გამარჯობათ! საინტერესო თემებია აქ. მაინტერესებდა აქაური ექსპერტების აზრი...
ვაპირებ რამე ახალი ვებ გვერდი/ვებ პროექტი გავაკეთო. რადგან ვმუშაობ კვირის დღეებში, ამით ვაპირებ შაბათ კვირას ვიმუშაო დამატებით და ვნახო იქნებ რამე ცოტა ზედმეტი შემოსავალი $$$ შემოვიდეს.
მაქვს ბევრი იდეები მაგრამ მინდა დავიყვანო ერთ მუშა ვარიანტზე და შევუდგე ამის კეთებას. პირადად მე სკრიპტების წერა და ვებ დიზაინი ცოტა მესმის, მაქვს რამოდენიმე კარგი ვებ საიტი გაკეთებული (დიზაინერი მყავდა აყვანილი) ჩემი ყოფილი უფროსებისათვის.
ამ ეტაპზე ვაპირებ დაახლოებით $1,500 - $2,000 დავახარჯო ამ პროექტს (პირველ ეტაპზე ესე მაქ გათვლილი), რომლის რეალიზაციას ვაპირებ 2-3 თვეში.
საიტები რომლებიც ძალიან საინტერესოა:
1. მინდა გავაკეთო სამუშაო ადგილების/ვაკანსიების საიტი. არის რამოდენიმე კარგი ქართული საიტი, მაგრამ მე ვფიქრობ მე ბევრად უკეთესი გამომივა, რადგან არის რარაც მინუსები ქართულ ვაკანსიების გვერძე, ამ მინუსების გამოსწორებით და უფრო ორგანიზებული, გამარტივებული საიტით უფრო დიდ აუდიენციაზეა შესაძლებელი გასვლა.
2. ცივილიზებულ სამყაროში სტატისტიკურად დღეს 25% ქორწინებებისა ხდება ონლაინ გაცნობილ წყვილებს შორის. ქართული გაცნობის საიტის იდეაც მიზიდავს.
3. რესტორნიდან საჭმლის გამოძახება და სახლში მიტანა იმ რესტორნებზე რომელსაც არა აქვთ სახლში მიტანის სერვიზი. ონლაინ ყველას (ის რესტორნები ვინც წამოვლენ ასეთ კონტრაკტზე) მენიუ-ები იქნება სადაც რესტორნები დისქაუნტს (15%-20%) მისცემენ ბიზნეს სერვიზს რომ იგივე ფასში გაიყიდოს საკვები (საბოლოო მომხმარებელზე) რაც რესტორანში ღირს! ამას უბრალოდ უფრო მეტი კაპიტალი + მძღოლები დასჭირდება. როგორც იდეამ, უნდა გაამართლოს.
4. პორტალი - ტურისტული სააგენტოების, ტურიზმი, ტოურ სერვიზები და მათზე შეგროვილი ინფორმაციები იუზერებისგან. ვთქვათ უცხოელს არ მოეწონა ტურისტული სერვიზი მას შეუძლია ონლაინ შეაფასოს სერვიზი, აღწეროს უკმაყოფილება (თუ დაკმაყოფილება) და ასე ახალი/პოტენციული უცხოელი ტურისტები უფრო უკეთ გაიცნობენ რომელია სანდო სერვიზი მაღალი ხარისხის.
5. ბიზნეს პორტალი საქართველოში არსებული კომპანიების + საქართველოში წარმოებული პროდუქცია, + აღწერა, საკონტაკტო ინფორმაცია.
6. როგორც მე-5 პუნქტში ასეთი გვერდი სადაც შეგიძლია მოძებნო ექიმები, კონტრაკტორები, მუშები, პრარაბები, ძალიან მომწონს ეს ამერიკული საიტი
http://www.angieslist.com/ ქართული ანალოგი მე ვფიქრობ კარგი იქნებოდა, აქაც იუზერები შეაფასებენ სერვიზს და სხვებს გაუზიარებენ თუ ვთქვათ რომელ ექიმთან არ წავიდნენ ან რომელ მანქანის მეხანიკთთან მივიდნენ...
7. ონლაინ მაღაზია??? ამის შესახებ ბევრი რამ არ ვიცი...
სხვა რამე საინტერესო იდეა თუ გაქთ და შეძლებთ გაზიარებას მადლობელი ვიქნები!
This post has been edited by KAVKA3_____ on 25 Mar 2012, 23:39