რაც რამდენიმე საათის წინ წყალტუბოში მოხდა თავად განსაჯეთ

ამას წერს ადამაინი წყალტუბოდან
დაახლოებით საათისა და 20 წუთის წინ წყალტუბოს ტყეში გაჩნდა ხანძარი, ჯერ პატარა იყო და მოსახლეობა თავად შეეცადა ჩაქრობას, თუმცა ნიავმა ხელი შეუშალა და ცეცხლი უფრიო გამძვინვარდა, თანდათან მთელ ტყეს ედებოდა, სახანძროში დავრეკე, 5 წუთიანი ზარის შემდეგ მიპასუხეს
- გამარჯობათ ქალბატონო, სასწრაფოდ გამოუშვით მაშველი რაზმი ტყეში ხანძარია, სანატორიუმ აიას წინ..
- სად?
- გამგეობის მაღლა, გურამიშვილის ქუჩაზე.
- …ერთი წამით დამელოდეთ.
- სწრაფად ცოტა ისედაც დაგვიანდა.
- თქვენი სახელი და გვარი მითხარით?
- ქრისტინა მქვია რა დროის სახელია დროზე ქენით
- ხო კარგით გამოუშვებთ მანქანას გამოვუშვებთ
10 წუთის შემდეგ ზარია ჩემს ტელეფონზე
- გისმენთ
- თქვენ დარეკეთ სახანძროში?
- კი და თქვენ ჯერ კიდევ არ გამოსულხართ? გადაიწყვა ტყე
- გამოვალთ როგორ მოგაგნოთ?
…..
მოკლედ ასე იყო დაახლოებით ამ საუბრის შემდეგ 10 წუთი არ იყო გასული რომ მოცანცალდა ერთი მანქანა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
არა რა იცით ყველაზე გამაღიძიენებელი რა იყო,? ჯერ ვიღაც ტიპი რომ გამოგზანეს დასაზვერად და რეკავს მერე ტელეფონზე მალე მოდით, მართლა ცეცხლიაო, ლამის გადავხტი ფანჯრიდან და ვეცი.. მერე მანქანა ვერ მოუდგა საიდან შემოსულიყო, ორი წრე დაარტყა შენობას, ნუ ეხლა ცეცხლი ელოდა მათ და რა თქმა უნდა სულ არ გამძვინვარებულა:0 მთელ ჰექტარზე მოედო, ესენი კიდევ იდგნენ ბოთეებივით, მომეშალა ნერვები სად იყო ამ დროს გარემოს დაცვის ინსპექცია? ან ვინმე ასეთი ბოდიალა ხალხი რომ ყავთ, ყველა ამ ბედნიერებასთან ერთად აღმოჩდა, რომ მანქანაში საკმარისი წყალი არ იყო, ამ დროს კი ცეცხლი უკვე ბინებისკენ წავიდა და იძულებულები გახდნენ ქუთაისიდან გამოეძახათ მანქანა. მოდი და ნუ გაგიჯდები ეხლა ერთი პატარა კოცონი ვერ ჩააქრეს მთელი საათ ნახევარი სანამ უზარმაზარ ხანძრად არ გადაიქცა და სანამ დამხმარეს არ გამოუძახეს.მგონი თბილისიდან უფრო ჩქარა ჩამოვიდოდა სახანძრო ვიდრე ესენი მოვიდნენ.
ეს უკვე სახანძროს მოსვლის შემდგონი სიტუაცია…
http://www.ireporter.ge/?p=27559ზაფხულში ხანძრები რომ დაიწყება ასე უნდაა ჩააქრონ?
This post has been edited by sexi-bicola on 6 Apr 2012, 15:56
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █