ლინკორის მადლი გფარავდეთ.
2000იანების დასაწყისში, კეკელიძის ქვედა მხარეს სარდაფსი იყო ნეტ კაფე, კაცი 5 ლარი ღირდა ხოლმე ღამე. დაკა დაკაი იყო კამანდების დარჩენაზე.
პორტუგალიას არ მარჩევინებდნენ ხოლმე. ერთხელ სუშა ჩართეს რუკა და პა პრივოჩკე პორტუგალია ავიღე.
რუკის შუაში პაწა ტბა იყო, რომელიც შულ შემთხვევით ვიპოვე იმდენად პატარა იყო ხოდა ვტენე პორტი და გამოვუშვი ლინკორი.
ეგრევე სროლა ატეხა, რასაც და ვისაც მიწვდა ყველაფერი დააწვინა. მაგრა ვერ მიტანდნენ.
ყაზბეგი კარტოზიის კუთხეში, წითელი პარკის მხარეს მაღალი კორპუსის ქვეშ იყო კიდე ნეტ კაფე. პირველ სართულზე და სარდაფში. ერთი 30 კომპი იდგა თუ სწორედ მახსოვს.
მანდაც სერიოზული დაკა დაკა მიდიოდა.
ეიჯს უფრო ხშირად და მეტი ინტენსივობით ვთამაშობდით. მანდ სპარსელების სპილო იყო მოუცილებელი ჭირი. ვარჯიშის პონტში კაი ხანი სხვადასხვა ერების სხვადასხვა იუნიტებს მივაყრიდით ხოლმე და ვითვლიდით, ერთ სპილოზე რამდენი იუნიტი მიდიოდა. გამოსავალი სულ შემთხვევით ვიპოვეთ. ბარაკებიდან რო გამოდიოდა უბრალო პიკიანი, ეგენი ყავდა "ილოს" გამოშვებული შეცდომით და შესახოცად მიუშვა. მიუშვა და კი გამოვიდა 1 სპილოზე 4 პიკიანი. სპილოზე 10 თუ 20ჯერ იაფი ჯდებოდა 1 პიკიანი
სიამოვნებით ვითამაშებდი მარა სადაა მაგდენი დრო
This post has been edited by evgena on 20 Mar 2026, 14:49
Though I fly through the Valley of Death... I shall fear no evil. For I am at 80,000 feet and climbing