წარმოგიდგენთ:
ადრე მხოლოდ XBOX-ზე იყო, 6 მარტს კი
სტიმში გამოვიდა.
ეს არის ამბავი ბავშვების მონობაზე: ბლექმორების ოჯახის ყველა ბავშვი გაიტაცა და დაიმონა ბოროტმა ბარონმა. პატარა ჩარლი ბლექმორმა უნდა გადაარჩინოს მისი და-ძმანი.
თითოეულ 'მატრიოშკა' მოსახლეს აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა, ჩარლის კი: შეუძლია ჩაძვრეს სხვა თოჯინებში და მართოს ისინი.
თქვენი მიზანია ამოხსნათ ბევრი საინტერესო გამოცანა (თითოეულს ამოხსნის რამდენიმე გზა აქვს!) და გაათავისუფლოთ ბლექმორი ბავშვები და დაუბრუნოთ ისინი დედას.
ტიმ შაფერი მის ამპლუაში...