განვიტვირთო ცოტა პოლიტიკისგან და თან კეთილი საქმეც გავაკეთო

ერთხელ, ზედა, გიჟების განყოფილებაში (

) დებატებისგან დაღლილი დედალ-მამალში დასასვენებლად ჩამოვედი და აქ ერთი თემა დამხვდა: გოგონა წერდა, მახინჯი ვარ და არავის მოვწონვარ, თავი მეზიზღებაო, თუ რაღაცა ასეთს. მეორე თემაში კი შემხვდა გამოთქმული მოსაზრებები, რომ იმისათვის, რომ ლამაზი ქალი შეაბა, ბევრი ფული უნდა გქონდესო.

ეს ქართული სტერეოტიპები მართლაც მყარად არის ჩვენში გამჯდარი, რაც ბევრი ადამიანისათვის ჩვენ ქვეყანაში კომპლექსების საფუძველი ხდება. იმ ქალებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ სილამაზის უქონლობის გამო ვერ მიაღწიეს ცხოვრებაში ვერაფერს, ხოლო იმ მამაკაცებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მდიდარი და წარმატებული მამაკაცებისათვის მხოლოდ გარეგნულად ლამაზი ქალია მთავარი, რომელსაც ფულით იყიდიან და არა რეალური სიყვარული, მე უბრალოდ ფოტოებს წარმოგიდგენთ. შეხედეთ მათ და თავად გამოიტანეთ დასკვნები
გოგონებო, აი მაგალითად, ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებზე გამოსახული ქალები, თქვენც ხედავთ, როგორები არიან, მაგრამ ისინი მილიარდერების, ან ცნობილი და ულამაზესი მამაკაცების ცოლები არიან, ჩემ უფროს დას კი ძიძა ჰყავს თავისი ბავშვისათვის აყვანილი, ისეთი ლამაზი ქალია, ისეთი ლამაზი, რომ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მონიკა ბელუჩის ჰგავს. ულამაზესი სახე, ტანი, თმები, 42 წლისაა, ქმარს დიდი ხანია გაშორდა, მეორედ ვეღარ გათხოვდა, შვილი არ ჰყავს და ახლა ძიძად მუშაობს 400 ლარზე. აი მახინჯი ანა ვიოციცკი კი 18 მილიარდის მფლობელი სერგეი ბრინის ცოლია

ახლა თქვენ თვითონ თქვით, ბედნიერებისა და წარმატებისათვის რა არის საჭირო, სილამაზე თუ ჭკუა?

იქნებ იღბალი? მაგრამ იღბალს ადამიანები ძირითადად ჩვენ თვითონვე ვქმნით.
სილამაზეს რაც შეეხება, განა ცოტა გინახავთ ისეთი ქალი, რომელიც კაცმა რომ თქვას, დიდი არაფერია გარეგნობით, მაგრამ ისეთ იმიჯს იქმნის, რომ ყველას ლამაზი ჰგონია. როგორ ფიქრობთ, ქართულ-სომხური გარეგნობის, შავტუხა, თეძოგანიერმა თიკა კანდელაკმა, მსოფლიოს უალამაზესი ქალების ქვეყანაში, რუსეთში, როგორც მოიპოვა ულამაზესი ქალის სტატუსი, როგორ იშოვა მილიონები და როგორ გაიგდო ფეხქვეშ მილიარდერი მამაკაცები (ქარიმოვი, სავარაუდოდ, პროხოროვიც). ასე რომ ჩემო ძვირფასო ქალბატონებო

მთლად ისეც არ არის საქმე, როგორც გგონიათ. ნუ დაუჯერებთ იმათ, ვინც გაკომპლექსებთ. ყველაფერი გამოვა ცხოვრებაში, თუ ადამიანმა მოინდომა

მთავარი თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობაა და დანარჩენი ყველაფერი მოვა
პრისცილა ჩანი - მარკ ცუკერბერგის (20 მილიარდი) ცოლი

ანა ვოიციცკი - გუგლის დამფუძნებლის, სერგეი ბრინის (18 მილიარდი) ცოლი

დებორა ლი ფერნესი - ჰიუ ჯეკმანის ცოლი

ჯო გრინი - ჰიუ ლორის ცოლი

ვენსან პერესი და კარინ სილა

პირს ბროსნანი და მისი ცოლი

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დამეზარა ფოტოების ძებნა და ატვირთვა. მაგ კუთხით ცნობილი პოლიტიკოსების, პრეზიდენტების, მინისტრების და სხვა ძლიერთა ამა ქვეყნისათა ცოლების ფოტოების მთელი კოლექციის გამოფენა შეიძლება მაგრამ თუ დაგაინტერესებთ, თქვენი თვითონ დაგუგლეთ. მე მიმართულება მოგეცით და დასკვნებისთვის მგონი ესეც საკმარისია