თბილისი (BPI) - აშშ–ს ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ახალი კვლევა ჩაატარა თემაზე: "საზოგადოების განწყობა საქართველოში“.
კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 22 თებერვლიდან 5 მარტამდე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 3 161 ადამიანმა მიიღო. NDI–ს კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრმა ჩაატარა.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 36%-სთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო 31%-სთვის კი ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რესპოდენტთა უმრავლესობისთვის (63%) კი პრიორიტეტი სამუშაო ადგილებია.
კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად კომუნალურ მომსახურებას, ელექტროენერგიაზე ნაგვის გადასახადის მიბმასა და ტრანსპორტის ღირებულებას მიიჩნევეს.
კვლევის მიხედვით, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას რესპოდენტთა 70% ემხრობა, ასევე გამოკითხულთა 66%-სთვის მისაღებია პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება, რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ, თუ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საელჩოებს გაიწვევს, მაგრამ რუსეთთან ქვეყნის დღევანდელი ურთიერთობის ფორმა გამოკითხულთა 88%-ს არ მოსწონს.
კითხვაზე, ხვალ რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხულთა 64%-მა დადებითად უპასუხა. არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა გამოკითხულთა 36%.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას გამოკითხულთა 70% ემხრობა. გამოკითხულთა მხოლოდ 8% მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა არ უნდა აღუდგეს.
ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას რესპონდენტთა 65% არ ეთანხმება, ხოლო 13% მიიჩნევს, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სწორი გადაწყვეტილება იყო.
კვლევის თანახმად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ქალაქ ლაზიკას მშენებლობის შესახებ გამოკითხულთა 84%-სთვის არის ცნობილი, 13%-მა კი ამ ინიციატივის შესახებ არ იცის. აღნიშნული 84%-დან, რომლისთვისაც ცნობილია ეს ინიციატივა, ლაზიკას მშენებლობას მხარს უჭერს 59%, 27% კი ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატიაა
http://bpi.ge/index.php?option=com_content...7-42-27&lang=ka
მიმაგრებული სურათი