პოებსი ნაცვლად იწერება. არ ცალიათ ალბათმიტ რომნი ბარაქ ობამას კრემლისადმი რევერანსებში ადანაშაულებს
მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი, "რესპუბლიკელი" მიტ რომნი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას კრემლისადმი რევერანსებში ადანაშაულებს.
როგორც ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში რომნი აცხადებს, ნათელია, რომ "გადატვირთვის" პოლიტიკა ობამასთვის სწორედ ამას ნიშნავს.
"უიშვიათესი მორჩილების" მაგალითად პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატი ბარაქ ობამას მიერ ვლადიმერ პუტინისთვის არჩევნების პირადად მილოცვას ასახელებს.
"ეს არჩევნები ბევრმა უსამართლოდ ჩათვალა. ისეთი ქცევები კი, როგორსაც აშშ-ის პრეზიდენტი ამჟღავნებს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ამერიკის ერთგულების დაცინვაა", - აცხადებს მიტ რომნი.
მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი ობამას რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით დათმობის მზაობის გამოც აკრიტიკებს.
მისი თქმით, ობამამ ანტისარაკეტო ფარების პოლონეთში განლაგებაზე უარი ისე თქვა, რომ სანაცვლოდ რუსეთისგან რაიმე დათმობა არ მიუღია.
რომნი მოქმედ პრეზიდენტს რუსეთთან მიმართებაში მკაცრი პოზიციის არქონასაც საყვედურობს, რის გამოც, გაერო-ში ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება ვერ ხერხდება.
პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი"კანდიდატი რუსეთს სირიაში სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშეშლაშიც ადანაშაულებს.
"ჩვენ ვთმობთ, რუსეთი იღებს", - რომნის აზრით, ყველაზე ზუსტად ბარაქ ობამას პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში ეს ფრაზა ასახავს.
ამასთან, გუშინ CNN-თან ინტერვიუში მიტ რომნიმ რუსეთს აშშ-ის ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერი უწოდა.
"რესპუბლიკელები" აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასგან დიმიტრი მედვედევისთვის გაკეთებული რეპლიკის განმარტებას ითხოვენ, რომლის თანახმადაც არჩევნების შემდეგ მას მანევრირების მეტი სივრცე ექნება.
საუბარია ობამა-მედვედევს შორის სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იყო.
ობამას სიტყვების შინაარსი, რომელიც შემთხვევით ჩართული მიკროფონის მეშვეობით გახდა ცნობილი, აშშ-ის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა.
ობამამ მედვედევს გადაულაპარაკა – "ყველა საკითხი, განსაკუთრებით კი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა, შესაძლებელია გადაწყდეს, თუმცა მნიშვნელოვანია მან (პუტინმა) ამისათვის სივრცე მოგვცეს".
მედვედევი კი პასუხობს – "გასაგებია, სივრცე თქვენთვის".
ობამა ასევე აღნიშნავს – "ეს ჩემი ბოლო არჩევნებია, არჩევნების შემდეგ მეტი მოქნილობა მექნება საკითხის გადაწყვეტისთვის", რასაც მედვედევი პასუხობს – "დიახ, მე ამ ინფორმაციას ვლადიმერს გადავცემ".
რუსულ მხარეს აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/19...nashaulebs.htmlანუ, გამოდის, რომ ობამა არის პუწინის კაცი. იმიტომ არის, რომ ბიბის კრიშავს თორე ისე მაგას ვინ დაკრიშავდა. მიშა გაწირეს(ან უნდათ, რო გაწირონ). პუწინმა უთხრა და იმიტომ.
მოკლედ ვეღარ გავიგე: მიშას გარდა არის ვინმე ვინც პუწინის კაცი არ არი?
This post has been edited by Olasi on 28 Mar 2012, 14:22
სიმართლე სინათლესავითაა. ისე ვერ დამალავ, როგორც სინათლეს ვერ დამალავ სიბნელეში და რაც მთავარია, რაც უფრო მეტია სიბნელე - უფრო კარგად ჩანს.