#30319318 · 21 Mar 2012, 15:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
20 მარტი . კაკო ბობოხიძე - ვინ ჩემი ფეხებია აშშ-ს ელჩი ჯონს ბასი 21 მარტი - გოკა გაბაშვილი - აღშფოთებულები ვართ , ამერიკელმა ჯარისკაცმა 16 კაცი მოკლა ავღანეთში. 23 მარტი მიხეილ სააკაშვილი- ჩვენ გავაკეთებთ ტანკებს და თვითმფრინავებს, ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს მარტო. 24 მარტი მიხეილ მაჭავარიანი- აშშ-ში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია 27 მარტი ხათუნა გოგორიშვილი - ამერიკაში არჩევნები არც ისე იდეალურად ტარდება. მცირე დოზით მაგრამ მაინც აყალბებენ. 29 მარტი ნუგზარ წიკლაური - ჩვენ რუსეთის ბაზარი უნდა დავიბრუნოთ აუცილებლად. ქართული ღვინო და ბორჯომი უნდა გავიტანოთ. 1 აპრილი მიხეილ სააკაშვილი- ჩვენ შევალთ ნატოში აუცილებლად. 2 აპრილი მიხეილ სააკაშვილი - ნატოს თუ არ ვჭირდებით , არც ჩვენ გვჭირდება ის! 4 აპრილი გრიგოლ ვაშაძე- დროა გადავხედოთ საგარეო ვექტორს. 5 აპრილი ვერა ქობალია - ქართული ეკონომიკას ჰაერვით სჭირდება რუსული ბაზარი. 7 აპრილი - ბაჩო ახალაია - რამდენი ქართველი ჯარისკაცი უნდა დაიღუპოს უაზროდ ავღანეთში? კმარა! 10 აპრილი - დიმა შაშკინი - საჭიროა სკოლებში აღდგეს რუსული ენის სწავლება. დოსტოევსკი და ჩეხოვი რომ არი იცის ბაშვმა ის ბავშვი არის ხულიგანი! 12 აპრილი - მიხეილ სააკაშვილი - მე საბჭოთა უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული და ამით ვამაყობ! 14 აპრილი - სვიმონ მასხარაშვილი - რუსეთს რომ არ ვეხსენით მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, სპარსები და ოსმალბი გადაგვყლაპავდნენ! 15 აპრილი , რუსთავი 2, საზ. მაუწყებელი და "იმედი" გადმოსცემენ პირდაპირ რეპორტაჟს მოსკოვის მაცხოვრის ტაძრიდან, სადაც პატრიარქი კირილი აღავლენს სააღდგომო წირვას. ხრიტოს ვასკრეს! 17 აპრილი, პრეზიდენტი დიპლომატებს მასპინძლობს. ჯონ ბასს მოსაწვევს არ უგზავნიან. 22 აპრილი - საპარლამენტო უმრავლესობა ფეხზე წამოდგომით და წუთიერი დუმილით აღნიშნავს ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 142-ე წლისთავს. 24 აპრილი ნინო კალანდაძე - მოსალაპარაკებელი რუსებთან კიდევ ბევრია. 25 აპრილი გიგა ბოკერია - მზად ვარ მოსკოვში ჩავიდე და დავიწყოთ ყინულის გალხვობა. აფხაზეთის და სამაჩაბლოს გასაღEბი კრემლში დევს. 30 აპრილი - მიხეილ სააკაშვილი - თუ ჩიკაგოში მაპი მაინც არ მოგვცეს, ავღანეთიდა ჯარებს გამოვიყვანთ 8 მაისი - მიხეილ სააკაშვილი - ხვალ დიდი დღეა! 9 მაისი მიხეილ სააკაშვილი იბარებს აღლუმს და სამამულო ომის ვეტერანებს ხვდება. 14 მაისი- დავით იაკობაშვილი და კახა ლომაია- ჩვენ ველით პრეზიდენტს ჩიკაგოში, მგონი მაპის მოცემას არ აპირებენ 17 მიხეილ სააკაშვილი - ამათი დედები მოტყვანა, არაფერი მაქვს ამათთან სახვეწარი. ჩვენ ნატოს ნიღაბი ჩამოვხსენით! 18 მაისი - დავით დარჩიაშვილი- ევრაზიის კავშირი მზარდი და განვითარებადი ორგანიზაციაა. 19 მაისი ნიკა გილაური-ჩვენი ეკონომიკური წინსვლის საიდუმლო ევრაზიის კვშირში არის! 22 მაისი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის ალექსანდრე ლუკაშენკო. 24 მაისი- უგო ჩავესი აღფრთოვანებულია განახლებული პლეხანოვით. 30 მაისი მიხეილ სააკაშვილი - აღსადგენიე პროგრამა "ვესტნიკი" და აუცილებელია რუსულენოვანი საინფორმაციო პროგრამის გაკეთება. საქართველოში უამრავი რუსულენოვანი მოსახელა, ჩვენ მათი უფლებები უნდა დავიცვათ! 10 ივნისი - ზურაბ ჭიაბერაშვილი - მე და ონიშჩენკომ მოვილაპარაკეთ, ბორჯომი და ღვინო რუსეთში ბრუნდება! 11 ივნისი - გიგი წერეთელი - ბენიერი ვარ რომ რუსეთთან ავიარეისებ აღდგება. ჩვენ ვეღარაფერი წაგვაჩხუბებს! 14 ივნისი- გრიგოლ ვაშაძე- მე დღეს ჯონ ბასს საპროტესტო ნოტა გადავეცი. 