წიგნის მაღაზია "დიოგენე" და კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი kultur.ge იწყებს საინტერესო პროექტს "ნახე საქართველო შენ თანამედროვე მწერალთან ერთად!"
ამ ტურების მიზანია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მდებარე სახლ-მუზეუმების ნახვა მწერლის გიდობით.
პირველ ტურს, 22 აპრილს წაიყვანს მწერალი ნესტან (ნენე) კვინიკაძე.
22 აპრილს !
ერთ დღიანი ტური იმერეთში
გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმები (სოფელი ჭყვიში)
გიდობას გაგვიწევს- ქართველი მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი ნესტან(ნენე) კვინიკაძე
ტურის ღირებულება : 50 ლარი
ფასში შედის მგზავრობა კომფორტული ავტობუსით, ორჯერადი კვება (ლანჩი+პიკნიკი), ვიდეო და ფოტო გადაღება, მუზეუმის ბილეთები, გიდის მომსახურება.
http://www.facebook.com/events/307307622676399/ყოველ კვირა დაგიანონსებთ ხოლმე ამ ტურების შესახებ.
მე მგონი, საინტერესო წამოწყებაა და უკვე უამრავი მსურველია, შეუერთდით თქვენც.
მიმაგრებული სურათი