d-robi
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 409
წევრი No.: 113205
რეგისტრ.: 19-February 10
|
#30637855 · 10 Apr 2012, 16:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ხელისუფლებამ ერთ-ერთ ცნობილ და წამყვან ამერიკულ ლობისტურ კომპანია Podesta Group-თან, რომელმაც ამერიკაში სააკაშვილის მთავრობის პიარკამპანია უნდა აწარმოოს, ხელშეკრულება გააგრძელა. ამისათვის კი ქვეყნის ბიუჯეტიდან, წლის ბოლომდე, 600 ათასი ამერიკული დოლარი უნდა გაიხარჯოს.
ხელშეკრულების თანახმად, რომელშიც ქართული მხრიდან, საქართველოს წარმომადგენლად უშიშროების საბჭო გვევლინება, Podesta Group–მა უნდა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ლობირება ამერიკულ მთავრობასთან, პოლიტიკურ წრეებთან, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობა. ჯგუფს, რომელიც ამ საქმიანობას გაუძღვება, ჯონ ანდერსონი და მოლი მაკკიუ ხელმძღვანელობს. კომპანია Podesta Group ხელისუფლებას 2010 წელსაც ჰყავდა დაქირავებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან ასევე 600 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. Podesta Group ვაშინგტონში 1988 წელს, ძმებმა ჯონ და ტონი პოდესტებმა დაარსეს და ამ ფირმის შემოსავალმა გასულ წელს დაახლოებით 27 მილიონი დოლარი შეადგინა. კომპანიას მჭიდრო ურთიერთობები აქვს ამერიკის დემოკრატიულ პარტიასთან და ობამას ადმინისტრაციასთან. მისი თავმჯდომარე ტონი პოდესტა ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტად ითვლება. ამ კომპანიის რჩეულ კლიენტებს შორის, მსოფლიოს ბევრი ბრენდი და მსხვილი ამერიკული კორპორაციები არიან. მათ შორის კი Heineken–ი, Bank of America, ამერიკის მაუწყებელთა ეროვნული ასოციაცია, ეგვიპტისა და საქართველოს მთავრობები და ა.შ.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ, მიმდინარე წლის იანვარში შეთანხმება გააგრძელა ძველ კონტრაქტორ Orion Strategy–თანაც. ეს ლობისტური კომპანია კონგრესმენ ჯონ მაკკეინის ყოფილი მრჩევლის რენდი შუნემენომის დაარსებულია. Orion Strategy-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს გასდის და ამ დროის განმავლობაში, კომპანია საქართველოს ხელისუფლებისაგან 270 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს. შეთანხმების პირობების თანახმად, Orion Strategy რჩევებსა და საკონსულტაციო მომსახურეობებს უზრუნველყოფს, რომლებიც საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებთან, მათ შორის, ნატოსთან ინტეგრაციასთანაა დაკავშირებული. ამ ფირმის წარმომადგენელი ლობისტი რენდი შეუნემანი გავლენიანი ამერიკელი ნეოკონსერვატორი კონგრესმენია. თავის დროზე იგი ამერიკის თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის მდივანი იყო ერაყის საკითხებში. მონაწილეობდა ჯორჯ ბუში უმცროსისა და სენატორ მაკკეინის საარჩევნო კამპანიებში. Orion Strategy საქართველოს მთავრობის ლობირებას 2004 წლიდან ეწევა. 2007 წლის იანვარში შეუნემანი გახდა ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო კამპანიის უფროსი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში და სენატორის კამპანიიდან 2008 წლის 15 მაისამდე მას თითქმის 70, 000 დოლარი გადაუხადეს. ამ პერიოდში შეუნემანი საქართველოს მთავრობისგან თავისი მომსახურებისთვის 290,000 დოლარს იღებდა. შეუნემანი ასევე რჩევებს აძლევდა მაკ კეინს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში. გაზეთ SUNDAY TIMES ცნობით, საქართველოს მთავრობის, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისა და კონდოლიზა რაისის შეხვედრები ამ ფირმის უზრუნველყოფილია. მისი მომსახურებით სარგებლობს ჯორჯ სოროსიც და სენატორი ჯონ მაკკეინიც. თავად შეუნამანმა Orion Strategy შარშან დატოვა, ფირმა კი კვლავ აგრძელებს საქართველოს მთავრობის მომსახურებას. მის კლიენტებს შორის კი, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრი სახელმწიფოა. არასრული ინფორმაციით, 2004 წლიდან 2011 წლის მეორე ნახევრამდე საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკაში ლობისტურ მომსახურებაზე მინიმუმ 5,5 მლნ დოლარი დახარჯა. გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ ლობირებისათვის განკუთვნილი დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ 1.666 მლნ. ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო ამერიკელ ლობისტებთან. 2004 წლის დასაწყისიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველომ დახარჯა 2.619 მლნ. ამერიკული დოლარი აშშ-ში თავისი პოლიტიკური იმიჯის გამოსასწორებლად. 2010 წელს, საქართველოს მთავრობამ, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დიკ გეფჰარდტის ამერიკული ლობისტი ფირმა - Gephardt Group Government Affairs დაიქირავა. აღნიშნულ ფირმასთან დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების ღირებულება 436, 000 ამერიკული დოლარით განისაზღვრა. აქტიურ ლობისტურ კამპანიას ამერიკაში ოპოზიციური კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილიც ახორციელებს. 2011 წლის ბოლოს ვაშინგტონში მან ლობისტური ფირმა BGR Government Affairs LLC–ი დაიქირავა, რომელიც კომპანია BGR Group-ის შვილობილი კომპანიაა და ევროპაში საქმიანობს.
