2 წელი გახდება მალე რაც კანადაში ვარ. ლენდობიდან 1100 დღეში, რაც კანადაში ვიცხოვრებ გაუსვლელად, გავხდები კანადის სრულუფლებიანი მოქალაქე. ამის მერე ავტომატურად შემიწყდება საქართველოს მოქალაქეობა!
მოკლედ ახლა რა ხდება...
მილიარდები მე არ მაქვს, არც მილიონები, მაგრამ პოლიტიკური ამბიციები იცოცხლე...
ხოდა არ გამოვრიცხავ, დადგება დრო და მოვინდომებ საქართველოს პრეზიდენტობას, ან პრემიერობას, რატომაც არა?!
ახლა ბიძინას გამო ახლად ჩაგვირისტებული კონსტიტუციის შესაბამისად ეს უფლება არ მექნება, მე ხომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე კი არა, სულ რაღაც კანადის მოქალაქე ვიქნები.
მოკლედ მოვითხოვ ჩემი, როგორც კანადის მოქალაქის უფლებების დაცვას!
იმედია სრულიად საქართVელოს ყველაზე ინტელექტუალური ფორუმი მხარს დამიჭერს ჩემს სამართლიან მოთხოვნაში დაცული იქნას ჩემი პოლიტიკური უფლებები!
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