ჩემი პირველი თემაა
რატომ გაწუხებთ პატივცემულო საზოგადოებავ ! მოკლედ გვაქვს ურთიერთობა 2 თვეზე მეტია... 2 თვეზე მეტია ერთად ვართ, მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს 1 წელი, მანამდე კი ღრმა ბავშვობაში და ნუ ეგ არ ითვლება. ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვცადეთ აგვეწყო ურთიერთობა მაგრამ მაშინ არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს გრძნობებში და მოკლედ არაფერი გამოვიდა...2 თვის წინ კი როგორღაც ისე მოხდა რომ ერთად ვართ დღემდე

გვიყვარს ერთმანეთი... და ყველა თემაზე თავისუფლად ვლაპარაკობთ. ნალაპარაკებიდან გამომდინარე არაა თქვენებურად რომ ავხსნა "მურთაზი" ტიპი

ხოდა მე ვგრძნობ რომ არ მინდა ის ურთიერთობა როცა მე ქორწილამდე არ უნდა მივეკარო და ის სხვებთან დარბოდეს...ამას რომ ვფიქრობ ჭკუიდან გადავდივარ...ხოდა რამდენჯერაც ვილაპარაკეთ ამ თემაზე მივედით იმ დასკვნამდე რომ ჯობია ერთად ვიყოთ ყველანაირად, არა მარტო სულიერად და მორალურად

არამედ ფიზიკურადაც... მაგრამ ხშირად ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემზე მეტად იმას ეშინია ამ ყველაფრის... იქნებ ადრეა ჯერ?... ანუ ურთიერთობის ხალნგრძლივობიდან გამომდინარე
ვისაც არ დაგეზარათ და აქამდე წაიკითხეთ დიდი მადლობა და იიიქნებ ბოლომდე სიკეთე გამოიჩინოთ და ერთი ორი საღი იდეა მომაწოდოთ რატომ შეიძლება ბიჭს მსგავსი ურთიერთობის ეშინოდეს თუკი უყვარხარ ? ძალიან ვარ არეული და მისი ეს გაუბედაობა მე კიდევ უფრო მაბნევს. იქნებ თქვენს რჩევებში რომელიმე მოერგოს ჩემს შემთხვევას?

) წინასწარ მადლობა და თუკი დაცინვისგან და უადგილო კომენტარებისგან შეიკავებთ თავს ძალიან გამახარებთ. იმიტომ რომ ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზეა საუბარი
This post has been edited by knw on 28 Mar 2012, 21:39