ეს ფუმფულა არსება, სახელად "კიმრიკი", სამყაროს სელექციონერთა წყალობით მოევლინა. 40 წლის წინ მენური კატის საფუძველზე მათ შექმნეს ნახევრადგრძელბეწვიანი, უკუდო კატა_კიმრიკი, რომელსაც უელსურ კატასაც უწოდებენ.
კიმრიკი საკმაოდ იშვიათი ჯიშია. მაგრამ თუ გაგიმართლებთ და ამ საოცარ არსებას სახლში დაისახლებთ, ეს დაუვიწყარი მეზობლობა იქნება.
გარეგნულად კიმრიკი ფუმფულა დათუნიას გავს, ხასიათით კი_მეგობრულ ძაღლს. ოღონდ ის სულაც არ არის სათამაშო. კიმრიკი ძალიან ჭკვიანი, მგრძნობიარე არსებაა. ის ერთნაირად წარმატებით გახდება საუკეთესო კომანიონი მარტოხელა ადამიანისათვის და ნებიერა_დიდი ოჯახისათვის.
ამ ფუმფულა დათუნიას ხასიათიც წყნარი და მშვიდი აქვს. ის ადვილად ეჩვევა ახალ გარემოში ცხოვრებას და თითქმის ძაღლურად უყვარს თავისი პატრონი. კიმრიკს არ მოსწონს მარტოობა, რადგანაც ძალიან მიჯაჭვულია ადამიანზე. რაც უფრო მეტი ხალხია სახლში, მით უფრო ბედნიერია კიმრიკი.
კიმრიკი აღმერთებს მხიარულ თამაშებს. მისი ყველაზე საყვარელი გასართობი დამალვაა, იმ მიზნით, რომ მერე პატრონმა იპოვოს...ძალიან რომენტიკულია!
კიმრიკი მშვენივრად ეგუება ცხოვრებას ქალაქში, მრავალსართულიან კორპუსში, თუმცა ბაღში გასეირნებაზე არასდროს ამბობს უარს.
საერთო ჯამში, კიმრიკის მოვლა რთული არ არის. მხოლოდ მის ფუმფულა ბეწვს სჭირდება რეგულარული ვარცხნა, რათა მუდმივად ფორმაში იყოს.
ესეც პატივცემული



ვინმემ რამე იცით ამ კატის შესახებ? საქართველოში არამგონია ყავდეს ვინმეს
ხარაკირს გავიკეთებ ეხლა
მინდააა
This post has been edited by MITIATO on 11 Nov 2012, 22:09
"პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში..."
/ნოდარ დუმბაძე/