2013 წელს 2012 წელთან შედარებით დაიკარგა რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა და სახეზეა ეკონომიკის ზრდის კარგი ტემპი.
ეკონომიკის ზრდაშარშან ოქტომბრიდან დაფიქსირებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესებას აქვს ორი ახსნა:
1. შედარება ხდება 2012 წლის შესაბამის პერიოდთან, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა ეკონომიკური ზრდის სერიოზული ვარდნა.
2. 2013 წლის ბოლოს მთავრობამ ხაზინიდან გახარჯა ფულის დიდი მასა, რითაც ხელოვნურად მოხდა დღგ-ს ბრუნვის გაზრდა.
ხაზინის ხარჯებს თუ გადავხედავთ:
"ეკ.საქმიანობაზე" წლის პირველ 8 თვეში დაიხარჯა 461, ხოლო ბოლო 4 თვეში 469 მილიონი ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტის დონირების დაფინანსებული საინვესტიციო პროექტები: წლის პირველ 8 თვეში დაიხარჯა 343 მილიონი ლარი, ბოლო 4 თვეში 371 მილიონი ლარი
ანუ, ბოლო 4 თვეში უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე მთელი დანარჩენი წლის განმავლობაში!
2012 წლის მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 674 მლნ, 2013 -ში 710 მლნ, 2014-ში 686 მილიონი ანუ, 2014 წლის მარტში სახელმწიფომ აკრიფა 24 მიოლიონით ნაკლები გადასახადი ვიდრე შარშან.
უპრეცედენტოდ გაზრდილია საგარეო ვალის მოცულობა. მხოლოდ 2 თვეში შიდა ვალი გაიზარდა 146 მილიონით, ხოლო საგარეო 46 მილიონით. წინა წლებში შიდა ვალის ასეთი მასშტაბური ზრდა ერთ წლიან პერიოდშიც კი არ ყოფილა.
სხვა ქვეყნებთან შედარებითIMF-ის მონაცემებით, საქართველო 2013 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპით (3.2%) მსოფლიოს 153 განვითარებად ქვეყანას შორის არის 92-ე ადგილზე.
მაგალითისთვის, 2012 წელს, მიუხედავად ოცნების მიერ ჩაგდებული ბოლო კვარტლისა, ვიყავით 41-ე ადგილზე, 2005 წელს - მე-18 ადგილზე, 2006 წელს - 22-ე ადგილზე, 2007 წელს - მე-10 ადგილზე. 2013 წელს - 92-ე!
2013 წელს შიდა ინვესტიციებმა შეადგინა 6,652 მილიონი ლარი, 2012 წელს იყო - 7,575 მილიონი ლარი ანუ, 2013 წელს დაახლოებით 1 მილიარდით ნაკლები შიდა ინვესტიცია განხორციელდა ვიდრე 2012 წელს, რაც ცხადია ნეგატიურად აისახება 2014 წლის ეკონომიკურ ზრდაზე!
რუსეთიეკონომიკის დასუსტებასთან ერთად, რუსეთი უკვე გახდა სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი. ანუ, ოკუპანტი სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებს ეკონომიკურ ბერკეტებს საქართველოზე, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ ინერციით მოძრაობს წინ
რას აკეთებს ამ დროს საქართველოს მთავრობა?მუდმივად ცვლის ეკონომიკურ გარემოს, შემოაქვს ახალ-ახალი რეგულაციები, ზრდის სახელმწიფო ბიუროკრატიას, იღებს ახალ ვალებს, ვერ უზრუნველჰყოფს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას, ზრდის წნეხს ბიზნესზე და რაც მთავარია - ვერ აცნობიერებს საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
დაწიოს გადასახადები და შეამციროს სახელწმიფო ხარჯები!
შეწყვიტოს ეკონომიკური გარემოს მუდმივი ცვლა ათასგვარი გაუაზრებელი ინიციატივებით!
გამოაცხადოს საგადასახადო ამნისტია და მოახდინოს ფინანსურ/ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია!
სხვა შემთხვევაში წლევანდელი წელიც დასრულდება ისეთივე ეკონომიკური და საბიუჯეტო პრობლემებით, როგორც დასრულდა 2013 წელი