Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(23)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ცაციები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
toleranti
გარკვეულ ზღვრამდე
ჯგუფი: Members
toleranti
გარკვეულ ზღვრამდე
ჯგუფი: Members
წერილები: 3203
წევრი No.: 107222
რეგისტრ.: 23-December 09
#17436416
· 15 Jan 2010, 09:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კომუნისტების დროს, მიღებული იყო, რომ ბავშვი ცაცია თუ იყო - მაინც მარჯვენა ხელით უნდა ეკეთებინა ყველაფერი.
ამ სურათზე არის ერთი ჩემი მეგობრის ბავშვობის დროინდელი ნივთი - სპეციალური კოვზი, რომელიც მხოლოდ მარჯვენა ხელით შეიძლება დაიჭირო
ასე ცდილობდნენ ბავშვებში ცაციობის გადაჩვევას.
პ.ს. ამ რაკურსში კარგად არ ჩანს, დააკვირდით - კოვზის ჩაღრმავებული მხარეა ამ ფოტოზე და არა ამობურცული.
This post has been edited by
toleranti
on 15 Jan 2010, 11:00
მიმაგრებული სურათი
--------------------
errare humanum est
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
me vs me
Everlasting
ჯგუფი: Members
me vs me
Everlasting
ჯგუფი: Members
წერილები: 5847
წევრი No.: 73607
რეგისტრ.: 5-November 08
#17436613
· 15 Jan 2010, 10:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
toleranti
QUOTE
კომუნისტების დროს, მიღებული იყო, რომ ბავშვი ცაცია თუ იყო - მაინც მარჯვენა ხელით უნდა ეკეთებინა ყველაფერი.
ამ სურათზე არის ერთი ჩემი მეგობრის ბავშვობის დროინდელი ნივთი - სპეციალური კოვზი, რომელიც მხოლოდ მარჯვენა ხელით შეიძლება დაიჭირო
ასე ცდილობდნენ ბავშვებში ცაციობის გადაჩვევას.
ვაიმე რა საყვარელი ხარ
აი ანტირუსიზმის სუნი ასდის პოსტს.
ისტორიულად ცაციებს ეშმაკის შვილებს უწოდებდნენ ლამის და კომუნისტები ისეთივე ცრურწმენებით უციდონარები იყვნენ როგორც ევროპელი ბურჟუა და ამერიკელი ჩლუნგები.
კორექტივებია შესატანი მაგრამ იყოს.
--------------------
Nil admirari
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
toleranti
გარკვეულ ზღვრამდე
ჯგუფი: Members
toleranti
გარკვეულ ზღვრამდე
ჯგუფი: Members
წერილები: 3203
წევრი No.: 107222
რეგისტრ.: 23-December 09
#17436667
· 15 Jan 2010, 10:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
me vs me
QUOTE
ისტორიულად ცაციებს ეშმაკის შვილებს უწოდებდნენ
QUOTE
კორექტივებია შესატანი მაგრამ იყოს.
შუა საუკუნეებიდან ნაცნობები არ მყავს. მე უფრო ბოლო პერიოდის ხალხს ვიცნობ
ამათ კიდე, კომუნისტების დროს მოუწიათ ცხოვრება
რუსეთის სიყვარულით მართლაც ვერ დავიკვეხნი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
teoj
Drive
ჯგუფი: Members
teoj
Drive
ჯგუფი: Members
წერილები: 19668
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09
#17436678
· 15 Jan 2010, 10:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ისტორიულად ცაციებს ეშმაკის შვილებს უწოდებდნენ ლამის და კომუნისტები ისეთივე ცრურწმენებით უციდონარები იყვნენ როგორც
მე არ მესმის, არ აღიარებდე ღმერთის არსებობას და აღიარებდე ბოროტისას.. არადა ღმერთი და ეშმაკი , ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული, თუ ერთს უშვებ, არსებობს მეორეც
იქნებ არა ცრურწმენის, არამედ თავისებური ახსნის გამო ცდილობდნენ გადაჩვევას?
--------------------
როგორც მთვარემდე და უკან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თაიკო
emotional luzer
ჯგუფი: Members
თაიკო
emotional luzer
ჯგუფი: Members
წერილები: 5008
წევრი No.: 107194
რეგისტრ.: 23-December 09
#17436870
· 15 Jan 2010, 11:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვინც აღიარებს ბოროტს, აღიარებს ღმერთსაც.
უბრალოდ არჩევანს აკეთებენ მათთვის უფრო ძლიერზე.
რაც შეეხება თემასთან კავშირს: როგორც ვიცი, ბევრი გენიოსი ცაციად დაიბადა. სიმპათიით ვარ მათდამი განმსჭვალული.
--------------------
i dont believe in astrology, iam scorpio and iam a skeptical.
**
ცოლ-ქმრის ჩხუბი ასტროლოგს მართალი ეგონაო (c) ტროპიკალი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
me vs me
Everlasting
ჯგუფი: Members
me vs me
Everlasting
ჯგუფი: Members
წერილები: 5847
წევრი No.: 73607
რეგისტრ.: 5-November 08
#17436936
· 15 Jan 2010, 11:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
teoj
QUOTE
იქნებ არა ცრურწმენის, არამედ თავისებური ახსნის გამო ცდილობდნენ გადაჩვევას?
