როგორც ჩანს, Electronic Arts არ ხუმრობს და მას სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი სტრატეგიული სერიის, Command & Conquer-ს აღორძინება. წინა კვირას, VGA 2011-ზე, კომპანიამ გააკეთა მაღალბიუჯეტიანი Generals 2-ის ანონსი, მაგრამ ამაზე არ შეჩერებულა. საკუთარ ოფიციალურ სატზე, პირველად გამოჩინა ინფორმაცია Command & Conquer Tiberium Alliances-ს შესახებ. ანონსი თანდაყოლილი იყო მისამართით, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ დახურულ BETA ტესტში, ამისათვის საიტზე უნდა დარეგისტრირდეთ და დაელოდოთ ელექტრონულ წერილს, რომელსაც გამოგიგზავნიან თქვენს მიერ მითითებულ email მისამართზე. ამის გაკეთება შეიძლება აქ.
როგორც აღმოჩნდა, თამაში არის ბრაუზერული MMO სტილის. ის იქმნება HTML 5-ის ტექნოლოგიის ბაზაზე, ამიტომ ყველა არსებულ ბრაუზერს აქვს მისი ჩართვის საშუალება, ასევე მობილურ მოწყობილობებსაც შეუძლიათ თამაშის მხარდაჭერა.
ადვილია მისახვედრად, რომ პროექტის მთავარი თემა არის ომი ძვირფასი რესურსისთვის, სახელად Tiberium. სერიის ბოლო ნაწილები სწორედ ამ თემატიკაზე იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თემა ბოლომდე არ ამოწურულა. ასარჩევად იქნება ორი მხარე, Global Defense Initiative (GDI) ან საძმო NOD. არჩევნის მიღების შემდეგ, მოთამაშეებს შეეძლებათ შექმნან საკუთარი ალიანსი და დაიწყონ ბრძოლა რესურსებისთვის გლობალურ რუკაზე. გეიმფლეის მხრიდან არაფერი განსხვავებული არ გველოდება, გამოყენებულია იგივე კონცეფცია, რომელიც დამახასიათებელია Command & Conquer-ს სერიის თამაშებისთვის. რა თქმა უნდა, გარკვეული ელემენტები შეიცვლება, რათა თამაში პასუხობდეს ბრაუზერული პროექტის სტანდარტებს.
ბევრს ძალიან მოეწონება წარწერა, რომელიც ოფიციალურ სატზეა სულ ქვევით არის განთავსებული – PLAY4FREE. პროექტის თამაშისათვის, თქვენ არანაირი თანხის გადახდა არ მოგიწევთ, თუმცა საუკეთესო განახლებებისთვის და განვითარების დასაჩქარებლად, მაინც უნდა გაიღოთ ფიზიკური ვალუტა.
დეველოპერის როლში გამოდის გერმანული სტუდია Phenomic, ცნობილი ისეთი პროექტებით როგორიცაა – SpellForce, BattleForge და Lord of Ultima. ჯერ-ჯერობით, გამოსვლის ზუსტ თარიღზე არაფერია ცნობილი, როგორც ვთქვით, თამაში ტესტირების სტადიაზეა. მანამდე, შეგიძლიათ ნახოთ ანონსის თრეილერი და კომენტარებში გამოთქვით საკუთარი აზრი ამ პროექტთან დაკავშირებით.
http://all.tamashi.ge/trailers/23447-cc-ti...ce-trailer.htmlჩემი კომენტარი: