ძალიან საინტერესო ფრანგული სტატია ვნახე და გადავწყვიტე მეთარგმნა შეძლებისდაგვარად:
http://www.hist-europe.fr/Prehistoire/asianique.htmlაზიანიკური ხალხებიაზიანიკები იყოფოდნენ ორ ტოტად, რომელთა შორის არ ვიცით იყო თუ არა ენობრივი ნათესაობა: ჩრდილოელები ეკუთვნოდნენ ეუსკარო-კავკასიურ ენებს (ბასკები, ქართველები, ჩერქეზები) მაშინ როცა სამხრეთელები (პელასგები) ლაპარაკობდნენ ენებზე რომლებიც დღეს სრულიად გაქრნენ. მათი გაფართოება ხდება ნეოლითის ეპოქაში, მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, რომლებმაც თან მოიტანეს სამიწაქმედო ტექნიკა, მესაქონლეობა და კერამიკა. ამ აზიანიკურმა ცივილიზაციებმა უდიდეს განვითარებას მიაღწიეს (კრეტის და ანატოლიის პელასგმა აზიანიკებმა დამწერლობაც კი შეიმუშავეს), მაგრამ ისინი საბოლოოდ განადგურებულ იქნენ პონტიკების (ამ ტერმინში ინდოევროპელები იგულისხმება) შემოსევების მიერ.
ნატუფიელებინატუფიელები იყვნენ ყველა აზიანიკების საერთო წინაპრები, რომლებიც ნელითის ეპოქაში გავრცელდნენ. მათ განვლეს ევოლუციის გრძელი გზა პალეოლითიდან მოყოლებული. რომელთაგანაც ცივილიზაციის ჩირაღდანი გადავიდა უფრო ჩრდილოეთით მცხოვრებ მურეიბეთელების ტომთან: მურეიბეთელებმა შექმნეს ნამდვილი მიწათმოქმედება. ცოტა მოგვიანებით დახვეწილმა და განვითარებულმა ხმელთაშუაზღველმა მურეიბეტმა შეცვალეს უხეში მაგრამ პრიმიტიული ნატუფიელები.
მურეიბეტელებიაზიანიკი მურეიბეტელები ნატუფიელებისგან გამოსული ერთერთი შტოა
მლეჩჰა (მელუხა)ყველაზე უძველესი კულტურა რომელიც მლეჩჰას ხალხებს ეკუთვნის არის ზარზიელების (10 000 - 8300 ქ.-მდე). ისინი შემდეგ ორ ნაწილად გაიყვნენ (პირველი ვანის ტბის სამხრეთში და მეორე ურმიის ტბის სამხრეთში)
ქ.-მდე 6700-თვის ქვის ლარნაკების, თხის და ცხვრის მოშენების შემოღება (ჰათის და მურეიბეტების მიერ)
ქ.-მდე 6500-6200 პირველად სპილენძის გამოყენება
5800-5600 - მლეჩჰას ქვის ჭურჭლის პროგრესირება ირანისა და ავღანეთის მიმართულებით
II ათასწლეულში, შუმერების გავლენით, ელამიტებმა (დასავლეთ მლეჩჰა) შეიმუშავეს დამწერლობა და გავრცელდნენ მთელს დასავლეთ ირანში. რომ გაქცეოდნენ ინდო-არიელების შემოსევებს, ტომებმა დატოვეს კოპეტ-დაღი და გადასახლდნენ ავღანეთში. II ათასწლეულის ბოლოს ინდოარიელებმა დაიკავეს ჩრდ. ირანი და ავღანეთი და იქ შეიტანეს ბრინჯაო
* * *
კავკასიელი თრიალეთელებითრიალეთელი აზიანიკები არიან თანამედროვე კავკასიელი ხალხების წინაპრები. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან მოსულმა ინდო-ევროპელებმა დაიმორჩილეს მტკვარ-არაქსელი თრიალეთელები. ასე ჩამოყალიბდება თრიალეთის კულტურა ცენტრალურ საქართველოში.
ჰალაფელებიჰალაფელი აზიანიკები თრიალეთელებიდან გამოსული შტოა. -7200/-7000 თვის მურეიბეტების გავლენით შეთვისეს პურის და ქერის წარმოება. დაიწყეს ოთხკუთხედი, გამოუწვავი აგურის სახლების მშენებლობა და სპილენძისგან წვრილმანი ნივთების დამზადება. ჰალაფელებმა დაიპყრეს მთელი ახლო აღმოსავლეთი სანამ არ იქნენ დამარცხებული ელ-ობეიდელი შუმერების მიერ. შესაძლებელია მათ თავი შეაფარეს ჩრდილოეთის მთებს და გახდნენ ჰურიტების, გუთიების, კასიტების, ურარტების და აშ. წინაპრები.
ჰათი თრიალეთელები ჰათი აზიანიკები არის თრიალეთელების (პროტო-კავკასიელების) შტო. -7200/-7000 თვის შეითვისეს ხორბლის მოყვანა. აღმოსავლეთით ოტხკუთხა სახლების მშენებლობა და შემდეგ გაავრცელეს ცენტრალურ ანატოლიისკენ. შემდგომ, -5000/-4400 თვის პელასგმა აზიანიკებმა ჯან-ჰასან 2 და ბეიჯესულთანიდან დაიპყრეს სამხრეთ ანატოლია და თრიალეთელი ჰათები ჩრდილოეთისკენ განდევნეს. მოგვიანებით, როცა ინდო-ევროპელი ნესიტები შექმნიან იმპერიას ცენტრალურ ანატოლიაში, ისინი აიღებენ სახელ "ჰეთის", მათ მიერ დამარცხებული ჰათების მოსაგონებლად.
* * *
ხვალ გავაგრძელებ, ძაან დიდია დავიღალე წერით
This post has been edited by hirondelle on 11 Apr 2012, 08:38