ადამიანი ერთადერთი ძუძუთმწოვარია რომელიც სხვა ტომს სპობდა მხოლოდ იმიტომ რომ იმათი ბეწვიანი ტრუსიკი უფრო სხვა ფერებში იყო შესრულებული ან იმიტომ რომ კოცონთან სხვანაირად ჯდებოდნენ...
ჩვენ ვერ ვიტანთ სხვანაირობას. შIნაგანი შიში ქვეცნობიერული ფსიქიკური ან ფიზიკური დაავადების და თავისთავად თუ კი მკვლელობა ( რაც ხდებოდა აგრეთVე ) არ დაიშვებოდა ( ნუ ეხლა ცაცია და მაინც უნდა მოკლა ? ) ძალით "განორმალურება" ხდებოდა.
ხო და ცრურემწნა ზუსტად რომ. ანუ მარცხენა მხარე არალოგიკური ინტუიცია შავი ფერი... ის რაც არ ჯდებოდა ნორმებში ყველაფერი მარცხენა იყო
თაიკო
QUOTE
ვინც აღიარებს ბოროტს, აღიარებს ღმერთსაც.
უბრალოდ არჩევანს აკეთებენ მათთვის უფრო ძლიერზე.
რაც შეეხება თემასთან კავშირს: როგორც ვიცი, ბევრი გენიოსი ცაციად დაიბადა. სიმპათიით ვარ მათდამი განმსჭვალული.
მე მგონი უფრო ეშმაკის შიშზეა აგებული ყველაფერი და ჯოჯოხეთის შიშზე ვიდრე სიყვარულზე...
მაგრამ ხო
toleranti
QUOTE
რუსეთის სიყვარულით მართლაც ვერ დავიკვეხნი
ნიკის ავტომატური უკუგება . არ არის ეგ კარგი. არა ხარ შენ ტოლერანტი.
-----------------
გავაგრძელებ ცაციებზე... როგორც წესი ხელოვნებაში აი კრეატიო რასაც ჰქვია უფრო ძLიერები არიან. უფრო ხშIრად ფსიქიკის დარღვევებთან გვაქვს ურთიერთობა. ( აქვე დავამატებიმასაც რომ გენიოსობა კლასიკური ფსიქოთერაპიის მიხედვით უკვე გადახრაა ამიტომაც არავის გვეწყინოს
)
---
არსებობენ ამბიდექსტრები ანუ ოპრივე ხელს ფლობენ
.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
teoj
Drive
ჯგუფი: Members
teoj
Drive
ჯგუფი: Members
წერილები: 19668
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09
#17437009
· 15 Jan 2010, 11:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
me vs me
QUOTE
არსებობენ ამბიდექსტრები ანუ ოპრივე ხელს ფლობენ
მე ეს მაინტერესებს
გაქვს ინფორმაცია ?
-----
იმას რაც შეეხება, ადამიანმა თვითონ იცის რა უნდა? ხან მრავალფეროვნებას ეძებს, ხან ერთფეროვნებას და კიდევ , აღარ დავწერ დისერტაციას , აქ გავჩერდეთ
This post has been edited by
teoj
on 15 Jan 2010, 11:22
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ka_lasha
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ka_lasha
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6343
წევრი No.: 80419
რეგისტრ.: 27-December 08
#17437180
· 15 Jan 2010, 11:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სტატია ერთ-ერთი საიტიდან
QUOTE
ცაცია ბელადები
ცაციებს ყველა დროში “არანორმალურებად,” ვერაგებად და ფარისევლებად მიიჩნევდნენ. ლათინურად “დექსტერ” მართალს, მარჯვნივ მყოფს, წამლობას ნიშნავს, ხოლო “სინისტერ” _ მემარცხენესა და დამღუპველს. ერთ-ერთი ვარაუდით, წყალგამყოფად მათეს სახარებაში საშინელი სამსჯავროს სურათი წარმოგვიდგება:
“მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით…
მაშინ ჰრქუა მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთა. (მათეს სახარება. თავი 25-ე).”
ცაციები დღემდე კულტურული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. მაგალითები გნებავთ? არასდროს დაფიქრებულხართ, რატომაა, რომ მისალმებისას მარჯვენა ხელს უწვდიან ერთმანეთს; მაჯის საათზე საქოქი მუდამ მარჯვნივაა; სატელეფონო ჯიხურებში ტელეფონები მარჯვნივ კიდია; მეტროს ტურნიკეტებში სამგზავრო ბარათებისთვის განკუთვნილი ჭრილიც მარჯვნივაა, კარის სახელურებიც კი ისეა განთავსებული, რომ მარჯვენა ხელით უფრო მოსახერხებელი იყოს მათი გაღება...
და კიდევ, რატომ ვამბობთ ხოლმე: “ლევად” იშოვა,” “ლევად გაყიდა,” “მარცხენა ფეხზე ავდექი” და ა. შ. ანდა, არ დაკვირვებიხართ, რომ ბავშვებს, რომელთათვისა მარცხენა ხელი დომინანტია, მშობლები, ნათესავები ან სკოლის მასწავლებლები დაჟინებით აიძულებენ, ყველაფერი მარჯვენით აკეთოს? ამის შედეგად კი ხშირად,”მემარცხენეებს” უქვეითდებათ სწავლის უნარი, ებმით ენა, ეფანტებათ ყურადღება, ერღვევათ ლოგიკა და... ჩვენი საზოგადოების თვალსაზრისით, “ნორმალურები” ხდებიან!
