ნათელია ,რომ დღეს საქართვლოში არ არსებობს პროტესტი ,განსხვავებული აზრი ...
მათ ვისაც ოპოზიცია ჰქვიათ ან ერქვათ აღმოჩნდა ,რომ ძირითადად ერთი მასა არაიან და უბრალოდ თავიანთი ბელადები ყავთ და იმათი მონობა უნდათ და სხვისი არავისი ... ამიტომ ''ებრძვიან'' სხვა ბელადებს
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში ,სადაც საზოგადოება ცხვრებად აქციეს
ჩვენ ვცხოვრობთ გა-ვარდისფერებულ ბოლშევიზმში
ქართველ ახალგაზრდებს არ აქვთ პროტსეტის გრძნობა ....
ისინი უმღერიან პოლიიციას ,ქალაქის მერს და ლექსებს უწერენ მანდატურებს
არავინაა ქვეყანაში ვინც ხმას ამოიღებს იმაზე ,რომ საქართველოში ჯერ კიდევ შიმშილია და ხალხი ,რომელთაც ყურადღებას არ აქცევენ ისევ თავს იწვავენ ...
(როგორც ერთმა ლტოლვილმა ქალმა დაიწვა ამ ცოტა ხნის წინ)
ამ დროს უნდა გამოჩნდნენ ხელოვანები და თქვან სიმართლე
ისე ,როგორც იური შევჩუკმა თქვა ეს რუსეთში ....
მაგრამ ქართველი ხელოვანები მღერიან პოლიციაზე ,ქალაქის მერზე და მანდატურებზე...........
“გაანადგურეთ ყველა ბარიერი,რომელიც ხელს უშლის ადამიანთა ურთიერთობას. ჩვენი დროშაა სიყვარული და თავისუფლება ”.
ნუ გამართავთ მიტინგებს ჩვენ მოვაწყობთ ქართულ ვოდსტოკს
და იქ გავთავისუფლდებით ....
ჩვენ ვიტყვით იმას რასაც ამბობს არა კა-გე-ბეს გამოზრდილი ღიპიანი პოლიტიკოსები არამედ ვიტყვით იმას ,რასაც ამბობდა ჯონ ლენონი
ჩვენ გვიყვარს !
ჩვენ გვიყვარს აფზაზები!
ჩვენ გვიყვარს ოსებიც!
ჩვენ გვიყვარს რუსის ვანიებიც!
ჩვენ არ ვესვრით არავის !
გადაყარეთ აგურები ორივე ხელით ,რომ გიჭირავთ და კედლებს აშენებთ
გადაყარეთ ,გაითავისუფლეთ ხელები და ჩავეხუტოთ ერთმანეთს

როკი ,თავისუფლება ,სიყვარული ქართულ პოლიტიკაში

ჩვენი პოლიტიკა თავისუფლება და სიყვარულია
_______________________
მოკლედ რა მინდა

: მინდა რომ ვინმე გამოჩნდეს ხელოვანი ადამაინი და ეს მასად ქცეული ხალხი შეყვარებულ და თავისუფალ ადამაინებად აქციოს ...
სიმართლე თქვას ისე ,როგორც შევჩუკი ამბობს რუსეთში ...
მიმაგრებული სურათი