ძვირფასო ფორუმელებო!
მინდა სიხარულით გაცნობოთ რომ საქართველო გახდა EMMA-ს (European Mobile Media Association) სრუუფლებიანი წევრი!
კომპანია EMMA-GEORGIA არის სრულუფლებიანი წარმოდგენლი და ფილიალი EMMA-ს ასოციაციის საქართველოში.
EMMA არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია რომელიც ატარებს შეჯიბრებს მსოფლიოს მაშტაბით "AUTO-SOUND"-ში და ასევე "EMMA-RACING -ში".
მოგეხსენებათ რომ მსოფლიოში არის ბევრი ავტომოყვარული რომელიც კუთვნილ ავტომობილში აყენებს დამატებით აპარატურას რათა გააუმჯობესოს აუდიო-ტრაქტის ჟღერადობა ავტომობილში. ზოგი ავტომოყვარული აყენებს ბევრ საბვუფერებს და დინემიკებს რათა მიაღწიოს დიდ ხმას და "მუსიკალურ წნევას" თავის ავტომობილში, ხოლო ზოგ ავტომოყვარულს კიდევ მულტიმედია იტაცებს და აყენებს აუდიო-ვიდეო აპარატურას DOLBY 5.1 ან 7.1 დეკოდირებით რათა მისი კუთვნილი ავტომობილი მოძრავ კინოთეატრათ იქცეს.
ზუსტად ამ ყველა კატეგორიის საარბიტრაჟოთ 2000 წელს გერმანიაში ჩამოყალიბდა EUROPEAN MOBILE MEDIA ASSOCIATION. ამ ასოციაციამ თავიდანვე დიდი სიყვარული დაიმსახურა ავტომოყვარულებში იმიტომ რომ მთავარი შეფასების პრინციპი არის არა აპარატურის ან მანქანის სიძვირე, არამედ ავტომოყვარულის ქრეატიულობა, ტექნიკური ხრიკები და გამოგონებები რის საშუალებითაც ავტომოყვარულმა მოახერხა კარგი ჟღერადობის მიღწევა. ასევე დიდი ყურადღება ექცევა დიზაინსაც და ყველანაირ ქრიატიულ იდეას რომელიც გააუმჯობესებს ვიზუალურად ავტომობილის როგორც სალონის ასევე გარე შეხედულებას.
ამ პრინციპიდან გამომდინარე EMMA-ს ჩემპიონი შესაძლებელია გახდეს ყველა მსურველი, და არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება იმას თუ რამდენია დახარჯული ან რა ბრენდის აპარატურა აყენია მანქანაში, და ასევე რა არის თვით მანქანის ღირებულება.
შეფასება ხდება EMMA-ს წესებით(EMMA-RULEBOOK) რომელიც შექმნილია EMMA-ს სპეციალისტების მიერ და დაფუძნებულია "აუტოსაუნდ შეჯიბრების მრავალწლიან გამოცდილებაზე. (მალე იხილავთ ამ წესების თარგმანს ქართულ ენაზე)
საქართველოში ავტოსაუნდი სამწუხაროდ არ არის განვითარებული და თქვენთან ერთად ყველაფერი ფაქტიურად ნულიდან უნდა დავიწყოოთ. პირველრიგში უნდა ჩამოვაყალიბოთ ავტოსაუნდის და ინსტალაციის კულტურა საქაღველოში, შევქმნათ ქართული ტერმინოლოგია. გავაცნოთ ხალხს ავვტოსაუნდის პრინციპები და ასევე საბაზო მოთხოვნები და ასევე იდეები თუ როგორ ააწყონ სწორად მანქანა შეჯიბრისთვის.
EMMA-ს სათაო ოფისთან მოლაპარაკების საფუძველზე მოვახერხედ რომ 2012 წლისთვის აგვეღო ნებართვა ბათუმში ინტერნაციონალური შეჯიბრის ჩატარებაზე. EMMA-მ გამოგვიყო თარიღი შეჯიბრისთვის: 2012 წლის 11, 12 აგვისოტო.
ბათუმი ამოვარჩიედ იმიტომ რომ ამ დროს არის საკურორტო სეზონი და ვფიქრობთ რომ ყველა მონაწილესათვის სასიამოვნო იქნება შეჯიბრის შეთავსება დასვენებასთან ერთად, და ასევე ბათუმი არის იდეალური ადგილი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეებისთვის. ველოდებით მონაწილეებს შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, საბერძნეთი, სასომხეთი, აზერბაჯანი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, იტალია, კაზახეთი.
დარჩა სულ რაღაც სამი თვე და გპირდებით რომ ჩვენი კომპანია ყველაფერს გააკეთებს რომ მოვახერხოდ ყველა ნებართვის აღება და სპონსორების მონახვა რომ ჩავატაროთ დაუვიწყარი ივენთი როგორც მონაწილეებისთვის ასევე ყველა ტურიტისთვის რომელიც იმ დროს ბათუმში დაისვენებს.
EMMA-ს შეჯიბრები ყოველთვის სრულდება EMMA-RACING ივენთით-ეს არის სპორტული/დატუნინგებული მანქანების შეჯიბრი რომლის დამთავრებისას მოედანზე ტარდება გალა საღამო და დისკოტეკა.
როგორც კი იქნება ყველა იურიდიული საკითხი მოგვარებილი ჩვენ დავნიშნავთ ტრეინიგებს ყველა მსურველისთვის ვისაც ექნება კითხვები წესებთან დაკავშირებით და ასევე ვიწვევთ ყველა მსურველს რათა აუხსნად მათ აუდიო სისტემის სწორად დაპროექტების და აწყობის პრინციპები.
თუ ვინმეს გაქვთ კითხვები, ან სურვილი რომ დაგვეხმაროთ საქართველოში EMMA-ს ორგანიზებაში, ან გახდეთ EMMA-ს სპონსორი, ჩვენ მოხარულები ვიქნებით თქვენი მხარდაჭერის. გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი იდეები ან სურვილები PM-ში, ან იმეილზე:
emmanetgeorgia@gmail.com
იხილეთ ასევე:
1)
http://www.emmanet.com/2)
http://www.youtube.com/user/emmaintl?ob=0&...re=results_main3)
http://www.youtube.com/watch?v=s3w6S0I8Q6g4)
http://www.youtube.com/watch?v=Z6cQnC0enOo&feature=relatedპატივისცემით,
EMMA GEORGIA
This post has been edited by AUTODOCTOR on 25 Apr 2012, 14:18
მიმაგრებული სურათი