15 ივნისი - მიხიელ სააკაშვილი- ზანგების და მაიმუნების დრო უნდა წავიდეს! 16 ივნისი ნათია მოგელაძე აშშ-ს საელჩოში ფინანსური შემოწმებით შედის და ჯონ ბასს თავის კონსულებიანად აშიშვლებს. 20 ივნისი რუსეთის საელჩოს საზეიმო გახსნაზე მიხეილ სააკაშვილი სერგო ორჯონიკიძის ძეგლს ხსნის. 21 ივნისი რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (თინა კანდელაკი) - ჩვენ მეგობრობის გარდა სხვა გზა არ გვაქვს! 27 ივნისი აკო მინაშვილი- რუსეთი საქართველოს ერთმორწმუნე და ისტორიული მეგობარია! 28 ივნისი - მიხეილ სააკაშვილი - სირცხვილია საქართველოში სტალინის ძეგლი არ იყოს. 4 ივლისი - მიხეი სააკაშვილი - დღევანდელი დღე არის სამგლოვიარო დღე დიდი ბრიტანეთისთვის. ამ დღეს ამერიკელმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა! ვუსამძიმრებთ მოძმე ბრიტანელ ხალხს! 5 ივლისი - შსს ჯონ ბასის თანაშემწის აღიარებით ჩვენების ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. 11 ივლისი - ბოლო ქართველი ჯარისკაცი ტოვებს ავღანეთს და ერაყს. 15 ივლისი- ბარაქ ობამა - ბასი გამოუშვით თქვე ფარჩაკებო! 17 ივლისი - მიხელ სააკაშვილი- ბარაქ ობამა ვერ იტანს საქართველოს! მაგრამ ვერ დაგვაჩოქებს , ვერასოდეს დააჩოქებს იმპერიალისტური ამერიკა ამაყ საქართველოს. 20 ივლისი ვლაიმერ პუტინი აუქმებს აფხაზეთის დამოუკებლად ცნობის გადაწყვეტილებას. 21 ივლისი მიხეილ სააკაშვილი - მე მჯეროდა პუტინის ყოველთვის! 29 ივლისი - საქართველოს პარლამენტი იღებს დადგენილებას აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. 8 აგვისტო - იმართება სატელევიზიო ხიდი მოსკოვსა და თბილისს შორის სახელწოდებით "შერიგება, ცრემლი და მონანიება" 12 აგვისტო - ვანო მერაბიშვილი- რეპის, ჰოპ ჰოპის და სოულის მოსმენაზე ადმინისტრაციულ ჯარიმად მძღოლებს 1000 ლარი დაეკისრებათ. 14 აგვისტო - ვანო მერაბიშვილი - დაპატიმრებულია აშშ-ს 20 აგენტი, მათ შორის, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და სოზარ სუბარი. 18 აგვისტო, გრიგოლ ვაშაძე- დღეს საქართველოს ბოლო ამერიკელი დიპლომატი დატოვებს. დროა ქართველმა ხალხმა გაითავისუფლოს თავი უღელისაგან! 25 აგვისტო კონტროლის პალატა ლუქავს კოკა-კოლას და მაკდონალდსს . 28 აგვისტო - ეროვნული ბანკი აშშ დოლარის დახურდავებაზე ჯარიმას აწესებს. 4 სექტემბერი - დავით ბაქრაძე- რუსეთის საკანონმდებლო ბაზა იდეალურია, მე ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ბორის გრიზლოვთან. 15 სექტემბერი - მიხეილ სააკაშვილი- დარწმუნებული ვარ ასტანას სამიტზე ევრაზიის კავშირში მიგვიღებენ. ჩრდილო თერგული კურსი ერთადერთი სწორი კურსია! 18 სექტემბერი - ბიძინა ივანიშვილი- ჩემი ქონების ნაციონალიზაციას აპირებენ. 20 სექტემბერი - მიხეილ სააკაშვილი "ქართუ ბანკი" ქრთელ ხალხს დაუბრუნდა. 22 სექტემბერი - აშშ-ს ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ალასანიას და თინა ხიდაშელის ადვოკატები ბაქოს სასამართლოში სარჩელს აგზავნიან 25 სექტემბერი - დიმა შაშკინი ივანიშვილის შუშის სასახლეში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ხსნის. 1 ოქტომბერი - მიხეილ სააკაშვილი - ხვალ არჩევნებია, ჩვენ გავიმარჯვებთ, იმპერიალიზმი დამარცხდება! 2 ოქტომბერი - ლაშა ხარაზიშვილი, ეგზიტპოლები უჩვენებს რომ საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ერთმა პარტიამ გადალახა. 13 ოქტომბერი ცესკოს თავმჯდომარე - არჩევნები შედგა , 150 ვე მანდატს "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს. საჩივრები არ მიიღება. 20 ოქტომბერი - მიხეილ სააკაშვილი - დროა გადავდგე. 21 ოქტომბერი - დავით ბაქრაძე- საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერ მინისტრის პოსტზე.
--------------------
ვყიდი ოპელის სარკეებს!ახალი მოპარულია!იაფად:)
|