იგივე კომპანია, გასული წლის ზაფხულში, ირაკლი ალასანიას პარტიამაც დაიქირავა. „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, BGR Government Affairs-სთან ივანიშვილს პირდაპირ არ გაუფორმებია კონტრაქტი; შეთანხმება კომპანია BGR Gabara–ს მეშვეობით გაფორმდა. ეს უკანასკნელი ასევე BGR Group–ში შემავალი ფირმაა, რომელიც ჯგუფის ევროპულ ფილიალს წარმოადგენს; მისი ოფისი ლონდონში მდებარეობს და მის მომსახურეობაში სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან ურთიერთობების დამყარება, ასევე, ევროპის მასშტაბით, მედიასთან ურთიერთობა შედის.
BGR Government Affairs-ის მიერ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, გაწეული მომსახურეობისთვის ფირმა ყოველთვიურად 25 000 აშშ დოლარს მიიღებს. კონტრაქტი ძალაში 2011 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. მისი განახლება კი მხარეებს შორის შეტყობინების საფუძველზე ყოველთვიურად მოხდება.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მეორე, ყველაზე გავლენიანი ლობისტურ–იურიდიული ფირმაც დაიქირავა. ამერიკის კონგრესზე წარდგენილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, Patton Boggs ივანიშვილს ლობისტური მომსახურებით უზრუნველყოფს, რომელიც “საბანკო მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული”. “ქართუ ბანკის” მფლობელმა ივანიშვილმა, გასულ წელს ოქტომბერში პოლიტიკაში მოღვაწეობის დაწყების შემდეგ, ხელისუფლება არაერთგზის დაადანაშაულა ზეწოლაში. სწორედ ამით თუ აიხსნება ივანიშვილის დაინტერესება ლობისტური კომპანიით, რომელიც საბანკო საქმიანობის პიარკამპანიებითაა ცნობილი.
Patton Boggs-ის სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. ფირმაში 600-ზე მეტი იურისტი მუშაობს და საუკეთესო ამერიკული ფირმების ათეულში შედის. ფირმა სრულ იურიდიულ მომსახურებაზე სპეციალიზდება და მის კლიენტებს შორის მსოფლიოს მრავალი მსხვილი კომპანიები, გავლენიანი მეწარმეები და პოლიტიკოსები არიან. თავის მომსახურებას ფირმა 70–მდე ქვეყანაში აწარმოებს.
წელსვე ივანიშვილმა ამერიკაში საკონსულტაციო ფირმა National Strategy დაიქირავა. ამერიკის კონგრესისათვის წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ფირმამ საქართველოში ივანიშვილის “ქართული ოცნების” პროგრამის წარმატებული პრეზენტაცია უნდა უზრუნველყოს, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ უნდა მოხდეს.
თავის მხრივ, National Strategy –მ ივანიშვილის სახელით სხვა ლობისტური ფირმები – Parry, Romani, DeConcini & Symms დაიქირავა, რომლებმაც საქართველოში “დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. აღნიშნული კომპანია ლობირებას, ძირითადად, ამერიკის კონგრესში ეწევა.
ჟურნალ Foreig policy–მა იანვარში გაავრცელა ცნობა, რომ ივანიშვილის მომხრეები შეეცადნენ ფირმა Podesta Group-ს გადაბირებას და ამისათვის მას საქართველოს მთავრობისაგან შეთავაზებულზე ორჯერ მეტ თანხას სთავაზობდნენ, რაც შემდგომ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა უარყო.
2010 და 2011 წლის შეთანხმებებისაგან განსხვავებით, Podesta Group–სა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბოლო ხელშეკრულება ერთ მუხლს შეიცავს, რომლის თანახმადაც, კომპანია თანხმდება, რომ ხელშეკრულების მოქმედებისა და ვადის გასვლიდან, ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წერილობითი თანხმობის გარეშე, ფირმა არ იმუშავებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის, მოძრაობის, გაერთიანების ან ორგანიზაციის სასარგებლოდ, რომლებიც ქართულ პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ.
|