#30366634 · 24 Mar 2012, 01:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვერ ვნახე თემა სელაპებზე და გადავწყვიტე გამეხსნა საკაიფო ცხოველია თეთრმუცელა სელაპი (Monachus monachus), ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. გავრცელებულია კანარისა და მადეირის კუნძულების ზონაში, აღმოსავლეთით — ხმელთაშუა ზღვის გავლით შავ ზღვაში, სადაც მხოლოდ (ისიც იშვიათად) ბულგარეთის სანაპიროებთან გვხვდება. თეთრმუცელა სელაპის სხეულის სიგრძე 3-3,8 მ-ს აღწევს. იკვებება თევზებითა და მსხვილი კიბოსნაირებით. მცირერიცხოვნების გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. 1982 წელს გამოცემულ "საქართველოს წითელ წიგნში" შეტანილია როგორც მეტად იშვიათი და მცირერიცხოვანი, გადაშენების გზაზე მდგარი, თუმცა ამჟამად საქართველოს სანაპირო წყლებში იგი უკვე გადაშენებულია და 2006 წელს დამტკიცებულ საქართველოს ”წითელ ნუსხაში” მას მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კატეგორია RE (Regionally Extinct) - გადაშენებული რეგიონულ დონეზე. გრენლანდიური სელაპი (Phoca (Pagophilus) groenlandica), ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 160-195 სმ, წონა - 100-160 კგ. თეთრი ფერისაა, მხოლოდ გვერდებზე აქვს ორი დიდი შავი ლაქა, ბინადრობს არქტიკულ წყლებში და ქმნის ნიუფაუნდლენდის, იან-მაიენის და თეთრი ზღვის ჯოგს. იკვებება პელაგური კიბოსნაირებით, მოლუსკებითა და პატარ-პატარა თევზებით. გრენლანდიური სელაპი სარეწი ობიექტია. იყენებენ მის ცხიმს, აგრეთვე ახალშობილის (თეთრანას) ძვირფას ბეწვს.
--------------------
Opel Vectra B Opel Vstra G VW Golf3 GTi Mitsubishi Pajeri Io Ford Transit Mercedes-benz E320 Mercedes-benz 2.7CDi Mercedes-benz C230k Mercedes-benz CLK 200K
|