vano_t
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
|
#54443882 · 31 Mar 2019, 06:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეპიგენეტიკა არის გენეტიკის ის დარგი, რომელიც შეისწავლის დამემკვიდრების ისეთ მექანიზმებს, რაც არ მოიცავს დნმ-ს მოლეკულაში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის შეცვლას. ცოტათი რომ ავხსნათ, დნმ-ს მოლეკულა შედგება, ასე ვთქვათ, 4 ტიპის საშენი ბლოკისაგან, რომელსაც ვუწოდოთ ა, გ, ც, თ და რომელიც შეიძლება შევადაროთ დამწერლობაში ანბის ასოებს. ეს საშენი ბლოკები, ანუ ასოები, რომ გადააბა ერთმანეთს მიყოლებით, მივიღებთ დნმ-ს და ამ ბლოკების თანმიმდევრობა განსაზღვრავს ინფორმაციას. მაგალითად ასეთი ორი თანმიმდევრობა ავიღოთ: აგცცცთთცაგაც და აგგცცთთცაგაც. ეს ორი თანმიმდევრობა მხოლოდ ერთი "ასოთი" განსხვავდება და სულ სხვა შინაარსს ატარებს. ეს ბლოკები შეიძლება შევადაროთ ანბანის ასოებს უფრო კარგად რომ გავიგოთ რა ხდება. ამ ასოების თანმიმდევრობა ქმნის, ასე ვთქვათ, წიგნ ინსტრუქციას, რომელშიც ჩაწერილია ინფორმაცია ორგანიზმის მთელი რიგი თვისებების შესახებ. ანუ, ეს ტექსტი ორგანიზმს ეუბნები რა დროს რა უნდა ააშენოს და როგორ გამოიყენოს და ა.შ., ასე ვთქვათ, ინსტრუქციაა ორგანიზმისათვის. ეს "ინსტრუქცია" გადაეცემა თაობიდან თაობას და განსაზღვრავს მომავალი თაობების აღნაგობასა და განვითარებას. ამ წიგნ-ინსტრუქციაში რომ წაშალო რაიმე სიტყვა, უხეშად რომ ვთქვათ (დავუშვათ ასო ამოვშალოთ და შევცვალოთ სხვა ასოთი) ხანდახან ისე შეიძლება შეიცვალოს ამის გამო წიგნის შინაარსი, რომ მომავალ თაობას გადაეცეს სხვა შინაარსის ინსტრუქცია და ინსტრუქციის "არასწორი" შინაარსის გამო მომავალი თაობა აღარ განვითარდეს ნორმალურად - ანუ, ეს ახალი ინსტრუქცია (თუნდაც ზოგ შემთხვევაში ერთ ასო შეცვლილი) არასწორ განვითარებას გამოიწვევს ორგანიზმისა. ეს არის გენეტეკის ამბები.
მაგრამ, ახლა განვიხილოთ ასეთი შემთხვევა. დავუშვათ გვაქვს ზუსტად ერთიდაიგივე ტექსტის (ანუ ინსტრუქციის) წიგნი, მაგრამ, ამ ინსტრუქციებს ახლა რაღაც დამატებით მექანიზმები დავურთე ისე, რომ ინსტრუქციის გარკვეული თავები შეიძლება წავიკითხოთ გარკვეულ დროს. მაგალითად A წიგნის მე-5 თავი საკეტით დავკეტე და B წიგნის მე-7 და მე-9 თავი დავკეტე საკეტით. ამ ორ წიგნ-ინსტრუქციას A-ს და B-ს გააჩნია ერთიდაიგივე ტექსტი, მაგრამ მომავალი თაობა უკვე სხვადასხვანაირად წაიკითხავს ამ ორ ტექსტს, იმიტომ, რომ A ინსტრუქციის მფლობელს არ შეუძლია მე-5 თავი წაიკითხოს (და შესაბამისად შეასრულოს ის ინსტრუქცია) და B წიგნის მფლობელს მე-7 და მე-9 თავები. ანუ, ახალი სარეგულაციო მექანიზმი შევქმენი, რომელიც წიგნის წაკითხვის წესებს და შესაბამისად მასში არსებული მითითებების შესრულების წესებს შეცვლის. აი ეს ახალი სარეგულაციო მექანიზმი (რომელიც წიგნის ტექსტს არ ცვლის, მაგრამ ცვლის იმას, თუ რა თავები შეიძლება წაიკითხო და როდის) არის უკვე ეპიგენეტიკური მექანიზმი. დნმ-ში ეს სარეგულაციო მექანიზმები იქმნები დნმ-ს მოლეკულის სხვადასხვანაირი ქიმიური მოდიფიკაციის გზით. ასეთი მექანიზმის გადაცემა თაობიდან თაობაში უფრო მოკლევადიანია. ანუ, ერთ თაობას შეუძლია ეს საკეტები სხვადასხვა ადგილას გადაიტანოს და ახალ თაობას გადასცეს ინქსტრუქცია, რომელსაც ახალი საკეტები ექნება სხვა თავებზე. რაც შეეხება ტექსტის შინაარსს, ეს იშვიათად იცვლება უფრო - აქ უფრო რთულად არის სინამდვილეში საქმე - მაგალითად, მუტაციები ყოველთვის ხდება და მუტაცია ზუსტად ნიშნავს წიგნის ტექსტის შეცვლას და არა საკეტების გადაადგილებას, მაგრამ, ორგანიზმს მთელი რიგი მექანიზმები გააჩნია (სარედაქციო მექანიზმები), რომელიც ამ შეცვლილ ტექსტს დაიჭერს და თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნებს. ხანდახან, პირიქით, ორგანიზმი საშუალებას აძლევს გენეტიკურ კოდს, რომ გარკვეულ უბნებში შეიცვალოს.
მოკლედ, უფრო რთულად არის საქმე, მაგრამ, ეპიგენეტიკურსა და გენეტიკურს შორის განსხვავება რომ გაიგო, ეს შედარება მოგეხმარება.
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|