mako_auhახალი მხოლოდ ცუდი ამბავია

მოკლედ რომ ავხსნა, დღეს შემთხვევით დავაკვირდი და პატარა ჩირქოვანი გამონადენი მქონდა ნუნის ადგილიდან!
არადა ვიფიქრე გადავრჩი თქო და მეშველა იმიტომ რომ, როცა ეს თემა გავხსენი (11 აპრილს), მაშინ მხოლოდ პატარა ტკივილი მქონდა თითის დაჭერით და მერე 1 კვირაში გამიარა, დღემდე საერთოდ არ მტკიოდა! არც გასიებული მქონდა. თურმე ისე დაჩირქებულა მე საერთოდ არც გამიგია!
დაჩირქების მიზეზად კი შეიძლება ის იყოს რომ გუშინ საკმაოდ მომიწია სირბილი ამ სიცხეში და ეტყობა ფეხი ძალიან ჩამიხურდა, დღეს კი დამიჩირქდა და გამონადენიც მქონდა. მე ფეხის ჩახურებას ვაბრალი რადგან დღემდე არავითარი ტკივილი და ვიზუალურად უცნაური არაფერი შემინიშნავს.
ტკივილით ახლაც არ მტკივა და არც სიარულში მიშლის ხელს, მაგრამ დაჩირქებას რა მოვუხერხო? დღეს მთელი დღეა სისტემატიურად სოდიანი წყლით ვიწმინდავ ამ დაზიანებულ ფრჩხილის მიდამოებს.
ვინმემ ვისაც გიმკურნალიათ პარონიქიაზე, თუ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ თქვენი ამბავი და ზოგადი მკურნალობის ეტაპები. ვინ რითი მკურნალობდა დაწერეთ არ დაიზაროთ!
რა ტიპის მაზები და მალამოებია საჭირო რომ სახლის პირობებში ადამიანმა მოიჩინოს პარონიქია