კვირას 8 აპრილს, ვარდების მოედანზე გაიმართება დრიფტ-შოუ.
გუნდების ვარჯიშის დასაწყისი 13:00 საათზე. შოუს დასაწყისი 15:00 საათზე.
შოუში მონაწილეობას მიიღებენ გუნდებად დაკომპლექტებული ქართველი დრიფტერები და დრიფტის საუკეთესო შემსრულებლები.
თითოეულ გუნდში იქნება 2 ან 3 წევრი. თითოეულ გუნდს ექნება ერთი 15-20 წამიანი წარდგენა (სავიზიტო ბარათი) და წინასწარ მომზადებული სამი 5 წუთიანი გამოსვლა .
თითოეული გამოსვლა შეფასდება გალფ რეისინგის გუნდის მიერ (4 ან 5 ჟიურის წევრი).
თითოეულ ჟიურის წევრს ექნება 0, 5, 10,15 და 20 ლიტრი საწვავის სანიშნები, რომელსაც ისინი აჩვენებენ მონაწილე გუნდის მიერ დადგმული სანახაობის შესაფასებლად. სამი გამოსვლის ჯამით მოგროვილ საწვავს თითოეული გუნდი მიიღებს შოუს დასრულებისთანავე.
გუნდი რომელიც მოაგროვებს უფრო მეტ საწვავს, დამატებით მიიღებს კიდევ 100 ლიტრს ბონუსის სახით.
გუნდების რეგისტრაცია შეზღუდულია და გუნდის შემადგენლობაში დაიშვებიან მხოლოდ ის პირები ვისაც გააჩნია დრიფტის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
გუნდებს და მონაწილეებს გამოვაქვეყნებთ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)