
ნებისმიერი თვის 13 რიცხვი, რომელიც ემთხვევა პარასკევს, ბევრ კულტურაში ითვლება წარუმატებლობის დღედ. როდესაც პარასკევს, 13-ში ხდება რაიმე ნეგატიური მოვლენა, ადამიანები ხშირად სწორედ ამ მისტიურ დღეს უკავშირებენ.
უკანასკნელ დროს ბევრი ირწმუნება (შესაძლოა, დენ ბრაუნის ბესტსელერის, "და ვინჩის კოდის" შემდეგ, თუმცა ამ იდეამ თავიდან გაიჟღერა წიგნებში "წმინდა სისხლი და წმინდა გრაალი"), რომ "13, პარასკევი" დაკავშირებულია ტამპლიერთა ორდენის რაინდთა დაპატიმრებასთან.
მათი მოულოდნელი დაპატიმრება იყო ორგანიზებული ფრანგთა მეფის, ფილიპ IV ლამაზის მიერ,
პარასკევს, 1307 წლის
13 ოქტომბერს. მათი განადგურების გადაწყვეტილება იქნა მიღებული რომის პაპის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ მას ძილში იესო გამოეცხადა და უთხრა, რომ ყველა ტამპლიერი უნდა გაენადგურებინათ, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობა იმ დროს თითქმის სრულად ფრანგთა მეფის კონტროლის ქვეშ იყო, მეტიც, პაპის ტახტი გადატანილი იყო ქალაქ ავინიონში, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში.
სასამართლო პროცესი 7 წელი გრძელდებოდა, რის შემდეგაც ტამპლიერები დასაჯეს. მათ ბრალად დასდეს ყველაზე საშინელი ცოდვები, მონაწილეობა საიდუმლო სატანურ რიტუალებში, თუმცა ძირითადი მიზეზი რა თქმა უნდა იყო ტამპლიერთა სრული დამოუკიდებლობა, და სურვილი მეფისა, რომ თავისი ხაზინა ტამპლიერთა განძით აევსო.
დასჯის დღე შემთხვევით არ არჩეულა... მეფემ აირჩია პარასკევი, როგორც ქრისტეს ჯვარცმის დღე და თვის 13 რიცხვი - უბედურების მომასწავებელი, წარუმატებელი დღე.
* 13-ს, ცუდ რიცხვად ჰომეროსიც და ციცერონიც თვლიდა.
* ებრაულ კაბალაში იყო 13 ბოროტი სული.
* საიდუმლო სერობაში მონაწილეობდა 13 ადამიანი, იუდა ისკარიოტელის ჩათვლით.
* იოანეს ევანგელიაში, იუდას ღალატზე მოთხრობილია მე-13 თავში.
* ფრანგი ისტორიკოსი რობერ ამბელენი ირწმუნება, რომ ქრისტეს ჯვარცმა მოხდა 13 რიცხვს, მთვარის კალენდრის მიხედვით, და არა 14-ში, როგორც იეშუას ჯვარცმა მიხაილ ბულგაკოვის რომანში "ოსტატი და მარგარიტა"
* ასევეა საინტერესოა, რომ მხეცის (ანტიქრისტეს) გამოცხადება მოთხრობილია აპოკალიპსისის მე-13 თავში.
კალენდარი, «პარასკევი,13»2011: მაისი
2012: იანვარი, აპრილი, ივნისი
2013: სექტემბერი, დეკემბერი
2014: ივნისი
2015: თებერვალი, მარტი, ნოემბერი
2016: მაისი
2017: იანვარი, ოქტომბერი
2018: აპრილი, ივლისი
2019: სექტემბერი, დეკემბერი
2020: მარტი, ნოემბერი
საინტერსო ფაქტები:* 13, პარასკევის შიშს (ფობიას) პარასკავედეკატრიაფობია ეწოდება. (ბერძ. სიტყვა "პარასკევი" (Παρασκευή) პარასკევს აღნიშნავს და "დეკატრეის" (δεκατρείς) აღნიშნავს ცამეტს (13))
* მოდელის, "განკითხვის დღის თეორიის" თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა მიაღწევს უსასრულობას ან მათემატიკურ სინგულარობას 2026 წლის, 13 ნოემბერს, პარასკევ დღეს.
* ამ მისტიურ დღეზე გადაღებულია რამდენიმე ფილმი.
პარასკევი 13 (1980 წ)
პარასკევი 13 (2009 წ)
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".