მეცნიერებს კი მიაჩნიათ, რომ უძველეს დროში კაცობრიობა ცაცია იყო, ხოლო “მემარჯვენეების” რიცხვის ზრდა იმან გამოიწვია, რომ ხელჩართული ბრძოლებისას, როცა მთავარი მახვილი და ფარი გახლდათ, ცაციები, უბრალოდ, ამოწყდნენ, რადგან მახვილი მარცხენა ხელში, ხოლო ფარი მარჯვენით ეკავათ, რის გამოც სხეულის მარცხენა მხარეს, ანუ იმ ნაწილს, სადაც გულია, ვერ იფარავდნენ.
სხვა ჰიპოთეზით, ცაციების რიცხვის შემცირება ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს როლის გააქტიურებამ გამოიწვია.
ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ტვინის მარცხენა ნახევასფერო _ სხეულის მარჯვენა, ხოლო მარჯვენა ნახევარსფერო სხეულის მარცხენა ნაწილს მართავს. ნახევარსფეროები გარეგნულად კი ჰგვანან ერთმანეთს და ერთობლივადაც მუშაობენ, მაგრამ განსხვავებულად “ფიქრობენ.” ამას ნახევარსფეროთაშორისი ასიმეტრია ეწოდება.
აქტიურ მარჯვენა ნახევარსფეროს ახასიათებს ინსტინქტური არაცნობიერი მოქმედებანი, ალღო და ინტუიცია, ხატოვანი აზროვნება, რიტმის, ფერების, ბგერების, სუნის, შეხების მოქნილი გრძნობა და სივრცეში კარგი ორიენტირება.
უძველესი დროის ადამიანებს აქტიური სწორედ ეს მარჯვენა ნახევარსფერო ჰქონდათ. ცივილიზაციის ნიშნების წარმოშობისთანავე ზემოჩამოთვლილი თვისებები, პრაქტიკულად, უსარგებლო აღმოჩნდა და ისინი სხეულის მარჯვენა ნაწილის მმართველმა ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს უფრო საჭირო ფუნქციებმა: ცნობიერმა კონკრეტულმა აზროვნებამ, მათემატიკურმა და ანალიტიკურმა, მეტყველების, წერა-კითხვის, დიფერენცირებული და მიზანმიმართული მოქმედებების უნარმა შეავიწროვა.
ასე გაიმარჯვა “მემარჯვენეობამ,” ხოლო ცაციები შერისხულები და ჩრდილში მოქცეულნი აღმოჩნდნენ.
არადა, კაცობრობის ყველა მოწინავე მიღწევას, თურმე, სწორედ ცაციებს უნდა ვუმადლოდეთ. არგუმენტი გნებავთ? ინებეთ, ოღონდ ბოლოდან დავიწყებ...
დარწმუნებული ვარ, ყველა გაფაციცებით ადევნებდა თვალს აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაქ ობამასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ამასწინანდელ შეხვედრას, რომელიდანაც მსოფლიო პოლიტიკის პრიორიტეტები უნდ აგამოეკვეთა. ჰოდა, სწორედ ამ შეხვედრაზე ბრმისთვისაც კი ნათელი შეიქნა, რომ აშშ-ის ახალარჩეული და პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, ბარაქ ჰუსეინის ძე ობამა პირწავარდნილი ცაციაა _ ყველა ხელშეკრულებას მან მარცხენა ხელით დაუსვა თავისი ხელმოწერა!
გამოდის, “მემარცხენეობა” არცთუ ურიგო ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობაზე შეგიძლია პრეტენზია გქონდეს. სხვათა შორის, ობამას პოლიტიკური მეტოქე, საქართველოს დიდი გულშემატკივარი და მიხეილ სააკაშვილის მეგობარი მაკკეინიც ცაციაა!
ჯერ სადა ხართ, აქვე მოგიყვანთ ყველა იმ ცნობილი ადამიანის ჩამონათვალს, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს!
მაშ, ასე: არისტოტელე, ტიბერიუსი, მიქელანჯელო, გაიუს იულიუს კეისარი, ლეონარდო და ვინჩი, ალექსანდრე მაკედონელი, ჟანა დ’არკი, კარლოს დიდი, ნაპოლეონი, ნიუტონი, ჩაპლინი, ლუის კეროლი, პაბლო პიკასო, აინშტაინი, მაჰათმა განდი, ადოლფ ჰიტლერი, ნერონი, ოტო ბისმარკი, ბენჯამინ ფრანკლინი, უინსტონ ჩერჩილი, ფორდი, ჯორჯ ბუშ-უფროსი, ჯორჯ ბუშ-უმცროსი, ბილ კლინტონი, ფიდელ კასტრო, დედოფალი ვიქტორია, ისააკ ნიუტონი, ბილ გეიტსი, როკფელერები, ნიკოლო პაგანინი, ბეთჰოვენი, შოპენი, ჰანს ქრისტაინ ანდერსენი, ჰერბერტ უელსი, მარკ ტვენი და უამრავი სხვა.
