მოკლედ ესეთი სიტუაცია მაქვს.
2 კვირის წინ X5 ჩამომივიდა 2001 წლის 4.4 ძრავზე, მეუღლისთვის რა თორე ჩემი სტილი არაა

სანაპიროზე მივდიოდით და თითქოს ბენზინი გათავდა.არადა იყო საწვავი ბაკში. ჩავასხი 5 ლიტრი და დაიქოქა და წავიდა მარა 10 კილომეტრში ისევ ისეთი რამ დაემართა.
ნუ ბენზინის ფილტრი ვიფიქრე და შევაცვლევინე ეგრევე. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ჩაბევით ჰაერსაც არ ატარებდა ბენზისნ კი არა. ნუ გასწორდა და წამოვედი. მის მერე დაეწყო დილით გვიან დაქოქვა ანუ აგვიანებდა 4-5 წამს და მერე იშვებდა. ეხლა 3-4 დღეა ძალიან იგვიანებს.
ნასოსი ბრალი ვიფიქრე მივიყვანე ხელოსანთან ვაშლიჯვარში, ამოიღო ნასოსი და კარგიაო წნევას კარგათ იკავებსო. მერე მეორე დამხმარე ბაკის ნასოსი ნახა და იქ თურმე სალნიკი ფუჭდება და ის რეზინა შეცვალა მარა არც იმან უშველა.
მოკლედ ეხლა ესეა დილით ან დიდხანს რო გააჩერებ 1 წუთი მაინც უნდა ატრიალო რო დაიქოქოს, თუ ჩააქრე და ეგრევე დაქოქე კარგათ იქოქება. ნუ 1-2 ცუთის მერედაც და უკვე 15 წუთის მერე უჭირს..
თუ ვინმეს გქონიათ ესეთი შემთხვევა მირჩიეთ რა უნდა იყოს ?????