#44496049 · 4 May 2015, 10:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ 2010-11 წლებში მასიურად დაირეგისტრირა თბილისში მიწის ნაკვეთები. მამაჩემს ჰქონდა მიწის ნაკვეთი 1996 წელს მიღებული, როგორც სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელს. საბუთი მაქვს. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მივაკითხე რეესტრს, მივიტანე ყველა საჭირო საბუთი (სამკვიდრო მოწმობა, აზომვითი ნახაზი და ა.შ.), მაგრამ იქიდან გამაგზავნეს მერიის ქონების მართვის სააგენტოში, იმან უნდა ამოჭრას მიწის ნაკვეთიო. შევიტანე განაცხადი ქონების მართვის სააგენტოში, მაგრამ უარი მითხრეს, საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს და დაელოდეთო. ახლა რა ვქნა, სასამართლოში ვიჩივლო? არაფერს არ აკეთებს ეს მერია, 5 თვე გავიდა და არაფრის მიღებას არ აპირებენ როგორც ჩანს. ნაკვეთს ვერ ვარეგისტრირებ.
--------------------
arsh313.com
|