სხვათა შორის, ყველასათვის ცნობილი ლამაზმანი, ნიკოლ კიდმანი თავის მშვენიერ თმას მარცხენა ხელით ივარცხნის. ცაციაა ანჯელინა ჯოლიც, ტომ კრუზიც, მილა იოვოვიჩიც, ჯულია რობერტსიც, სილვესტერ სტალონეც, დრიუ ბერიმორიც, ვუპი გოლდბერგიც, დემი მურიც...
კინაღამ დამავიწყდა: “ფარული” ცაციაა რუსეთის პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც!
არ გაგიკვირდეთ, ასეთებიც არსებობენ და ისეთებიც, ორივე ხელს ერთნაირად კარგად რომ ხმარობენ. ამათ ამბიდექსტრები ჰქვიათ.
ძალიან საგულისხმოა, რომ შუა საუკუნეებში, კოცონზე რომ აჰყავდათ, იმ კუდიანთა უმეტესობაც ცაცია იყო!
და კიდევ, ცაცია გახლდათ ლეგენდარული სერიული მკვლელი ჯეკ მფატრავი და მანიაკი ანდრეი ჩიკატილო!
მოკლედ, როგორც ერთად დავასკვენით, ცაციებს შეუძლიათ იყვნენ გენიოსებიც და საზარელი ბოროტმოქმედებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ცაციობა ნაკლი კი არა, ღირსებაა. თანაც ისეთი ღირსება, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოში სახელი გაგითქვას.
როგორ გგონიათ, ამჟამად მილიარდერმა მწერალმა, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი სიღატაკეში გაატარა, ქალბატონმა ჯოან როულინგმა რომელი ხელით დაწერა თავისი სახელგანთქმული “ჰარი პოტერი”?
პუბლიკაციას, ალბათ, ამ ნოტაზე დავამთავრებ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
teoj
Drive
ჯგუფი: Members
teoj
Drive
ჯგუფი: Members
წერილები: 19668
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09
#17437239
· 15 Jan 2010, 11:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც დავაციტირებ ერთ ერთი საიტიდან ( ახლა წავაწყდი, ჯერ რ წამიკითხავს old.lady.ge )
წარსული კი და მომავალსაც მივხედოთ, რჩევები დედებს გამოდგებათ
QUOTE
ცაცია ბავშვი – საჩუქარი თუ სასჯელი?
უნდა შეგეშინდეთ თუ არა, როცა შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი ცაციაა? როგორ უნდა მოიქცეთ, რომ საკუთარი შვილი მიაჩვიოთ მისთვის განსხვავებულ ადამიანებს? შეკითხვა ბევრია, მაგრამ სჯობს ფაქტებით დავიწყოთ: ცაციების რიცხვი მსოფლიოში უფრო და უფრო იზრდება. ეს იმის დამსახურებაა, რომ ამას უკვე თითქმის აღარავინ ებრძვის.
საიდან ჩნდება იგი? როგორც ადამიანის სხვა თავისებურებები, ესეც თავის ტვინის განსაკუთრებული წყობით განისაზღვრება. ადამიანის თავის ტვინი ორი ნახევარსფეროსაგან შედგება, რომელთაგან ყოველ მათგანს საკუთარი ფუნქცია აკისრია. მარჯვენა ნახევარსფერო ჩვენი სხეულის მარცხენა მხარეს მართავს, ხოლო მარცხენა – მარჯვენა მხარეს.
როგორც წესი, ერთ–ერთი ნახევარსფერო მეორეზე უფრო მეტადაა განვითარებული და სორედ იმაზე, თუ რომელინახევარსფერო უფრო განვითარებულია, დამოკიდებულია ისიც, იქნება თუ არა ადამიანი ცაცია. მაგრამ არა მხოლოდ ეს:
მარცხენა ნახევარსფერო ინფორმაციას შეიმუშავებს თანმიმდევრობით, არჩევს ყველა შესაძლო ვარინტს, ანუ ლოგიკურად. მისი მუშაობის შედეგად ჩვენ ვიგებთ საუბრის აზრს, ვაზროვნებთ აბსტრაქტულად, შეგვიძლია კლასიფიკაცია და ანალიზი გავუკეთოთ გარემო სამყაროს ობიექტებს.
მარჯვენა ნახევარსფერო, შეიმუშავებს ინფორმაციას და მომენტალურად აღიქვამს მთლიანი სახით, მასზეა დაყრდნობილი ჩვენი ემოციური აღქმის შესაძლებლობა, სინთეზური აზროვნება, მხედველობით–სივრცითი ფუნქციები, ინტუიცია. იგი აღიქვამს მეტყველების ინტონაციურ მხარეს.
როდის და როგორ განვსაზღვროთ, ცაციაა თუ არა ბავშვი?
როდის? ზოგიერთი სწავლული თვლის, რომ ამის განსაზღვრა უკვე 2–3 თვის ასაკში შეიძლება, სხვები თვლიან, რომ საბოლოო ფორმირება დაახლოებით 4–5 წლის ასაკში ხდება. ხშირად 2–3 წლის ასაკში ბავშვს ორივე ხელის ერთნაირად გამოყენება შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ რომელიმე ხელის დომინანტობა ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა. მაგრამ 4–5 წლის ბავშვის მშობლებმა უკვე უნდა იცოდნენ, ცაციაა თუ არა მათი შვილი, რადგან სწორედ ამ ასაკში იწყება სკოლისათვის მზადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია – ხელის მიკრომოტორიკის განვითარება.
