http://emigranti.ge/stalinis-shvilishvilis...sivrce-daibyro/სტალინის შვილიშვილის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო
ბოლო დღეებია რუსული მედია და სოციალურ ქსელები სტალინის შვილიშვილის კრის ევანსის ფოტოებმა დაიპყრო.
ფოტოებზე ევანსი სათამაშო ავტომატითა და პისტოლეტებით პოზირებს. მხარზე კი ტყვიამფრქვევის ლენტი აქვს გადაკიდებული, ქამარზე დამაგრებული აქვს პლასტმასის ხელბორკილები და პლუშის პატარა დათუნია.
43 წლის ევანსი (ოლგა პიტერსი) აშშ-ში პორტლენდში ცხოვრობს. ის სვეტლანა ალილუევას ქალიშვილია, რომელიც უილიამ პიტერსთან ქორწინებაში შეეძინა.
ევანსის დედა 2011 წლის ნოემბერში, აშშ-ში მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა.



––––––––––––––––––––––––––––––
ერთი სტალინი წამოაყენა ფეხზე და მერე გაპარპაშებთ თქვენ კარგად...