კომენტები არ მინდა და არაფერი ლინკისთვის მჭირდება უბრალოდ
მე ვხედავ სხეულს
პირისპირ მიდგას
ფერიცვალების დამიდგა ჟამი
შიში გამიქრა
ხელი ჩავკიდე
მყის გამეყინა
მე მთელი ტანი
სიკვდილს არ ვჩივი
დიდხანს ველოდი
მოვიდა კიდეც ნანატრი წამი
მიწიერებას დავემშვიდობე
ახალ სამყაროს გავუღე კარი.
სულის ამარა მარტო დარჩენილს
დიდი სამსჯავროს მქონდა მე შიში
მაგრამ ვხედავდი,რომ მზის სხივები
წინ მიძღვებოდნენ,ღიმილით თბილით
და სულიერი ტკივილი ჩემი
გარდამესახა,სიმშვიდის სივრცით.
სიბნელეში ვხედავ უღრან ტყეს,
ხშირი ტყეებით და ნაკვალევით,
ტყის ბინადარნი ზიზღით მიმზერენ
თითქოს მათ გულში დავტოვე დარდი,
მიმზერენ თითქოს მოკვლა სურთ ჩემი
წვდიადმა ყველა დაიმორჩილა
მე კი სულშიაც სინანული მაქვს
და თანაგრძნობის გაშლილი ხელი,
მაგრამ თუკი ნაბიჯს გადავდავ,
ბრბო დამესევა როგორც მგლის ჯოგი
ჩუმად ვარ ვითმენ მათ ასე ყოფას
მათ ეშინიათ სიმართლის ნახვა,
ჩემთან მოსვლისა სურვილი არ აქვთ,
ორად გაყოფილ სამყაროს შორის
გზა სიბოროტით არის აღსავსე
ხანდახან ერთი კაცი გაივლის
და რაღაც დროით მოჰფენს მას ნათელს
უმთვარო ღამე აღარ მთავრდება
მზე რომ მოკვდა მას მიჰყვა მთვარე,
მანათობელი ვარსკვლავიც არ ჩანს,
რომ გაანათოს ეს არე მარე.
ამ წვდიადსა და ბნელ სამყაროში
როგორღა გინდა იმედის პოვნა
ადამიანი იქცა ეშმაკად
და მოიტანა წყვდიადი მისი
ამ სამყაროში მარტო დარჩენილს
მხოლოდ იმედი მყავს მეგობარი
მაგრამ ვგრძნობ რომ კვდება იმედი,
მე კი მოვკვდები უიმედობით.
დემონი რომელიც არ არის ცაში,
სული რომელიც ებრძვის ჯოჯოხეთს,
წარსული აწმყო და მომავალი
განა განსხაზღვრავს ამას ყველაფერს?
მტერი რომელიც ზურგს უკან გიდგას
და მშვიდად უცდის ხელსაყრელ წუთებს
ქარი რომელიც აცივებს მიწას
წვიმა რომელიც ასველებს ფოთლებს
და დღე რომელიც შენ აღარ გგავს
გული რომელიც ამოიჭერი
მე რო მიყვები ხოლმე შენ ზღაპრებს
იმედი რად გაქვს დაჯერების
ცა ისევ შავი,ისევ ნაღველით
შავი ღრუბლები თანაუგრძნობენ
სევდა და დარდი რაც ცაში არი
მეხად გვეცემა ისევ მე და შენ.
ჩამკვდარ სიყვარულს რათ უნდა ვარდი
ის ხომ სულშიაც აღარ ანათებს
და მომავალი დარდით აღსავსე
ცრემლად ედება შენს ჩამქრალ თვალებს
ცხოვრება ისევ განაგრძობს რბოლას
მისი ვალია მუდამ ირბინოს
სიკვდილი კია ჩვენი სამარე
მუდამ მზად არი რომ გაგვიყოლოს.
ამით მთავრდება ცხოვრება კაცის
რომ დადიოდა,იძახდა სათქმელს
იქ უკვე ახალი ცხოვრება ელის
და ახლებურად გაახელს თვალებს
მე კი ვიჯდები და ისევ დავწერ
სიტყვას,რომელსაც დავარქვი ლექსი
სიყტვას,რომელსაც არ აქვს ნაყოფი
მე მხოლოდ ესეთ სიტყვებს თუ დავწერ
სხვანი იტყვიან რომ შედევრია
და მონდომებით დაკრავენ ტაშებს.