უცნობი: ალო, გამარჯობა, ჯიგარო...
ნუგზარ ბოჭორიშვილი: რომელი ხარ?
უცნობი: შენ ძალიან კარგად იცი, რომელი ვარ.
ნუგზარ ბოჭორიშვილი: ააა, ახალაიას ბიჭები?
უცნობი: მომისმინე აქეთ, ხვალე, 2 საათზე საქართველოს საელჩოსთან მოხვალ. დათა რასაც დაგელაპარაკება, ყველაფერი ეგრე იქნება. მოთანხმებულია ყველაფერი მაღალ დონეზე.
ნუგზარ ბოჭორიშვილი: მომისმინე, ერთი წუთით...
უცნობი: არ მინდა მე შენი მოსმენები და ისენი ეხლა. ევროსასამართლოებში იმეებს თავი გაანებე.
ნუგზარ ბოჭორიშვილი: თუ რამე გინდათ, წინადადებებით მიმართეთ ადვოკატებს.
უცნობი: მომისმინე კაროჩე, ნუ ეთამაშები შენ შენს სიცოცხლეს, ბრატუხა!
ნუგზარ ბოჭორიშვილი: ნუ მემუქრები, რა!
უცნობი: მოიფიქრე შენ, რაზეც იყო ლაპარაკი?
ნუგზარ ბოჭორიშვილი: მომისმინე, მე მოვიფიქრე და კიდევ ერთხელ გეუბნები, ელაპარაკეთ ადვოკატებს!
უცნობი: ეს არის შენი ბოლო სიტყვა?
ნუგზარ ბოჭორიშვილი: კი, ეგ არის ჩემი ბოლო სიტყვა, თუ რაიმე გინდათ, ოფიციალურად შესთავაზეთYადვოკატებს.
უცნობი: კაროჩე, მაშინ შენ შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა!
1 მარტს ნუგზარ ბოჭორიშვილმა მუქარის ფაქტზე მიმართა ათენის პოლიციას, რაზედაც წინასწარი გამოძიება დაიწყო.
20 დღის შემდეგ, მუქარა სისრულეში მოიყვანეს და ბოჭორიშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ის ამ ყველაფერს საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას უკავშირებს.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სამუდამო პატიმრობამისჯილ ნუგზარ ბოჭორიშვილთან.
"ათენის ერთ-ერთ რაიონში, მენიდში არის ტავერნა, სადაც, დაახლოებით, 9-ის ნახევარზე შევიარე სავახშმოდ. იქედან რომ გამოდიხარ, მარცხნივ არის ასახვევი, სადაც დაახლოებით, 3 კილომეტრიანი ტყიანი და დაუსახლებელი მონაკვეთია. მთისკენ მიდიხარ ამ გზით, სადაც გასართობი ცენტრია. იქ მეგობრები მეგულებოდნენ და წავედი. Dდაცვა აღარ წამიყვანია. დაახლოებით, 9 საათი იქნებოდა უკვე. Aამ ტყიან გზაზე რომ მივდიოდი, უკნიდან ვიღაც დამეწია მანქანებით და ფარებს მინთებდა და თან მისიგნალებდა. დაახლოებით ისე, ნაცნობებმა რომ იციან ხოლმე, ფარების ანთებით გაჩერებას რომ განიშნებენ. შევანელე მოძრაობა და როგორც კი გაუსწორდა ჩემს ფანჯარას, ჩამოწია ფანჯარა. იგივეს გაკეთებას ვაპირებდი მეც, მაგრამ ხელი არ მქონდა მოკიდებული კნოპკაზე, რომ რაღაც რკინა დავინახე და სროლის ხმაც გავიგე. Nნამდვილად ვერ გათვლი ასეთ რამეს, უბრალოდ ინერციით, ინსტიქტურად გადავვარდი უკან.
http://gurianews.com/index.php?option=com_...s-tv&Itemid=185