მეგობრებო, მოგმართავთ ყველას არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია ხართ თუ პოზიცია, ან თუნდაც საერთოდ აპოლიტიკური პიროვნება ბრძანდებით.
დღესდღეობით ვერც განვითარებულ და ვერც განვითარებად ქვეყნებს ვეღარ წარმოუდგენია ინტერნეტის გარეშე ცხოვრება.
მოგეხსენებათ ბევრ ქვეყანაში სწორედ ინტერნეტის საშუალებით შეძლეს ქვეყნებმა რევოლუციების მოწყობა და გათავისუფლება დიქტატურისგან.
მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ნებისმიერ რევოლუციებს და ნებისმიერ მოწოდობას ხელისუფლების დამხობის თუნდაც მშვიდობიანი ფორმებით, მე ვთვლი რომ ნებისმიერი ხელისუფლება, კარგიც და ცუდიც უნდა იცვლებოდეს არჩევნების გზით, მაგრამ ჩემი აზრით ინტერნეტი საზოგადოებას საშუალებას აძლევს გაერთიანდეს, გაერთიანდეს ნებისმიერი უსამართლობის, ნებისმიერი არასწორი კანონის, არასწორი ქცევის, არასწორი გამოვლინებების წინააღმდეგ და ეს გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტით.
არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვის გუნდშია, ვინ ვის უჭერს მხარს, ეს არის საშუალება საზოგადოებამ აიღოს ხელში ძალაუფლება, აკონტროლოს და ასევე დაიცვას ნებისმიერი ხელისუფლება გადაცდომებისგან, არასწორი ქცევებისგან, არასწორი გამონათქვამებისგან, მოტყუებისგან.
მეგობრებო ყველა ნორმალურ ქვეყანაში სწორედ რომ საზოგადოების აქტიურობით, საზოგადოების ჯანსაღი პროტესტით, ნებისმიერ უკუღმართობის წინააღმდეგ საზოგადოების ერთიანობით კონტროლდება ხელისუფლება და სწორედ ამიტომ არის ევროპაში, ამერიკაში და მსგავს ქვეყნებში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება.
ჩემი ეს პოსტი ეხმიანება არსებულ თემას: ბიძინა შენც მიშას ბაძავ, ლაიქების მატების სისწრაფე.
ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის საწინააღმდეგო კამპანია, ეს არის ტყულის, ხალხის თვალებში ნაცრის შეყრის საწინააღმდეგო, ეს არის ნებისმიერი უკუღმართობის საწინააღმდეგო კამპანია და თუ გინდათ მოწოდება.
პატივისცემით.
იხ.
გამოვდივარ ინიციატივით ვინც სააკაშვილს არ უჭერთ მხარს ყველამ გააუქმეთ ლაიქი მის ფეისბუქის გვერდზე. გთხოვთ გაავრცელოთ, ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ.
თუ გინდათ ბიძინას მოწინააღმდეგეებმაც გააკეთეთ იგივე.
პ.ს. მე ვიქნები პირველი.
ბიძინ შენც მიშას ბაძავ? This post has been edited by ზაზა_147 on 22 Mar 2012, 16:50