http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...-ithkhoven.htmlგაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტები 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართავენ.
ჟურნალისტებმა გიორგი მამაცაშვილმა და ბექა სივსივაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მხარდაჭერით მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" საპროტესტო აქცია გამართეს.
ბექა სივსივაძის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს, პოლიციის თანამშრომლებმა და სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ისინი სასტიკად სცემეს, ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობას, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ ჩატარებულა. დღეს ისინი ოფიციალურად მიმართავენ პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით.
ჟურნალისტების ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოში უნდა ამოწურონ სამართლებრივი მექანიზმები, რის შემდეგაც ევროპულ სასამართლოს მიმათავენ. მისი თქმით, ამ საქმეზე არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა და დამნაშავეები არ დასჯილა.
აქციაზე იმყოფებოდა "სახალხო კრების" წარმომადგენელი ნონა გაფრინდაშვილი, ასევე "დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, ჟურნალისტები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტარები ლევან ვეფხვაძე, ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე.