რა იყო კი მარა ეს მიშისტები 24 საათი რომ ბიძინაზე ხსნით თემას... ახლა ამ კუთხით შევხედოთ, ახლა ამ იღლიიდან შევხედოთ, ახლა მარჯვენა თვალს დავუკვირდეთ...
ამ 10 %იან რეიტინგის მქონე ადამიანზე რამხელა რესურს ხარჯავთ კი მარა?
ხო ახლა თემა რატო გავხსენი...
მიშა მართლა კაიფობს? კაი იმ ვიდეოს თავი გავანებოთ... (დავუშვათ მთვრალი იყო)
იმასაც თავი გავანებოთ რომ აჭარლებს საჭმელი არ ქონდათ და არ უვარგოდათ და ლევან ვარშალომიძემ გაუკეთა (ასწავლა)... (აქაც დავუშვათ ნასვამი იყო)
და დღეს ეს რაღაა კაცო? ვერა ქობალიას ამინდი გამოუყვანია!!!!

პრეზიდენტი წინანდალში სასტუმრო "რედისონის" მშენებლობას დაესწრო
18:42 20-04-2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინანდალში სასტუმრო "რედისონის" მშენებლობას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა სასტუმროს გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. "
დღეს კახეთში მზიანი დღეა, მიუხედავად გამოცხადებული პროგნოზისა. ვერა ქობალიამ გამოიყვანა ამინდი. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მარწმუნებდა გზაში. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დღეა იმიტომ, რომ დღეს იწყება წინანდლის "რედისონის" მშენებლობა", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, წინანდალში "რედისონის" მშენებლობაზე რამდენიმე წლის წინ, არსებული ეკონომიკური და ტურისტული სიტუაციის გათვალისწინებით, ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. სააკაშვილის განცხადებით, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, კახეთში არცერთი მოქმედი სასტუმრო არ იყო, დღეს კი ათეულობით სასტუმრო მოქმედებს.
სასტუმრო "რედისონის" 4-სართულიან შენობაში 100 ნომერი განთავსდება. გაკეთდება 15-მეტრიანი მიწისქვეშა დერეფანიც, რომლითაც სასტუმრო წინანდლის ღვინის ქარხანას დაუკავშირდება. წინანდლის "რედისონს" ექნება ღია ტერასები და აივნები, ექსკლუზიური ინტერიერის მქონე ოთახები და მისაღები, ასევე, საკუთარი ავტოსადგომი. შენობის თავზე განთავსდება აუზი და 1000 კვადრატული მეტრის ტერასა.
პროექტი მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა ჯონ ფოტიადისმა "სილქ როუდ ჯგუფის" დაკვეთით შექმნა, რომლის მთავარი იდეა, ისტორიულ ძველ კომპლექსთან თანამედროვე ელემენტების შერწყმა.
მოკლედ ამოირჩიეთ ან ყოველდღე მთვრალია ანუ ლოთი ან ნარკომანი
This post has been edited by MacBook on 20 Apr 2012, 18:56