crocodile
მიყვარს გემრიელი ადამიანები

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8749
წევრი No.: 82754
რეგისტრ.: 19-January 09
|
#34111570 · 28 Nov 2012, 20:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰმ.. გადახვევით დავიწყებ, ლირიკულით. შევარდნაძის დროს ხარაგოულის გამგებელი გახლდათ ვინმე ებანოიძე, ფიზიკურად დიდი და ძლიერი, კაი მსმელი და პურის მჭამელი. ეგ იყო კახელ მეღვინეებს რომ დაენაძლევა - 6 ლიტრ კახურ ღვინოს დავლევ კაი სუფრაზეო და ერთი ცისტერნა ღვინო მოუგო ნაძლევში. ერთხელაც ჰუმანიტარული დახმარება დაარიგეს ხარაგოულის რაიონში. ყველას არ შეხვდა ან იმდენი არ შეხვდა ეს დახმარება. მძიმე დრო იყო, ბლინ... მახსოვს. ერთი ქალბატონი დაუდარაჯდა ამ ებანოიძეს და უსაყვედურა - რა უყავით ამ დახმარებას, სად წაიღეთ და სად გააქრეთო. ამოიხვნეშა ტიპმა, რა უნდა ეთქვა... ხშირად ამ დახმარების შემოტანას არა სახელმწიფოები, არამედ მცირე გაქანების ჰუმანიტარული ორგანიზაციები, ზოგჯერ - კერძო პირები ახორციელებდნენ. ამიტომაც ეს დახმარება ხშირად არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორც გვსურდა ან წარმოგვედგინა. ადგილობრივი თვითმმმართველობას ასეთ დროს მხოლოდ განაწილება და დარიგების ორგანიზება ევალებოდა. ამას სჭირდებოდა ხალხი, ფიზიკური ძალა. ვინ იცის, ამათგან ზოგი იქნებ მართლაც "ხეირობდა", მაგ. დღის ბოლოს ამოიჩრიდა ერთ ბოთლ ზეთს ქურთუკის ქვეშ, იღლიაში და მიჰქონდა სახლში... ამოიხვნეშა მოკლედ ტიპმა. - ქალბატონოო, ხომ ხედავთ რამხელა ვარო? - კიო, დიდი ხარო, შვილო - მერე მე ამხელა კაცს ცოტა ჭამა მინდაო? - ბევრი ჭამა გენდომებაო - ჰოდა, მე შევჭამე ეგ ჰუმანიტარული დახმარება და რაც მომრჩა, ქე დაგირიგეთ თქვენო მე არ ვიცი ეგ ებანოიძე როგორი გამგებელი იყო, როგორი კაცი და პიროვნება, ემდუროდა ხალხი თუ ემადლიერებოდა. ეგ ვიცი, რომ იყო ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის (ირაკლი წერეთელი) წევრი.
ჰოდა დალოცვილებო (გადმოუხვევ აწი), როგორ ხდება, რომ თვითმმართველობაში, პოლიციაში, შემოსავლებში, გასავლებში, კუდში, სოდში, მერიის სამსახურებში, შპს-ებში, სააქციო საზოგადოებებში და ათას ჯანდაბაში და დოზანაში სულ ნაციონალები, მათი მხარდამჭერები და მათი მეგობრები იყავით... და თან დააჯერეთ დასავლეთი, რომ დემოკრატიის შუქურა ვიყავით რეგიონში. თუ ვინმეს ხელი წაავლეს , ან დაკითხვაზე გამოიძახეს, ან შესამოწმებლად შევიდა კომისია, ან საბუთები გამოითხოვეს - პოლიტიკური დევნააო პოლიციაში, ჯარში, ციხეებში - პროკურატურაში, სასამართლოში - გაზის, ბენზინის და ა.შ ბიზნესში - სახელმწიფო დაკვეთებზე, ტენდერებზე - მერიის სამსახურებში, გამგეობებში - საზ. მაუწყებელში, კომერციულ ტელევიზიაში - საგადასახადო, საშემოსავლო სამსახურებში - განათლებაში, სპორტში, ჯანმრთელობის დაცვაში - მეცნიერებაში - ყველგან პოლიტიკური დევნა როგორაა ბიჯო, ყველგან თქვენ რავა იყავით, თქვენ შეგჭამათ ტარაკანამ ერთპარტიული მმართველობა გქონიათ და რატომ არაფერს გვეუბნებოდით? ან დასავლეთი როგორ ატყუეთ აქამდე და ატყუებთ ახლაც თქვე კეთილმოწყობილებო, ერთი ებანოიძე როგორ არ გყავდათ, მოსაჩვენებლად მაინც? თქვე კეთილმოწყობილებო ... თქვე კეთილმოწყობილებო ....
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|