებრობით უყურებს ტრეისერების ქმედებებს და ამით ის შორდება მათ. წარმოიქმნება გარკვეული სახის დისტანცია, რომელიც არ უწყობს ხელს პარკურის დისციპლინის არსის გაგებას. ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ ესმის და ისინი იძახებენ პოლიციას, როგორც კი ხედავენ ტრეისერებს. ასეთ ადამიანებს აქვთ რეალობის ჩაკეტილი წარმოდგენა. მათთვის ნორმასთან შეუსატყვისობა ნიშნავს გადახრას, რომელიც მიუღებელია საზოგადოების მიერ.აღსანიშნავია ის, რომ თუკი მივუდგებით გადახრების საკითხს, შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრი რამ არის გადახრა – ელიტარული სპორტსმენი, ადამიანის გენიალურობა – ეს ნორმიდან გადახრაა.მთავარი ის კი არაა, თუ რაა “ნორმალური”, არამედ ის, თუ რისი მიტანა გვსურს საზოგადოებამდე.თუმცა რეალობა ისეთია, რომ არსებობენ ნორმები და კანონები, რომლებიც არ უნდა
დავარღვიოთ, რადგან ტრეისერებისათვის მნიშვნელოვანია არა კონფლიქტი მათ გარშემო, არამედ ის იდეა, რომლის მიტანაც მათ სურთ საზოგადოებამდე.ის, რასაც აკეთებენ ტრეისერები – ეს ნამდვილად ზრდის და აუმჯობესებს ადამიანს და მათ სურთ, რომ ეს ზრდა და გაუმჯობესება გახდეს ნორმა.პარკური ხელს უწყობს სამყაროს მსოფლმხედველობისა და იმ წარმოსახვითი საზღვრების გაფართოებას, რომლებშიც მომწყვდეულია ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. ეს სამყაროს ახლებური, თავისებური ხედვაა. ის ებრძვის შიშს, სძლევს მას და ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და თავდაჯერებულობას მატებს, რითაც საგრძნობლად უადვილებს მას გარემოში ადაპტაციას.ტრეისერს, როგორც წესი, გააჩნია ადაპტაციის მესამე ფორმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მას შეუძლია ცხოვრებისეული გეგმების ფორმირება და მიზანმიმართული მოღვაწეობა, რასაც ახორციელებს კიდეც და პარკური გამოდის მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილის როლში და არ წარმოადგენს გარკვეულ პროტესტს ან დაუკმაყოფილებლობას.პარკური, რომელიც ორგანიზმს სძენს წონასწორობასა და მდგრადობას სოციალური გარემოს ზემოქმედების მიმართ, ხელს უწყობს ინდივიდის სოციალურ ადაპტაციას გარემოსთან.
თუმცა, თუკი საზოგადოება ბიჭ-ტრეისერებს (traceur) უფრო ლოიალურად აღიქვამს და მათ მხოლოდ ფსიქიკურ მოუმწიფებლობას მიაწერს, გოგო-ტრეისერის (traceuse) შემთხვევაში საქმე გვაქვს არამარტო ფსიქიკურ მოუმწიფებლობასთან, არამედ როლურ დისტანციასთანაც, როდესაც საზოგადოებას გააჩნია გარკვეული მოლოდინები, რომ გოგო იქნება იმ გენდერული როლის მატარებელი, რაც მას წარედგინება. იმის გამო, რომ პარკური აღიქმება, როგორც პატარა ბიჭების თამაში, გოგოს მიერ მსგავსი ქცევის განხორციელება შეუსაბამობაში მოდის იმ როლურ მოლოდინებთან, რაც საზოგადოებას გააჩნია პარკურით დაკავებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მიმართ, რაც უფრო დიდ და მკაცრ კრიტიკას იწვევს საზოგადოებაში მათ მიმართ. დამკვიდრებული სტერეოტიპების მიხედვით, თანაბარ ასაკში ყოფნისას, მდედრობითი სქესის წარმომადგენელს მოეთხოვება მომწიფებულობისა და ფსიქიკური განვითარების უფრო მაღალი დონე, რაშიც აზროვნების უფრო მაღალი დონეც ივარაუდება, ხოლო იმ დისციპლინით დაკავება, რომელიც უფრო მოუმწიფებელი ასაკის ინდივიდებისთვისაა დამახასიათებელი ზრდის დისტანციას გოგო-ტრეისერსა და საზოგადოებას შორის. შედეგად, დაბრკოლების სახით ჩნდება კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სახელითაა ცნობილი და ხშირად ეს დამატებითი ფაქტორი დიდ ზეწოლას ახდენს გოგო-ტრეისერზე, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო. თუმცა, მიუხედავად ამისა, პარკურს ორივე სქესის წარმომადგენლისათვის მოაქვს მსგავსი დადებითი შედეგები, რომელთაგან ერთ-ერთი არის ინდივიდის ადაპტაციური პოტენციალის ზრდა, რაც ზრდის ინდივიდის შესაძლებლობების ხარისხს ჩაერთოს გარემოს ახალ შეცვლილ პირობებში. როდესაც ადამიანი იწყებს ამ დისციპლინაზე ვარჯიშს, ის იცვლება – მისი ცოდნა მდიდრდება, მისი პიროვნება და მასთან ერთად მიზნებიც იცვლება, ხოლო შემდეგ უკვე იცვლება ადამიანის ფიზიკური ფორმა და შესაძლებლობები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისში, სოციალურად მომჭირნე უბნებში, სადაც ტრეისერები უფასოდ ავარჯიშებდნენ ბავშვებს, დამნაშავეობის დონემ იკლო 69%-ით. მიღებული მაჩვენებლები საფუძველს გვაძლევენ ვიმედოვნოთ, რომ ახლო მომავალში ტოლერანტობა გაუმჯობესების შესამჩნევ ხარისხს მიაღწევს და როგორც ტრეისერი, ისევე სოციალური გარემოც აღიარებს ქცევის ეტალონების თანაბარ ღირებულებას ერთმანეთის მიმართ, ეს კი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოება ჩასწვდება პარკურის ფილოსოფიისა და მისი დანიშნულების, ასევე ტრეისერის მიზნის ჭეშმარიტ არსს და მაშინ, როდესაც ჩვენ მივადგებით იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მოიცავს ნორმებისა და მორალის განსაზღვრას, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვქმნით, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ნორმა არის სწორედ – ადამიანი, ძლიერი სულით – ანუ ის, რასაც პარკური მიზნად ისახავს. მისთვის არაა მთავარი პოპულარულობა.
ტრეისერებს არ უყვართ მასობრივი ინფორმაციის წყაროებში გამოჩენა, თუკი ისინი არ ასახავენ პარკურის მთლიან არსს, მის იდეოლოგიას და არ გადმოსცემეს მას მთლიანობაში. ზოგი იტყვის, რომ თუკი ტრეისერები არ გამოჩნდებიან ამ წყაროებში, მაშინ ისინი არ გახდებიან ცნობილნი და მაშასადამე, მათი ხელოვნებაც არავის გადაეცემა, ტრეისერები კი პასუხობენ – “ეს არაა პრობლემა, რადგან ხელოვნება, რომელიც ჩვენში არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება გადაცემული. რადგან ეს ისეთი დიადი რამაა, რომ მისი საკუთარ თავში შეკავება შეუძლებელია…”
პარკური – ეს ხომ პირველ რიგში ხელოვნებაა, რაციონალური გადაადგილების, აზრების, თავისუფალი მოძრაობის ხელოვნება. ეს არის ცხოვრების ფილოსოფია, და
მხოლოდ ამის შემდეგ – გადაადგილება. საჭიროა, პირველ რიგში გავიგოთ პარკურის ფილოსოფია, ხოლო შემდეგ – გადავაადგილდეთ წინ.
გამარჯვებულებს ერგებათ ყველაფერი… მაგრამ პარკურში არაა ჯილდოები. უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოდის უდიდესი ჯილდოც. ჩვენ არ უნდა მივცეთ შიშს უფლება შეგვიპყროს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ დარწმუნებულობა და გავრისკოთ და ჯილდო – ჩვენი კმაყოფილება იქნება.
* * *
რა არის ფრირანი?
ფრირანი არის სახე ქუჩის აკრობატიკის. ამ დისციპლინით დაკავებულებს მოიხსენებენ “ფრირანერებად”. მათ ნაგებობების მეშვეობით, უნდა გამოიყენონ ქალაქის და სოფლის ლანდშაფტი თავიანთი ილეთის შესასრულებლად. ფრირანში გაერთიანებულია პარკურის ეფექტური მოძრაობები, მასში დამატებულია ესთეთიკური და აკრობატული ილეთბი, როგორიცაა “ქუჩის ტრიუკები”. რთულია განსაზღვრო ამ დისციპლინის ილეთების სპეციფიკა. დიდი ყურადღება ექცევა ილეთების თავისუფლებას და სილამაზეს. პარკურის მრავალი ტექნიკა, როგორიცაა “ვაულტები”, შესაძლოა შესრულდეს მეტი ესთეთიკური გზით, მიუხედავად ამ ფაქტისა, ეს იწვევვს გადაადგილებისას მოძრაობის სისწრაფის შემცირებას. ფრირანი ჩვეულებისამებრ ისწავლება დარბაზებსა და ქუჩაში სადაც დაბრკოლებათა ბარიერებია. ტერმინი ფრირანი წარმოიშვა “ჯამფ ლონდონ”-ის გადაღების დროს, რათა წარმოედგინათ პარკურის განამრტება ინგლისურად. რატომღაც ფრირანი და პარკური განცალკევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფიზიკურად მსგავსები არიან, ისინი განსხვავდებიან ფსიქოლოგიური და აზრობრივი მხრით.ფრირანის დამფუძნებელმა “სებასტიან ფუკამ” თავისი დისციპლინა განსაზღვრა როგორც “თვით განვითარება”, “მიყევი საკუთარ გზას”. თავიდან პარკურის საზოგადოება, ყოველთვის წინააღმდეგი იყო სერიოზული შეჯიბრებების იდეისა, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა პარკურის დაწესებულ ფილოსოფიას. სებასტიან ფუკა ამბობს ერთ-ერთ თავის ინტერვიუში, მიუხედავად იმისა რომ იმართება ჩემპიონატები ფრირანში, მას არ მოსწონს შეჯიბრება, ეს არ არის თავისი “გზა”, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სხვა ადამიანის გზა. 2008 წლის 4 სექტემბერს ჩატარდა პირველი ჩემპიონატი ფრირანში, რომელიც გაიმართა ლონდონში ჯგუფ “Urban Freeflow”-ს ხელმძღვანელობით. დღესდღეობით მრავალი ჩემპიონატი ტარდება ფრირანში მსოფლიოს მასშტაბით. დღემდე ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა არის ფრირანი და დღემდე დამაბნეველია მისი მკაფიო განმარტება. დამაარსებლებს ამ შემთხვევაზე არასდროს ქონიათ დისკუსია, ეხლა კი მუშაობენ ამ გაუგებრობის შესწორებაზე.
This post has been edited by ClouD on 13 Sep 2011, 12:16
მიმაგრებული სურათი