ქართულ საკომუნიკაციო სივრცეში გივი თარგამაძის კუთვნილი "ბლექ სი სატი" შემოვიდა
16:04 26.03.2012
ქართულ საკომუნიკაციო ბაზარზე ოპერირებას გივი თარგამაძის კუთვნილი "ბლექ სი სატი" იწყებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს "ბლექ სი სატმა" მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებული ავტორიზაცია მიმდინარე წლის 24 მარტს გაიარა.
"პირWელს" საკომუნიკაციო სივრცეში ახალი მოთამაშის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაუდასტურეს და განუმარტეს, რომ ავტორიზაცია უვადოა და მეტიც, ავტორიზაციისთვის არანაირი საფასურის გადახდა არ არის საჭირო.
"ბლექ სი სატი" აპირებს მაუწყებლობის ტრანზიტი განახორციელოს. ამიტომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მათ ეროვნულ კომისიას მიმართეს, საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინეს და ავტორიზაციაც მიიღეს, რაც ძალიან მარტივი პროცედურაა", - განუცხადეს სააგენტოს კომისიაში და დასძინეს, რომ "კანონის თანახმად, იმ საკაბელო ოპერატორებს, რომელთაც საკუთარი არხი არ აქვთ და კერძო გადაცემებს არ აკეთებენ, მხოლოდ ავტორიზაცია ესაჭიროებათ და არა - ლიცენზია".
ცნობისათვის, ასეთივე ლიცენზიებით სარგებლობენ "გლობალ TV", "სილქ TV" და სხვა საკაბელო ოპერატორები საქართველოში.
"ბლექ სი სატი" (იგივე "მედიაქეიშენი") 2011 წლის მარტში შეიქმნა. მისი დირექტორი და 5%-იანი წილის მფლობელი მამუკა ცქიტიშვილია. გიორგი აბუაშვილს ეკუთვნის 10%, თამარ გრძელიშვილს - 10%, ლევან გიორგაძეს - 5% და რაც ყველაზე საინტერესოა - კომპანიის 70%-ის მფლობელი შპს "ბლექ სი გრუპია", რომლის უკანაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე დგას.
როგორც "პირWელმა" გაარკვია, "ბლექ სი სატმა" მახათას მთაზე უკვე დადგა სადგური, რითაც მაუწყებლობის ტრანზიტს განახორციელებს.
კანონის თანახმად, "ბლექ სი სატს" საქმიანობის დაწყების უფლება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის დღიდან აქვს. ამდენად, "ბლექ სი სატი" საკომუნიკაციო სივრცის სრულფასოვანი სუბიექტია.
მოვიდეს კარდუ და გააპრავოს!
აგერ ნიაგარაც:
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=2852