გამარჯობა, ახლა რა ხდება, მაქვს საკუთარი საოფისე ფართი, (80კვ/მ) გარეუბანში, გზაზე, საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას. მინდა კომერციული ობიექტის გახსნა (24 სთ) ვფიქრობ ერთი მხარე სურსათს დავუთმო, მეორე კი ბავშვთა კვებას, მოვლისა და ჰიგიენის საშUალებებს.
ახლა მაინტერესებს, რამდენადაა შესაძლებელი მსგავსი ობიექტის დამკვიდრება ბაზარზე, იმ ოლიგოპოლი აფთიაქების გვერდით, რომლებიც არსებობენ . თან თითქმის ყველა დასახელებაა ამ ქუჩაზე, ვფიქრობ უპირატესობა ფასების სიმცირეში იქნება, თუმცა აქ კიდევ საკითხავია შევძლებ კი იმ ფასში შეძენას რომ დიდ ქსელებზე ნაკლებ თანხებში გავყიდო?

კიდევ ერთ პრივილეგიას უშუალოდ სეგმენტაციაში ვხედავ, ანუ ლოგიკით- პურის მაღაზიაში უფრო შეიძენ პურს, ვიდრე მარკეტში.
თან ამ პროდუქტთან ბევრი სახეობის ნივთის მიბმა შეიძლება ( აქსესუარები, ტანსაცმელი, სამკაულები და ა.შ)
ტექნიკური საკითხებიც მაინტერესებს , ლიცენზია არის თუ არა საჭირო, ან სამედიცინო განათლების გამყიდველი , ინდმეწარმედ ჯობია დარეგისტრირება , თუ შპს დ. (ვიცი რომ უამრავჯერ დასმულა ეს შეკითხვა

) საწყისითვის დაახლოებით რა თანხის ქონაა საჭირო (სურსათიანად) და სად შეიძლება მივაკვლიო ყველაზე დაბალ ფასებში მომწოდებლებს?
მოკლედ თუ ვინმე არის გამოცდილი ამ საკითხში , ან თეორიის დონეზე ესმის, გთხოვთ მიპასუხოთ

გმადლობთ