Sophist
Sophisticated

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9781
წევრი No.: 25845
რეგისტრ.: 19-November 06
|
#30376581 · 24 Mar 2012, 20:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთერთი კაი ქართველის ფეისბუქიდან ავიღე - სახელს და გვარს არ დავასახელებ:
1992 წელს 17 წლის ვიყავი. უკვე ვსტუდენტობდი, ვცხოვრობდი თბილისში და ტელევიზიის პირველ არხზე (მაშინ ეგ იყო და კიდევ მეორე) "მარკეტინგული ფირმა ანძის" ყოველდღიური სარეკლამო გამოშვებები მიმყავდა. ვყიდდი ცემენტს, ხრეშს, პოლიეთილენის კროშკას, არმატურას, ჩაის და კიდევ ათას რაღაცას, რომელთაგან ბევრზე წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო. მეტროში ყველა მცნობდა და მაგრად მსიამოვნებდა. ოპერაში და კინოს სახლში უბილეთოდ მიშვებდნენ. ერთგან 3 ლარი (თუ რაღაც მაშინდელი ფული) ღირდა ბილეთი, მეორეგან - 1, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო, ტელევიზიის დროებით (3-თვიან) საშვს რომ წარადგენდი და ყველა გზა გეხსნებოდა. ასე ცხოვრობდა თბილისი. მერე რუსთაველზე პირველი "ლებანეზე ბისტრო" გახსნეს, სადაც ნაშობა კარტოფილ ფრის დაახლოებით იმ სახით ჭამდა, როგორითაც ახლა პანა კოტას და მარაქიუას შარბათს გეახლებიან შარდენზე. ცოტა ხანში ჯაზ-კლუბი გაჩნდა გაუბედურებულ სასტუმრო აჭარაში. იქ ჩავდიოდით ხოლმე უბეებში არყისბოთლდამალულები. შემდეგ კლუბის დამაარსებელი დათო მოკვდა და "დათოს ჯაზ-კლუბი დაარქვეს". ბათუმის ინტურისტში დასვენება სოციალური თვითდამკვიდრებისთვის საუკეთესო საშუალებად და მაგარ სვეცკობად ითვლებოდა. რამდენიმე სიმპათიური მხედრიონელი იყო მოდაში, რომელზეც ონანირებდა თბილისის ელიტარული სამდედრეთი. სხვათაშორის, ეს ქალები ახლაც ტელევიზორებში სხედან და არც გემოვნებაში შეემჩნევათ კარდინალური ცვლილებები. ფოთში დასარეკად ვაგზალზე დავდიოდი. იქ, მეტროსა და რკინიგზის სადგურებს შორის, სალაპარაკო პუნქტი იყო. რიგში უნდა ჩამდგარიყავი და რაღაც დროს მოგიწევდა კაბინეში შესვლა, რომელსაც გარედანვე ეწერა ფოთი. ანუ, იმ კაბინიდან მარტო ფოთში ირეკებოდა. გვერდით იყო ოზურგეთი, ზუგდიდი და ა.შ.. იმდროინდელი ხურდა უნდა ჩაგეყარა და რეკავდი. პირველი შეკითხვა თითქმის ყოველთვის იყო - დღეს ვისი მთავრობა გყავთ მანდ? მოგეხსენებათ, ფოთი არც თბილისია და არც ზუგდიდი. აქაურებს მხედრიონელებიც და ზვიადისტებიც ამრეზით გვიყურებდნენ. "გამართული" სასწავლო პროცესის გამო, ხშირად და დიდი ხნით მიხდებოდა სახლში ყოფნა. მეზობლები მთელი ღამე პაკრიშკებს წვავდნენ და ერთმანეთის სახლებს ყარაულობდნენ. თუმცა, რატომ, მაინცდამაინც კარგად ვერ ვხვდებოდი. სადაც მისვლა უნდოდათ, მშვენივრად მიდიოდნენ ზვიადსიტებიც და მხედრიონელებიც. ხშირად ცეცხლთან მოდარაჯეებისთვის უკითხავთ კიდეც, ესა და ეს კაცი სად ცხოვრობსო. ჩვენებიც მიასწავლიდნენ ხოლმე - მაინც მიაგნებენ, თანაც უკვე ვიცით რომ შედიან და ყურადღებით ვიქნებით, ადამიანებს ზიანი რომ არ მიაყენონო, იმართლებდნენ თავს. წვერიანი და ბინძურფორმიანი ბიჭები სატვირთო მანქანებში ჩაალაგებდნენ როიალებს, ტრილიაჟებს, მადონა სერვიზებს, თეთრი სპალნებს და მიდიოდნენ. ჩვენ ძველი მაზდა წაგვართვეს. დიზელზე იყო და ფრიად აქტუალური. მგონი დაიბრუნა მერე მამაჩემმა. ალბათ ზვიადისტები იყვნენ, ზუგდიდში ჩემი რომელიმე მამიდის ნაცნობები. მე ვიღაცეებს მხედრიონიდან ვიცნობდი. თან "იბერვიზიისთვის" ინფორმაციას ვაგზავნიდი ხოლმე ჩაკეტილი ფოთიდან და კავშირები მქონდა. მამაჩემს ორი საშვი ჰქონდა კომენდანტის საათში სამოძრაოდ. ერთს ლოთი ქობალია აწერდა ხელს, მეორეს - ჯაბა იოსელიანი. ერთხელ შეეშალა - ზვიადისტს ჯაბას ხელმოწერილი აჩვენა (თუ პირიქით) და ძლივს გადარჩა. ამიტომაც, სავარაუდო პარამილიტარი ორგანიზაციების გაგონებაზე სხვებივით სვეცკად ვერ ვიცინი. ეს სულ 20-ოდე წლის წინ ხდებოდა. იმ წვერიანი და აყროლებულბათინკებიანი ადამიანების დიდი ნაწილი უფრო გააბოროტა შემდგომმა წლებმა და თვალსა და ხელს შუა გამოცლილ ცხოვრებაზე სინანულმა. ვიცი, რამდენი ასოციალური ენერგია შეიძლება დაგროვდეს ამგვარი წარსულის 50-ოდე ადამიანის თვეობით ერთად ცხოვრებით. ვიცი, რა ადვილია მათთვის საკუთარი ცხოვრების მოუწყობლობა სხვებს გადააბრალონ და, ერთმანეთის აგრესიით აღგზნებულებმა, სხვებისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტონ. თუ სათანადო პოლიტიკური ნებაც იქნა, მით უმეტეს. ამიტომ ვკითხულობ, მართლა ამ ხალხს აერთიანებენ, 5-6 დღიან მომზადების შემდეგ, რაღაც რეზერვში. სახელმწიფო რომ შემდგარია, ნატოს სტანდარტები, ყველა პირველ კლასელს კომპიუტერი და მსგავსი მატრაკვეცობების არგუმენტად მოყვანის გარეშე, გეთაყვა.
პ.ს. აყროლებულ ბათინკიანი ძველი ზვიადისტებით და მხედრიონელებით და ათასი უბედურებით ვაპირებთ სამართლებრივი საზოგადოების აშენებას?
This post has been edited by Sophist on 24 Mar 2012, 21:03
--------------------
Man is the measure of all things: of things which are, that they are, and of things which are not, that they are not...
|