თუ შეცდომით არაწამყვანი ხელის განვითარებას დაიწყებთ(გაიხსენეთ ფრაზა: ბავშვებო, ავიღოთ საწერკალმები მარჯვენა ხელში), ამან შეიძლება გამოიწვიოს გადაღლა, ბავშვის ნევროტიზაცია, წერითი სამუშაოს შეძულება.
როგორ? თუ ბავშვი ჯერ სულ პატარაა, თვალყური ადევნეთ, აღნიშნეთ, რომელი ხელით ასრულებს ამა თუ იმ მოქმედებებს.ამის განსაზღვრაში პატარ–პატარა დავალებების მიცემაც დაგეხმარებათ:
კოლოფების გახსნა. შესთავაზეთ ბავშვს რამდენიმე კოლოფის გახსნა( მაგალითად, ასანთის კოლოფების). დავალება – მოძებნოს ასანთის ღერი, მძივი, მონეტა ერთ–ერთ მათგანში.
ხრახნიანი თავსახურის მქონე ბოთლების გახსნა.
ზედაპირის გაწმენდა ნაჭრით. ბავშვი ჩვრით წმენდს დაფას, კარადას, მაგიდას – ნებისმიერ ზედაპირს.
ჭა. ბავშვს სთავაზობენ ჭის აგებას კონსტრუქტორით ან ასანთის ღერებით.
საგნის აგდება. ბავშვმა უნდა დაიჭიროს თქვენს მიერ აგდებული საგანი. მაგალითად, რბილი სათამაშო და ჩააგდოს იგი გვერდით მდგარ კალათში.
კვანძების გახსნა. შესთავაზეთ ბავშვს გახსნას არც თუ მჭიდროდ შეკრული კვანძები საშუალო ზომის ზონარისაგან.
საგნის აწევა. შესთავაზეთ ბავშვს, ასწიოს იატაკიდან რამდენიმე მცირე ზომის საგანი.
რას უნდა მაქციოთ ყურადღება ამ დროს?
ყველა დავალებაში ყურადრება მიაქციეთ თუ რომელი ხელით ასრულებს აქტიურ მოქმედებებს. ჩაიწერეთ, თუ რამდენი მოქმედება შეასრულა მარჯვენა ხელით და რამდენი მარცხენით. რომლითაც უფო მეტი მოქმედება შეასრულა, სწორედ ის ხელია მისთვის წამყვანი.
ცაციების გარდა არსებობენ კიდევ ადამიანები – ამბიდექსტრები, რომლებსაც ორივე ხელით შეუძლიათ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება. ასეთები ძალიან ცოტაა და ხშირად მათი შესაძლებლობები იმით აიხსნება, რომ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ისინი სპეციალურ ვარჯიშებს გადიოდნენ. თუმცაღა არსებობენ ადამიანებიც, რომლებსაც თანდაყოლილი ამბიდექსტრია აღენიშნებათ, მაგრამ ეს ძალინ იშვიათად ხდება.
თუ იმ დავალებების რიცხვი, რომლებიც ბავშვმა მარცხენა და მარჯვენა ხელით შეასრულა თანაბარია, ყურადღება მიაქციეთ ხატვას და წერას, რადგან სახელდობრ ეს არის მნიშვნელოვანი სკოლისათვის მოსამზადებლად. რამდენიმე დღის განმავლობაში შესთავაზეთ ბავშვს რამდენიმე დავალება:
დახატოს რაიმე;
გადახატოს ნიმუშიდან;
გააფერადოს ნახატი;
მოხაზოს სილუეტი;
შემოხაზოს ფიგურა ტრაფერით და ა.შ.
მიაქციეთ ყურადღება:
თუ რომელ ხელში იღებს ბავშვი დამოუკიდებლად ფანქარს.
როდის არის შედეგები უკეთესი და ხარისხიანი: როცა მარცხენა ხელით ხატავს, თუ – მარჯვენით?
რომელ სიტუაციაში იღლება ნაკლებად.
უფროსი ბავშვებისათვის სპეციალური ტესტები არსებობს:
გულხელის დაკრეფა: თუ ამ დროს მარცხენა ხელის მტევანი მარჯვენა მკლავზე დევს, ითვლება, რომ ბავშვი ცაციაა.
აპლოდირება. თუ ტაშის დროს ბავშვს მარჯვენა ხელი გაჩერებული აქვს და ზემოდან მარცხენას ურტყამს, იგი ცაციაა. ამბიდექსტრები პარალელურად განთავსებული ხელის გულებით აპლოდირებენ.
ჟესტიკულირება. საერთო წესები ამ შემთხვევაში ასეთია: როგორც წესი, ადამიანი წამყვანი ხელით ჟესტიკულირებს.
მიეცით ბავშვს ორივე ხელში ფანქარი, თვალები აუხვიეთ და სთხოვეთ, ორივე ხელით დახატოს წრეწირი ან კვადრატი. წამყვანი ხელით დახატული ნახატი უფრო სრულყოფილი იქნება, ვიდრე მეორე ხელით შესრულებული.
ხოლო თუ თქვენმა შვილმა უკვე წერა ისწავლა, სთხოვეთ საკუთარი სახელი და გვარი დაწეროს ორივე ხელით თვალგახელილმა, შემდეგ კი თვალდახუჭულმა. როგორც წესი, ცაციები ორივე ხელს ქაღალდის ცენტრში ათავსებენ და წერას იწყებენ: მარჯვენა ხელით – მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო მარცხენით – მარჯვნიდან–მარცხნივ. თვალდახუჭულ მდგომარეობაში ისინი მარჯვენა ხელით წერენ ნორმალურად, ხოლო მარცხენით – სარკისებურად.
დახატულის მაკრატლით გამოჭრა კონტურზე(გეომეტრიული ფიგურა, ყვავილი, კურდღელი და ა.შ.). ბავშვი ამას წამყვანი ხელით გააკეთებს.
ჩაატარეთ ასეთი ტესტი: სქელ ფურცელზე ამოჭერით ნახვრეტი და სთხოვეთ ბავშვს, ამ ნახვრეტიდან დაათვალიეროს საგნები. დათვალიერება როგორც წესი წამყვანი თვალით ხდება.
ამბიდექსტრების შესახებ: მსგავსი ტესტების შესრულებისას ისინი სხვადასხვანაირ რეზულტატებს უჩვენებენ. ხშირად წერენ მარცხენა ხელით, ხოლო მარჯვენით ჭამენ(ან პირიქით), ხოლო საყოფაცხოვებო საქმეებს ისინი ხან ერთი ხელით ასრულებენ, ხან – მეორე ხელით.
ქვედა კიდურების ასიმეტრიას იმის მიხედვით იგებენ, თუ დაჯდომისას რომელ ფეხს გადადებენ ზემოდან, ან ნაბიჯის მიახლოებითი სიგრძის მიხედვით. როგორც წესი, ზემოდან გადაიდებენ ხოლმე წამყვან ფეხს და მის მიერ გადადგმული ნაბიჯი შედარებით გრძელია. წამყვან ფეხთან დაკავშირებულია კიდევ ერთი თავისებურება – თვალახვეული მოძრაობისას ასეთი ადამიანი მოცემულ მიმართულებას აუცილებლად გადაუხვევს. რადგან წამყვანი ფეხი უფრო ნაბიჯებს დგამს, ადამიანი, რომელსაც თვალები ახვეული აქვს და ვერ აკონტროლებს მოძრაობის მიმართულებას, იგი გადაუხვევს წამყვანი ფეხის საპირისპირო მხარეს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც ტყეში დაიკარგა, ცდილობს რა იაროს პირდაპირ, აკეთებს დიდ წრეს და იმავე ადგილას ბრუნდება.
სახის მიმიკური მუსკულატურის შესახებ: იგი უფრო მეტადაა განვითარებული და უფრო მოძრავია დომინანტი ნახევარსფეროს საწინააღმდეგო მხარეს. მაგრამ თუ ჩვეულებრივ ადამიანს სახის მარჯვენა მხარე უფრო გამომსახველი აქვს, ვიდრე მარცხენა, ცაციებს საერთოდ – ბავშვებსაც და დიდებსაც– ძალიან ცოცხალი მიმიკა აქვთ, რასაც გარშემომყოფნიც ამჩნევენ.
წამყვანი ყურის განსაზღვრა: როგორც წესი, ადამიანს წამყვან ყურთან მიაქვს ტელეფონის ყურმილი.
წამყვანი თვალის განსაზღვრა: დააჭერინეთ ბავშვს ვერტიკალურად გაშლილ ხელში ფანქარი. მან უნდა დააფიქსიროს თვალით დაახლოებით 3–4 მეტრიდან კედელზე რაიმე განსაზღვული ნიშანი. შემდეგ მორიგეობით დაახუჭინეთ მარცხენა და მარჯვენა თვალი. წამყვანად ითვლება თვალი, რომლის დახუჭვის შემთხვევაშიც ფანქარი მის მხარეს გადადის.
ყველაზე გავრცელებული მითები ცაციების შესახებ:
ითვლება, რომ ცაციები უფრო მშფოთვარენი არიან;
უფრო ხშირად ეჯახებიან ემოციურ აშლილობას;
ხშირად ავადმყოფობენ;
აწუხებთ ძილის დარღვევები.
ემოციურად გაუწონასწორებლები არიან;
აკლიათ თავდაჯერება;
არიან მორცხვები;
უხეშები;
არაპრაქტიკულები;
უჩვენებენ საერთო ინტელექტის შედარებით დაბალ დონეს.
სინამდვილეში ზემოთჩამოთვლილი ნაკლებად შეესაბამება ჭეშმარიტებას. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ გადახედავთ მსოფლიოში ცნობილი ცაციების სიას:
მეცნიერები: ივანე პავლოვი, ისააკ ნიუტონი, ალბერტ ეინშტეინი, ჟორეს ალფეროვი.
კომპოზიტორები: იოჰან სებასტიან ბახი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, პოლ მაკარტნი.
მხატვრები: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, პაბლო პიკასო.
მწერლები: ნიკოლოზ ლესკოვი("ცაცია"–ს ავტორი), ლუის კეროლი, ვლადიმერ მაიაკოვსკი.
მხედართმთავრები: ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ნაპოლეონი.
პრეზიდენტები: აბრაამ ლინკოლნი, ბენჟამინ ფრანკლინი.
მსახიობები: ჩარლი ჩაპლინი, ვუპი გოლდბერგი, მერილინ მონრო, მილა იოვოვიჩი, ჯულია რობერტსი, კიანუ რივზი და სხვა.
და ეს სია არასრულია.
პრაქტიკული გამოკვლევებით დამტკიცებულია: საერთო ინტელექტუალური მაჩვენებლებით ცაცია ბავშვები არაფრით ჩამოუვარდებიან ჩვეულებრივ ბავშვებს( ნუ შეგეშინდებათ სიტყვა "ჩვეულებრივის" და ნუ იფიქრებთ, რომ ცაციაობა რაიმე ნაკლია. იფიქრეთ, რომ თქვენი შვილი არაჩვეულებრივია!), ხოლო ბევრი მათგანი უფრო მაღალ რეზულტატებს და ინტელექტის დონესაც უჩვენებს.
ცაცია ბავშვები უფრო ხშირად არიან დელიკატურები, ვიდრე ჩვეულებრივები და უფრო ნაკლებად ემორჩილებიან სტრესს.
ცაციებს და ამბიდექსტრებს შეუძლიათ უფრო სწრაფად იპოვონ გამოსავალი "გამოუვალი" მდგომარეობიდან.
გამოდის, რომ – იყო ცაცია – სულაც არ არის ცუდი. ამის მიუხედავად, არსებობს რიგი თავისებურებებისა, რომლებიც ცაცია ბავშვის მშობლებმა უნდა იცოდნენ:
ცაცია ბავშვები ხშირად ეჯახებიან გადასხვაფერების პრობლემას, რაც ტვინისათვის ნამდვილ ძალადობას წარმოადგენს, რის შედეგადაც პატარა ცაციას ნერვული სისტემა შეიძლება დაზიანდეს. ამიტომ, აუხსენით მასწავლებელს, რომ თქვენი შვილი ცაციაა და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ მას რაიმე საქმის(თუნდაც მცირეოდენის) გაკეთება მარჯვენა ხელით დააძალონ.
7–8 წლის ასაკი მათთვის წარმოდგენს ძილის დარღვევის, თავისა და მუცლის ტკივილების, ენურეზის, მეტისმეტი აგზნებულობის ან პირიქით – მოთენთილობის, გაღიზიანებულობის და ა.შ. პერიოდს. მაგრამ 10 წლის ასაკის შემდეგ, როგორც პრაქტიკამ უჩვენა, ყველაფერი ნორმაში დგება. მათ აღარ ესიზმრებათ კოშმარები, უმატებენ სწავლას ხდებიან "როგორიც ყველა".
საერთო ჯამში ცაცია ბავშვები ყველაფერზე გაცილებით ძლიერად რეაგირებენ, ადვილად სწყინთ და უფრო მგრძნობიარენი არიან. მაგალითად: პატარა ცაციამ შეიძლება მწარედ იტიროს მულტფილმის გმირის გამო მაშინ, როცა მისივე თანატოლი ჩვეულებრივი ბავშვი ამ დონის თანაგრძნობას სხვისი უბედურების მიმართ მოწიფულობაში აღწევს. აქედან გამომდინარეობს, რომ ცაციებს არ უნდა დაუყვიროთ, წინააღმდეგ შემთხვევავში იგი თავის თავში ჩაიკეტება და მშობლებს შინაგანად დაშორდება.
პატარა ასაკისა და მოზარდ ცაციებს გამწვავებული აქვთ სამართლიანობის გრძნობა.
ცაციები დაჯილდოებულნი არიან მდიდარი წარმოსახვით. ხშირად ფანტაზიორობენ.
რაც შეეხება ცაციების კომუნიკაბელურობას, აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. ბევრი ცაცია ბავშვი ძალიან კომუნიკაბელურია, მაგრამ ახასიათებთ სწრაფი დაღლა მხიარულებისაგან და ისწრაფვიან თავის წყნარ და მშვიდ ოჯახურ "ბუდეში".
და ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: თუ დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი ცაციაა, მწუხარებას ნუკი მიეცემით, არამედ გააფრთხილეთ ამის შესახებ აღმზრდელები და მასწავლებლები, რადგან ბევრ რამეში სახელდობრ მათზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება თქვენი შვილი ნევროტიზებული.
This post has been edited by
teoj
on 15 Jan 2010, 11:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თაიკო
emotional luzer
ჯგუფი: Members
თაიკო
emotional luzer
ჯგუფი: Members
წერილები: 5008
წევრი No.: 107194
რეგისტრ.: 23-December 09
#17438648
· 15 Jan 2010, 13:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
me vs me
მეც მასე მგონია.
teoj
საინტერესო ინფორმაციაა, ვგულისხმობ, რომ არ ვიცოდი ცაციები თუ გაცილებით მგრძნობიარები არიან :ს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
patriciia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
patriciia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16099
წევრი No.: 35185
რეგისტრ.: 21-May 07
#17444593
· 15 Jan 2010, 19:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბებეიაჩემი იყო ეს ამბიდექსტერი, ზოგ რამეს მარჯვენა ხელით აკეთებდა, ზოგს მარცხენათი.
