
დუბაიში არსებულმა კომპანია ” Fleethorse”, წარმოადგინა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის პროექტი. რომელსაც მხოლოდ ერთი ცხენის ძალა ექნება.
თანაც ამ სიტუაციაში ცხენის ძალით მართვას პირდაპირი მნიშვნელობა ექნება.
ახალი სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი იქნება ყველა იმ ატრიბუტიკით, რაც თანამედროვე ავტომობილს ახასიათებს (ძარა, სალონი, სავარძელი, საჭე, და ა.შ.)
ახალი ავტომობილის Naturcar-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მართვა მართლაც რომ ნამდვილი ცხენის მეშვეობით განხორციელდება, რომელიც სალონში მოთავსებული სპეციალურ სარბენ ბილიკზე გაჭენებით, გამოიმუშავებს ენერგიას, რომლითაც იტენება სპეციალური აკუმულატორი, შემდგომში კი ეს ენერგია გადაეცემა ბორბლებს.
გამომგონებლების თქმით ცხენი სალონში მხოლოდ რამოდენიმე საათი ირბენს დღე-ღამეში, რაც საკმარისია საჭირო რაოდენობის ენერგიის გამოსამუშავებლად.
Naturcar-ის მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ-ია
კოპანია Fleethorse-მა აგრეთვე დააპროექტა ისეთი ვარიანტიც, სადაც სალონში ერთდროულად სამი ცხენის მოთავსებაა შესაძლებელი. მათი აზრით ეს ვერსია გამოსადეგია ტურისტების გადასაყვანად სხვადასხვა მსხვილ ქალაქებში
წყარო: intermedia.ge