აუთოვებდა მარცხელა ხელით და ყველაფერს საპირისპირო მხარეს დგამდა, უთოს, თვითონ მაგიდას და საეცხის კალათსაც.
ემოციური და ფხუკიანი იყო, მაგრამ ძალიან კეთილი, ბავშვი იყო ფაქტობრივად, დიდი ბავშვი, წმინდა ზრახვების, როგორც პატარა ბავშვი.
--------------------
It seems in after-dinner talk
Across the walnuts and the wine.
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დავიყვანთ ამ თემას საყოფაცხოვრებო ტუტუცობების განხილვამდე, რაც ტონობით მოიძებნება ორივე მხრიდან; ვინაიდან ადამიანის ბუნება უნივერსალურია და პოლიტიკური პლატფორმის კუთვნილებას არ შეესაბამება. (c) ფირალი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
macaco-fast65
Crazy Member
ჯგუფი: Members
macaco-fast65
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4175
წევრი No.: 38762
რეგისტრ.: 23-July 07
#17444711
· 15 Jan 2010, 19:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე მყავს ნაცნობი,რომელიც ცაციაა,მაგრამ მარჯვენა ხელით თუ რამეს აკეთებს მარცხენა ხელსაც ზუსტად ისე ამოძრავებს როგორც მარცხენა ხელს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
emmily40
Member
ჯგუფი: Registered
emmily40
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 78
წევრი No.: 108564
რეგისტრ.: 7-January 10
#17475304
· 17 Jan 2010, 16:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც ამბიდექსტერი ვარ მაგრამ ეს გამოიწვია იმან, რომ ჩემმა იდიოტმა დამრიგებელმა დედაჩემი დაარწმუნა რომ ცაციობა საშინელი რამე იყო და უნდა გადავეჩვიე, მას შემდეგ მარჯვენა ხელით ვწერ, გამიფუჭდა კალიგრაფია და ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ ვეღარც მარცხენა ხელით ვწერ რიგიანად
სხვა მხრივ მშვენივრად ვგრძნობ თავს როცა მარცხენა ხელით ვაუთოვებ, პურს ვჭრი და ა.შ უბრალოდ ჩემები ვერ აღიქვამენ როცა მარცხენა ხელით ვაკეთებ რამეს, წარმოუდგენლად მიაჩნიათ.... როგორც აღმოჩნდა გენიოსი ვყოფილვარ
თან ამ ბოლო დროს წერაც დავიწყე?
დიდი მადლობა თემის ავტორს
--------------------
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შეშლილთა სამყაროში..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Utopian
ჯგუფი: Members
Utopian
ჯგუფი: Members
წერილები: 10167
წევრი No.: 58734
რეგისტრ.: 17-April 08
#17475360
· 17 Jan 2010, 16:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე ვიყავი ცაცია და ახლა რატომ აღარ ვარ არ ვიცი
აშკარად არავის დაუშლია მარცხენათი წერა
--------------------
my sweet prince ♥
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vasasi
თვითკმაყოფილი
ჯგუფი: Members
vasasi
თვითკმაყოფილი
ჯგუფი: Members
წერილები: 3986
წევრი No.: 62004
რეგისტრ.: 22-May 08
#17475419
· 17 Jan 2010, 16:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
არისტოტელე, ტიბერიუსი, მიქელანჯელო, გაიუს იულიუს კეისარი, ლეონარდო და ვინჩი, ალექსანდრე მაკედონელი, ჟანა დ’არკი, კარლოს დიდი, ნაპოლეონი, ნიუტონი, ჩაპლინი, ლუის კეროლი, პაბლო პიკასო, აინშტაინი, მაჰათმა განდი, ადოლფ ჰიტლერი, ნერონი, ოტო ბისმარკი, ბენჯამინ ფრანკლინი, უინსტონ ჩერჩილი, ფორდი, ჯორჯ ბუშ-უფროსი, ჯორჯ ბუშ-უმცროსი, ბილ კლინტონი, ფიდელ კასტრო, დედოფალი ვიქტორია, ისააკ ნიუტონი, ბილ გეიტსი, როკფელერები, ნიკოლო პაგანინი, ბეთჰოვენი, შოპენი, ჰანს ქრისტაინ ანდერსენი, ჰერბერტ უელსი, მარკ ტვენი
ჩემი სახელი აკლია ამას...
მე სკოლაში მიშლიდნენ, მაგრამ ჯიუტი ვარ საშინელი...
ისე, ცაციობა დისკომფორტს ქმნის ბევრგან. მაგალითად, ფოტოაპარატის ხმარებისას ვიტანჯები, ღილაკი რომ მარჯვნივ აქვს..
--------------------
http://www.vasassi.com/
ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!...
ჰიტლერს უყვარდა ბავშვები!..
თქვენ ხართ ჩემი პრეზიდენტი!.. :yes:
მართლაც, რა დასამალია, რომ ძალიან კარგი ვარ?!.. :ბოლი:
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(23)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1135 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.